ფელეტონის მაგიერ _ ჩინურს ჯინზე ვისწავლი!

ა კიდო

ფელეტონის მაგიერ _ ჩინურს ჯინზე ვისწავლი!

1 იან. 1970, 04:00:00
სიტყვას გაძლევ, მიხეილ, ჩინურს ვისწავლი! თავს მევიკლავ და ჯინზე ვისწავლი!
რეიზა და რაფერო! _ სიცილით მოკტენ ილიკო და ილარიონა; რაღა დროს შენი ჩინურიაო?! _ გადაფიჩინდა ჩემი ბადიში, მაკვარანცხი ზურიკელა (ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ნენა და გეტყვი ერთ რაცხას _ აი, ჩემი ზურიკელა ქია შენი პარტიის წევრი, მარა, ხანდახან იმფერ რაცხას იტყვის, ნაციონალებს რომ არ გეკადრებათ)?!
ახლა ისევ ჩინურის სწავლის ამბავს დავუბრუნდები.
წევიკითხე ამას წინაზე რომ გითქვამს: ქართულ ენაზე ქართველების გარდა ვერავინ ლაპარაკობს, ამიტომ ინგლისური და ჩინურიც უნდა ვისწავლოთო!
მაშინ რაცხა მთლად ვერ მივხთი, რეიზა უნდა ისწავლონ ქართველებმა ჩინური. არც იგი გამხსენია, რომ ჩივიან, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, არადა, რაფერ პატარა დავრჩით ქართველები! ერთმა კაცმა სამი-ოთხი ენა რომ იცოდეს, ხომ იქცეოდა ერთი კაცი სამ-ოთხად და ხომ მევიმატებდით რიცხობრივად? ვინცხამ ამასწინათ იგიც თქვა, მიხეილმა 16 ენა იცისო! სწორია ნენა?! ახლა წარმევიდგინოთ 16 მიხეილი! არ ავშენებულვართ?!
ბოდიშს გიხდი, მიხეილ, ნენა, ჩინურის სწავლაზე მინდოდა მეთქვა რაცხა და ღობე-ყორეს მევედე. არ გაგიკვირდეს, ნენა, 71 წლის ვარ! წნევაც შემეჩვია ამ ბოლოს. ისე ავარდება 180 _210-ზე, რომ ვერ ვხვდები. ერთი მეზობელი მყავს _ არანაციონალი. წნევას რომ გამისინჯავს, ჩეიქირქილებს: მაგდენი პენსია რომ გქონდეს, ასე გლახათ არ იქნებოდა შენი საქმეო.
პენსიაზე გამახსენდა: უცხოელ ჟურნალისტებთან გითქვამს, საქართველოში პენსიონერებს 100 დოლარი აქო პენსიაო. მართლა თქვი, ნენა, თუ გურულებივით წეიტრაბახე?!
ისე, პაწა ქი დავეჭვდი. არა, შენს ნათქვამზე არა, ნენა. გვაქ, ალბათ, 100 დოლარი პენსია, მარა ჩვენამდე არ უშობენ ჩვენი პირველკაცები: გუბერნატორი ვალერი, საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო და გამგებელი გია. არც მიკვირს, ნენა, ჭირიათ ფული. ამ გატყავებულ ოზურგეთში იმდენი სტუმარი ჩამოდის, რომ... ხომ უნდა პურ-მარილი და გასტუმრება?!
მაგენს პენსიასთან არაფერი ესაქმებაო! _ დამიჩემა ზურიკელამ.
აბა, ვის ესაქმება, ნენა?!
ხო, ახლა ისევ ჩინურს დავუბრუნდები. თემურ ივანიძე ყოფილა ვინცხა. გზაში საკითხავ კოლაჟს აკეთებს. ამასწინათ ოზურგეთში მივდიოდი ექიმთან და მაშინ წავიკითხე: ჩინეთში უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად, ვიდრე შეერთებულ შტატებშიო.
პაწა ამანც ქი დამაბნია: ჩინელები თუ ინგლისურს ეტანებიან, ჩვენ რეიზა უნდა ვისწავლოთ,-მეთქი, მაგრამ მალე გამინათდა გონება.
ექიმთან რომ მივდიოდი, რაცხა აჭრელებული მაღაზია მომხთა თვალში: შევალ, ვნახავ, გულს და თვალს გავალაღებ,-მეთქი, ვიფიქრე.
შევედი და... გამარჯობა, მობრძანდი! _ გევიგონე რაცხა არაქართული ხმით. შევხედე და წინ თვალწვრილი, ღიმილიანი ბაღანა მედგა.
ვინ ხარ,-მეთქი, _ ვკითხე.
ჩინელი ვარ, ჩინელიო!
ჯერ მაგრათ დავაღე პირი, მარა, მერე დავმუწე. ჩემი გაშტერებული სახე რომ დეინახეს, მეორე ჩინელი ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა: _ ჩინეთი და საქართველო მეგობრები არიან. ამიტომ აქ მაღაზია გავხსენით და გემსახურებით!
შენ რა გითხარი, მიხეილ, რას არ მეიფიქრებ?!
აი ბაღნები ჩიტებივით ჟღურტულებდნენ. ისე გემრიელად მელაპარაკებოდნენ, რომ სიხარულით არ ვიცი, რა დამემართა. ლოყაზე მივუთათუნე: შენ გენაცვალე,-მეთქი!
წამევედი სახლში გახარებული და გაკვირვებული. აღარ მახსოვს, ნენა, შენგან ჩარეცხილ თუ ამორეცხილმა რომელმა პოეტმა თქვა ასე:
"ილაპარიკეთ, ილაპარაკეთ,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"
ხოდა, გამიკვიდრა, მიხეილ, რაფერ გეიგონეს აი სიტყვები ჩინეთში, ჩინეთი ხომ ქვეყნის დასალიერსაა?!
ამაში შენი ხელი ურევია, მიხეილ, შენს გარდა ვინმე მიხთებოდა ოზურგეთში ჩინური მაღაზია გეეხსნა, მეტიც, ჩინელებს ქართული ესწავლა?
ჰოდა, ამიზა გადავწყვიტე, ნენა, ვისწავლო ჩინური, ვინ იცის სად და რაფერ გამომადგება, ააა?
წარმეიდგინე ახლა, იმ ბაღანას, ქართულად რომ მელაპარიკებოდა, მე რომ ჩინურად ველაპარიკებოდე, არ გავხდებოდი მთელი ევრაზიის სალაპარიკო?!
ამიზა ვისწავლი ჩინურს, გასკდეს გულზე ილიკო და ილარიონა, გადაფიჩინდეს ზურიკელა!
ჯინზე ვისწავლი, მიხეილ, ჩინურს, ჯინზე!

ოლღა ბებიას საუბარი ჩაიწერა ეთერ ქადეიშვილმა

P.S. მიხეილ, არ იფიქრო "ფელეტონის მაგიერ" მე დამეწეროს. რედაქტორმა დეიჩემა, ასე თუ არ დამიწერ, არ დავბეჭდავო!
რავა, ფელეტონი გლახაა? "მაგიერო" რაცხა არ მომეწონა, მარა... შენზე კარგათ ვინ იცის, მიხეილ, აღმართს ძალა რომ ხნავს!





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...