გურული კურიოზები 23.06.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 23.06.2011

1 იან. 1970, 04:00:00
დიოგენა კანტია

ყანის პოლიტიკა

_ კიო ხომ არ ხარ, კირილე?! ერთი საათის უკან მიდიოდი ყანაში და დაამთავრე უკვე?! _ გავძახე შუკაში, მხარზე თოხგადადობილ კირილეს.

_ დამანებე, დიოგენა, თავი! დანა რომ გამომისვა კისერში, ერთი წვეთი სისხლი არ წამომივა, ისე მაქ გამშრალი! _ სულის მოსათქმელად ჩემს ჭიშკართან გადობილ მორზე ჩამოჯდა, თუთუნი გაახვია და იმხელა ნაფაზი დაარტყა, თვალები დაუელამდა.

რაღას ვიზამდი, დევიძარი მეც ჭიშკრისკენ:

_ ცივი წყალი ხომ არ გამოგიყოლიო?!

_ ცივი წყალი არა და სხვაი თუ გაქ რამე დასალევი, ქე წამეიღე, ისე მინდა გათიშვა, რომე დარიშხანსაც დავლევდი ახლა! _ ამეიხვნეშა კირილემ და ფიჟვა-მაგარაც ამოაყოლა.

სახლში ორწლიანი ძმრის მეტი არაფერი მეგულებოდა, ციხის ძმარს რომ უძახიან, იმფერი; იცოცხლე, ჭიქაში რომ გახედავდი, ჭიოდა მზესავით და თვალს მოგჭრიდა ფედოსიას გადგვიფინებული ქერქეტა რძალივით, მარა რად გინდა?! შხომპოლო იყო... ჰოდა, გადმოვუსხი ბოთლში და გავუტანე ჭიშკართან. დავუსხი და მივაწოდე. ერთი კი გამომხედა ეჭვით, მარა გულმა შემაწუხა და ვერ დავლევ,-მეთქი, _ შევაცოდე თავი. აბა იმას ხომ ვერ ვეტყოდი _ იმფერი სასირცხო ავადმყოფობა მჭირს არანაკლებ სასირცხო ადგილზე, აქანე არ ითქმებაო?!

_ ვინც გულიანი კაცია, იმას ტკივა გული, თვარა ყველა გოთვერანს უკანალი ტკივა... გაუმარჯოს გულიან კაცებს! _ რიხიანად თქვა კირილემ და ვიდრე მე გაბრაზება გადამივლიდა გადეიმხო ჩაის ჭიქა ყრონტში. ჯერ გალურჯდა, მერე გამწვანდა და პატარა სული რომ მეითქვა, რავარც იქნა, ამოიხროტინა:

_ მომკალი, ყაძახო?!

_ რა იყო, კირილე, აძმარებულა, ხომ?! დედა, მომკალით ვინცხამ, მეტი რომ არ მაქვს?! თუმცა, გადევირბენ, აგერ, ლევარსიასთან, სოდა ექნება და გამოვართმევ. უქენი ძმარს და დაუკარგავს გემოს, წახან დარიშხანის დალევას აპირებდი და მაგის ფონზე სოდიანი ძმარი შაქარყინულია!

არ ვიცი, მისი სახელი გეიგონა, არ ვიცი, ჩასაფრებული იყო და თავიდანვე გვიგდებდა ყურს, მარა დაფნებიდან ლევარსიამ გამოყო მისი ოღროჩოღრო თავი:

_ ჩემს ეზოშიც აღარ დამაყენოთ ახლა! რა სიკტილი გინდებლარიან?!

_ გაახაზირე დასალევი, დასაყოლებელი და გადმოი აგერ. რაცხა ფარცაკი ამბავია ამის თავს და შენისთანა ბრძენი კაცი თუ უსაშველებს! _ ისე ვუთხარი სასხვათაშორისოდ, იმედი არ მქონია მაინდამაინც, მარა, ეტყობა, ბრძენთან შედარება ესიამოვნა და ეგრევე გადმომაწოდა დაორთქლილი ჩარექა. გამოვართვი და მერეღა შევაპარე:

_ მისაყოლებელი?!

_ სარი წელზე! მეიცეთ პაწე და მუალ! _ სახლისკენ ქნა პირი ლევარსიამ. მალევე გამოჩნდა _ მჭადი, ყველი, პრასის მწნილი და სამი კეკალი ატამი ეჭირა ხელში.

გავშალეთ სუფრა და ის იყო საუბარი უნდა დაგვეწყო, რომ ფედოსიას რძალმა ამოიარა. ხო, ხო, ხო, ხო! მოქონდა ცაი და მიწა იმ ოჯახაშენებულს. კირილე მის მოშიშვლებულ ჭიპს მიშტერებოდა და ისე დაელამებოდა თვალები, რავარც წეღან, ღრმა ნაფაზი რომ დაარტყა. კიდო კაი, დროზე ჩეიარა და არ გამოგვლაპარაკებია, თვარა გადუურეველს არ დაგვტიებდა არც ერთს.

_ რაიო, რა მჭირსო ამ ცალტვინამ?! _ მე შემეკითხა ლევარსიე, პაწე აზრზე რომ მევიდა მერე.

_ ვკითხე და არ ჩივა! ჟდანა ასე დაელამებული და მოთქვამს, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივაო, დარიშხანს დავლევ და რა ვიცი, ათას უბედურობას კიდოო!

_ რა მჭირს და დევიღალე _ ნაკვდავი ვენახი ფილოქსერამ შემიჭამა; კარტოფილი _ კოლორადოს ხოჭომ; ვაშლის და მსხალის ხეი _ ამერიკულმა პეპელამ... ახლა ვითომ ხვატარი არ ეყოფოდა, ჩემს სისხლ და ოფლჩანაქცევ ყანაში ბალახი მიეძალა სიმინდს. შრომას აღარ ვჩივი, უშველებელი ხარჯი მაქ ნაქნარი და შემეცოდა მისატიებლად, გადევიტყავე ხელები თოხის ნაცემი, ვთოხნე და ვთოხნე, მარა მაინც გადაასწრო ბალახმა სიმინდს. სასუქი უნდა ყანას. წევედი დღეს და ერთი "პაჭკა" 45 ლარიო! მე ოთხი "პაჭკა" მჭირია და მაგის ფასს რას მევიწევ?! აგია...

_ ჰატ, მთავრობაზე არ დაგცდეს რამე გლახად! _ დაშტიმა თვალები ლევარსიამ.

კირილე დამუნჯდა და პრასის მწნილი ჩაღეჭა ჯავრიანად...

ახლა უკანა გზაზე ამეიარა ფედოსიას მოკლეკაბიანმა, ჭიპ და მკერდმოშიშვლებულმა რძალმა, ქვეშ-ქვეშაც გამოაპარა მზერა, მარა რაი? აფერი! კირილეს პრასის მწნილით ჰქონდა პირი ამოვსებული, ვერც ღეჭავდა, ვერც ყლაპავდა და ქი იყო ასე; ლევარსიე გაბრაზებული იჯგიმებოდა და მე ფარა არ მქონდა; რომც მქონოდა, ვის ეცალა, თუ ძმა ხარ ფედოსიას გადგვიფინებული რძალიზა?! კაცს, აგერ, ნაკვდავი ყანა ეღუპებოდა და სასუქის ყიდვაში უნდოდა მიხმარება.

 

დავით გოქაძე

ბანკში მომხდარი კურიოზები

"სექსი"

კაცი ავსებდა რაღაც განაცხადს. გრაფაში, სადაც წერია "სქესი", წაუკითხავს _ "სექსი" და მიუწერია კოხტად: "კვირაში ხუთჯერ".

ოპერატორ გოგონას არ დაუხედია განაცხადისთვის და როგორც წესია, მაინც გაუფრთხილებია, რომ არასწორი რამე თუ ჩაწერეთ, არ შეიძლება და არ განიხილავენ განაცხადსო.

გამოურთმევია ამ კაცს უკან განაცხადი და გადაუსწორებია _ "კვირაში 2-ჯერ".

 

2 დოლარი

ჩემი მეგობარი სალაროში მუშაობდა. მოვიდა კლიენტი და დოლარის დაზიანებული კუპიურა მიაწოდა. ამ ჩემს მეგობარს უთქვამს: _ ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო.

 

"ასო"

კლიენტი შემოვიდა ბანკში, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში მითითებულ გვარში ასოა გამოტოვებული. ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება:

_ ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე?

 

ბანკომატი

შემოვარდა ერთხელ საოპერაციოში გაბრაზებული კლიენტი და ოპერატორ გოგონას უყვირის: _ რა არის ეს, რა ბანკია, ამდენი ხანია ვდგავარ, ვუდებ, ვუდებ და არ მაძლევსო.

დაიბნა ეს გოგოც, წამოხტა და ეუბნება: _ დამშვიდდით, ბატონო, წამობრძანდით, ერთად შევუდოთ და ვნახოთ, რას იზამსო. (ალბათ, მიხვდით, რომ საუბარი ბანკომატიდან თანხის გატანაზე იყო).

 

ხორცი

"მონოს" და "ლაი-ლაის" ისე ხშირად მეკითხებოდნენ (თან უარს რომ ვეტყოდი, გაბრაზებულები გადიოდნენ, ამხელა ბანკში მონო არ უნდა იყოსო?!), ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი: _ მონო არა, მაგრამ ახალი ხორცი გვაქვს მიღებული,-მეთქი.

 

"გადაფხიკვა"

ოპერატორი ეუბნება კლიენტს: _ პლასტიკურ ბარათზე ხელი აქ უნდა მოაწეროთ.

_ გადავფხიკო? _ კითხულობს კლიენტი.

 

დახასიათება

ქალს, რომელსაც სამომხმარებლო სესხი უნდოდა, დავუბარე, თქვენი უფროსის დახასიათება მომიტანეთ,-მეთქი. ადგა უფროსი დაახასიათა თვითონ, ხელი მოაწერა და მოიტანა. საკრედიტოში რა ხდებოდა, უნდა გენახათ.

 

ციფრები

კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი, რა უნდა ჩაიწეროს, თუმცა, მაინც მეკითხება. მეც დიდი მოთმინებითა და ღიმილით ვპასუხობ (აღარ მიკვირს მასეთი კლიენტები):

_ აქ რა დავწერო?..

_ თქვენი დაბადების თარიღი....

_ ციფრებით თუ სიტყვიერად?..

_ როგორც თქვენ გნებავთ...

_ აქ რას ვწერ?..

_ აქ თქვენი სახელი და გვარი...

_ სიტყვიერად???

კინაღამ ვუთხარი, ციფრებით,-მეთქი, მაგრამ იქ აღარ ვიდექი _ მეორე ოთახში ძლივს გავასწარი ჩაბჟირებულმა.

 

სამუშაო ადგილი

ერთ ტაქსის მძღოლს დაზღვევა უნდოდა და განაცხადს ავსებდა. განაცხადში არის შემდეგი შეკითხვები: "სამუშაო ადგილი" და "სამუშაო ადგილის მისამართი".

ტაქსისტმა ეს გრაფები ასე შეავსო:

სამუშაო ადგილი _ ტაქსის მძღოლი;

სამუშაო ადგილის მისამართი _ ვმოძრაობ ქალაქში.

 

გადაუცდა

საოპერაციოდან მესმის _ კლიენტი გოგო სასოწარკვეთილი ხმით ხმამაღლა ეძახის მოლარე-ოპერატორს, 1 თვე გადამიცდა უკვე და რა ვქნაო.

 

აღარ მიჩანს

რეკავენ ბანკში: _ დილას მიჩანდა და ეხლა აღარ მიჩანს!

 

ბოლო ექვსი

კლიენტი რეკავს და აინტერესებს ინფორმაცია ბარათის შესახებ.

ოპერატორი: _ მითხარით ბოლო ექვსი ციფრი

კლიენტი: _ ბოლო ექვსი ციფრი.

 

ვინაა მაყურებელი?!

ქუთაისში ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა კლიენტს. შევარდნილა ეს კაცი ბანკში და ყვირის: _ აქანე, სიმონ, ბანკომატის მაყურებელი ვინაა?!

 

თამაზი

მოლარე-ოპერატორი უხსნის ხანში შესულ ქალს: _ მე გზავნილის სახელი გკითხეთ, ქალბატონო, და თქვენ თამაზიო, მიპასუხეთ...

 

ასლი

ოპერატორი: _ თქვენს პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული და სანამ არ გამოცვლით, ვერაფრით დაგეხმარებით.

მომხმარებელი: _ იცით, ახლა გამახსენდა, სახლში მაქვს პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც მანამდე გადავიღე, სანამ ვადა გაუვიდოდა და არ გამოდგება?

 

ვიზა გოლდი

ბანკში შედის შუახნის მამაკაცი და ოპერატორს ეუბნება: _ ვიზა გოლდი მჭირდება და ოქრო მე მოგიტანოთ თუ საკუთარი გაქვთ?





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...