გურული კურიოზები 09.03.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 09.03.2011

1 იან. 1970, 04:00:00
გია ქურიძე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის რეჟისორი

პროკურორი ცოლი

ოღონდ იმის გვარს ნუ მათქმევინებთ ვისზეც უნდა მოგიყვეთ და სახელს ნამდვილად არ დაგიმალავთ... მოკლედ, დაიჭირეს ნოდარა და მიუსაჯეს ორი გრძელი წელიწადი. ცოლმა იფიქრა _ ორ წელიწადს რა გამაძლებინებს ჩემი ნოდარას გარეშეო, ჩაიცვა რკინის ქალამანი, შესძრა ცაი და ქვეყანა, გაასაჩივრა განაჩენი, ვინ არ შეაწუხა და... სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა საქმე. არადა, განაჩენი ნამდვილად სხვა გამოუცხადეს ნოდარას _ მისჯილი ორი წელი ხუთი წლის პატიმრობით შეუცვალეს!

ორი წლის შემდეგ პატიმარი ქმრის წერილი მიიღო ნოდარას ცოლმა: _ ქალო, მთავრობამ რომ ორი წელიწადი მომისაჯა, იგი მევიხადე. ახლა შენი მოსჯილი სამი წელი მაქ დარჩენილი და რავარც მევიხდი, ქე ჩამოვალო!

 

ქალი _ გამოწერით

საბჭოთა სოფლებში, კოლექტივების არსებობის დროს, იყო ასეთი პრაქტიკა _ თავმჯდომარის განკარგულებით, ბუღალტერი გლეხს გამოუწერდა თუკი იგი რამეს საჭიროებდა და მერე გლეხს გამომუშავებიდან ექვითებოდა იმისი საფასური...

მაშინ ჭანჭათში თავმჯდომარედ მუშაობდა ცხონებული გედევან ხოფერია, ხოლო ბუღალტრად ცხონებული ელისო პატარაია. რა თქმა უნდა, "კანტორის" ხალხის პატივისცემა არ ეშლებოდათ ჭანჭათლებს და იყო სადილზე გადაპატიჟებები ოჯახებში, მაგრამ თავმჯდომარე უფრო ხშირად დავით ვადაჭკორიას სწყალობდა _ მადლიანი პურმარილი იცოდნენ დავითმა და მისმა მეუღლემ ციურიმ.

ერთ დღესაც ესტუმრნენ დავითს, მაგრამ დიასახლისი არ იყო სახლში და მასპინძელმა შეძლებისდაგვარად გაშალა სუფრა. თითო ბოთლი იზაბელას შემდეგ გედევანმა შენიშნა:

_ ყალიოდ მოხარშული კაი დედალი იცოდი სუფრაზე, ჩემო დავით და რაღაც ვერ ვხედავ, _ მერე ბუღალტერს მიუბრუნდა: _ ელისო, გამოუწერე ჩვენს დავითს ერთი კაი დედალი!

ორიოდე ჭიქის შემდეგ, თავმჯდომარემ გოჭის ხორციც მოისაკლისა და ისევ ბუღალტერს დაავალა: _ წაშალე, ელისო, მაი ქათამი და გოჭი გამოუწერე!

მერე სუფრაზე საქონლის ხორცის არქონაზეც მიდგა საქმე. გედევანი აბა რისი სოფლის თავკაცი იყო და მიუხვდა მასპინძელს გასაჭირს:

_ შენი გაჭირვება, დავით, უქალობაა! ელისო, წაშალე მაგი ყველაფერი და ქალი გამოუწერე!

სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, გაიღო კარები და შემოვიდა დიასახლისი.

_ ხომ ხედავთ, რაფერ მაქვს აწყობილი საქმეო?! _ იცინოდა გედევანი.

 

"კისლატაყლაპია"

ამირანას ლესის სასადილოში ერთი ლოთი შეეჩვია, მიადგებოდა ყოველ დილით ბანკით და არაყს სთხოვდა. ამირანას ახალი საფიქრალი გაუჩნდა _ რასაც ვიპარავ, აგი შობელძაღლი სვამსო. ერთ დღესაც მიიტანა სახლიდან აკუმულატორის "კისლატა", დავალევინებ და მომცილდებაო, იფიქრა. მართლაც მივიდა ლოთი დაბარებულივით. დაუსხა ამირანამ "კისლატა" და დაალევინა. მეორე დილითაც რომ მივიდა და ისევ არაყი მოითხოვა, კინაღამ გაგიჟდა ამირანა; მერე სული მოითქვა და როგორ ხარო, ჰკითხა. "კარგად ვარ, კაცო, მაგრამ ერთი ის ამიხსენი, გუშინ რა დამალევინე, შემთხვევით ჩექმაზე გადავიფსი და ჩექმა დამეშალაო..." _ ისე უპასუხა ლოთმა, აშკარა იყო, იმ დილით, არაყთან ერთად ახალ ჩექმასაც მოთხოვდა ამირანას.

 

ინჯრა სანგარში

სამამულო ომის დროს, ვალოდია ქანთარია ალყაში მოხვდა მეგრელთან ერთად და მთელი კვირა უჭმელები იყვნენ. მეგრელი გაძვრა სადღაც, ერთი ულუფა საჭმელი მიიტანა და ვალოდიას უთხრა: აგი საჭმელი ორივეს მაინც არ გვეყოფა, ამაღამ ისევე მშივრებმა დავიძინოთ და დილით ვინც უკეთეს სიზმარს მოყვება, საჭმელიც მისი იყოსო. შეთანხმდნენ და დაიძინეს. დილით მეგრელი ეუბნება ვალოდიას, იმისთანა სიზმარი ვნახე, რომ აგი საჭმელი ნამდვილად ჩემიაო. "მესიზმრა, ვითომ გერმანიის თვითმფრინავში ვიჯექი და მივფრინავდი შორე!" ვალოდიამ შეაწყვეტინა: "კი, მეც დაგინახე შორს რომ მიფრინავდი, აღარ დაბრუნდებოდი, მეგონა და რაცხა წასახემსებელი გვქონდა, ქე შევჭამე წუხელის!"





 ახალი ამბები
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...