"ჩემსას ძაღლი დაწოლილი ყეფს ისეა მიღანკილებული" _ გურულის წერილებიდან

ა კიდო

"ჩემსას ძაღლი დაწოლილი ყეფს ისეა მიღანკილებული" _ გურულის წერილებიდან

3 მარ. 2016, 14:32:56

გურულის წერილებიდან (ამონარიდი ერთი ძველი გაზეთიდან)

ალმასხანას ხუთი ციცაი ყავდა. ანაიეი, სოფიელაი, ნინოეი, ვოლღაიეი და ესმაიეი... გაათხუა ანაიეი... გევიხედე და შენ გაბილას დიდი გაშანშალებული ბარათი... მობრძანდი ანიჩქას ვათხოვ და ჩემი ოჯახი გაანხიარულეო.

კაი... გავანხიარულე მისი ოჯახი, მარა ჩემი ოქოქიე კი ამუაგდე – მივიტანე ორი მანათი – მუულოცე. გაათხუა სოფიელაი... სონიჩქას ვათხოვო – კიდევ ბარათი. მიმმატანია კიდომ ორი მანათი. გაათხუა ნინოეი... ახლა ნინიჩქას ვათხოვო და კიდომ მეწვიეო.

აღარ დამადგა საშველი...

ვიფიქრე: ამ ორ მანათსაც მივაპერტყებ თვალებში და მოვჩები ჭირს და ფათერაკს მეთქინ. მოვრჩი კი...(ფარას თვარა, იმის ჯავრს კი არა) მივიტანე საცოდავათ ნასესხები ორი მანათი.

ახლა მეგონა მოვისვენე. მარა ალმასხანაი არ მუასვენა თურმე ღმერთმა.

გევიხედე ეგერ წინაზე რომ ვოლღაიე გუუთხეებია იმ ჩემი ცოდვით საფსეს და ქი არ დამპაიჯა... ვათხოვ ვოლიჩქას აზნოშვილ ტაკიმეს ვაძლევ და მობძანდი ჩვეულებივათ მამხიარულევო. ტაკიძის ხათრიზა, რომ აზნოვიშვილობის შონაში ხელი არ შემიშალოს და აზნოურობის ტოტი არ დამიკაფონ მეთქინ, რაღას ვიზამდი?_  მივიტანე საცოდავად ჩამონათხონი ორი მანათი და ტლიკვან ბრეგვა გავაყრიებიე ტაშტში.

გადავრჩი ალმასხანას ბეგარას...

ვფიქრობდი... გევიხედე, შობა წინ დღით – ბრევაწობას, ქი არ ამომეყუდა იყუჯუროში ვინცხა ყაზახი?! მომართვა დიდი დაბეჭდილი ქახალდი ალმასხანიდან – მეწვიე ესმიჩქას ვათხოვო... აბა ალმასხანიზა მიმუშავია, მე! ჩემ ბაღნებს პერანგის ნაღლეტი ხუცის ოლარსავით კიდია კისერზე, ისე შემოუჯა ტანზე.

საბანიდან შიშველი ფეხი გამომირთა, მჭადი ეგონა ჩემ ბაღნებს და კეღამ წამჭამეს...

ჩემსას ძაღლი დაწოლილი ყეფს ისეა მიღანკილებული და რამდენი გათხოვდება, თუ ყველაი მე ჩამომეკიდა კისერში და ფარები ვუზიდე იგი რაცხა ქუთეისის ბანკს რომ მუუვიდა ,,ხრაკი” ქვია თუ რაცხა ჯანაბა, გაკოტრებას რომ უძახიან, იგი დამემართება.

მარა როვა გინდა! შინ დგომა არ მიწერია. ცოლის ჯუნჯღულს ვერ გადურჩები. სირცხვილს ნუ ვჭამთო, ხვალ თუ ზეგ უნდა გავაზნოურდეთო...

აი აზნოუშვილობა თუ შიმშილობაშია, ბაბა არ წამიწყტეს იგი არ მინდოდეს. ისევ მაძღარი ვიყო და ყაძახი ვიყო, მშიერი აზნოური მის პატრონს. განა იმ დალოცვილ ღმერთს ქალი რომ კაცის ტოლა ჭკუის პატრონი ნდომებოდა ადამის თავიდგან გააჩენდა, მარა ასე არ ინება იმ დიდებულმა, გვერდიდან გუუჩინა ადამს და უთხრა აი არ მოიშორო, გვერდში გყავდესო.

ღმერთმა უკეთესად იცოდა რასაკვირველია, რომ ორი ჭკუიანი – ქალი და კაცი ერთად ვერ გაძლებდა.

წყარო: გურული ფირალები Georgian-Gurian Outlaws





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...