რატომ მიბრუნდა ოზურგეთში ჩამოსული მძღოლი ზესტაფონში

ა კიდო

რატომ მიბრუნდა ოზურგეთში ჩამოსული მძღოლი ზესტაფონში

8 ივნ. 2015, 18:46:15

დიდუბის ავტოსადგურში, ოზურგეთის სამარშრუტო ტაქსში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მოხუცი ბებო მძღოლის უკან მდებარე სავარძელში ჩასვა, პატარა ჩანთა ფეხებთან ჩაუდგა და მოხუცს ხვევნა-კოცნით გამოემშვიდობა.

მერე კაცმა მძღოლს სთხოვა, ახლა ამას ღრმად ჩაეძინება და, თუ ჩემი ძმა ხარ, არ დაგავიწყდეს, ზესტაფონში აუცილებლად გააღვიძეო.

რამდენიმე წუთში გაივსო „მარშრუტკა“ და გზას გაუდგა. მგზავრები ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე კი ერთბაშად აყაყანდნენ. ზოგი ერთმანეთის ნაცნობი გამოდგა, ზოგიც – ნაცნობის ნაცნობი და გაიბა საუბარი ერთბაშად ყველა მგზავრს შორის.

ატყდა ერთი გადაძახილ-გადმოძახილი, გურული ხუმრობების კორიანტელი და თავშეუკავებელი სიცილ-ხარხარი. მგზავრების ნახევარს მძღოლიც იცნობდა, ისიც აქტიურად ჩაება მათ ხუმრობებში და თავისი ენაკვიმატობით ყველა გაამხიარულა. ამ სიცილ-კისკისში ისე მიუახლოვდნენ ოზურგეთს, მოხუცი ბებო არავის გახსენებია. ის კი იჯდა თავისთვის სავარძელში, თავი გვერდზე გადაეხარა და მშვიდად ფშვინავდა.

ის იყო, ოზურგეთის აბრა გამოჩნდა, რომ ოდნავ მიწყნარებულ-მიშოშმინებული მგზავრები სასოწარკვეთილმა შორისდებულმა დაზაფრა.

– ტიტუუ! – ქალივით იკივლა მძღოლმა, შუბლზე ხელი შემოირტყა მთელი ძალით და მანქანა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, რომ დამფრთხალი მგზავრები წინა სავარძლებს შუბლებით შეასკდნენ.

– რაია, ნენა, რამ გადაგრია, რეიზა გვხოცავ? – ნატკენი შუბლის სრესით უსაყვედურა ერთ-ერთმა მგზავრმა.

– რაია და, ამ მოხუცის გაღვიძება დამავიწყდა ზესტაფონში! – ისევ იტკიცა ხელი მძღოლმა.

ყველამ ბებოსკენ გაიხედა, რომელსაც არც მგზავრების ხორხოცი გაუგია და არც მანქანის დამუხრუჭება. ისევ ტკბილად ეძინა და სახეზე ნეტარი ღიმილი გადაჰფენოდა.

– მერე, რას აპირობ ახლა? – დაეჭვებით ჰკითხა მეორე ქალმა და იმანაც შუბლი მოისრისა.

– უნდა დავბრუნდე ზესტაფონში. სიტყვა მივეცი იმ კაცს! – მტკიცედ თქვა მძღოლმა და მგზავრებს დამნაშავესავით გადახედა, – უნდა მაპატიოთ. წუთში ჩავქანდები ზესტაფონში და ამოვქანდები ისევლე.

ზესტაფონშიო?! – ატყდა ერთი წიოკი და უბედურება, მაგრამ სიტყვის პატრონმა მძღოლმა არც ხვეწნა-მუდარას მიაქცია ყურადღება – ჯერ ჩვენ მიგვიყვანე ოზურგეთში, ბარემ აქვე ვართო; არც წყევლა-შეჩვენებას და არც მუქარას; ღრჭიალით მოაბრუნა „მარშრუტკა“ და ისარივით გააქროლა ზესტაფონისკენ. აღელვებული და განაწყენებული მგზავრები ბედს შეეგუენ, თანდათან ჩაწყნარდნენ, მხოლოდ ხანდახან თუ გადახედავდნენ ჩაძინებულ ბებოს უკმაყოფილო სახით და სიბრაზეს გულში იკლავდნენ.

მძღოლმა პირობა შეასრულა – მართლაც ძალიან სწრაფად ჩავიდა ზესტაფონში და მოხუცს მიუბრუნდა:

– ბებო, გაიღვიძე, ჩამოვედით!

მაგრამ ბებოს ისე ღრმად ეძინა, არაფერი გაუგია. მძღოლი მარტო რომ ვერაფერს გახდა, მგზავრებიც დაეხმარნენ და, როგორც იქნა, მოხუცმა თვალი გაახილა.

– ზესტაფონში ვართ, ბებია, ზესტაფონში! – ყურში ჩასძახა მოთმინებადაკარგულმა ერთ-ერთმა მგზავრმა.

– უკვე ჩამევედით, ნენა? შენ გეიხარე, რომ გამაღვიძე. ჩემმა გოგომ მითხრა, აი, წამალი მაშინ უნდა დალიო, ზესტაფონში რომ ჩახვალო, – მოხუცმა ჯიბიდან რაღაც აბი ამოიღო, გადაყლაპა, წყალი მიაყოლა და მძღოლისკენ გადაიხარა: – ოზურგეთში მალე ჩავალთ, ნენა?!

მაია დანელია

წყარო





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...