ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდა?!

ა კიდო

ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდა?!

27 მაი. 2017, 18:24:27

დღევანდელ წერილში მკითხველს რამდენიმე საუკუნით უკან დავაბრუნებ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე საინტერესო მოგონებას შევთავაზებ.

ჩვენი „თხზულების“ პირველი გმირი ქართ-კახეთის მეფე ერეკლე იქნება, ხელმწიფე რომელიც ხალხში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. მის შესახებ სხვადასხვა მოგონებები თაობიდან-თაობებს დღემდე გადაეცემა.

„მეფე ერეკლეს ძლიერ უყვარდა კარგი იარაღი და შეტყობაც კარგად იცოდა იარაღისა. ერთხელ მეფეს აჩვენეს ვიღაცა თუშის ხმალი:

– ეს ხმალი ერთ სოფლად ეღირებოდა, ცოტა მოკლე რომ არ იყოსო, – ბრძანა მეფემ.

– ბატონო, ცოტა ფეხს წინ წავდგამ და ისევ ერთ სოფლად ეღირებაო, – მოახსენა თავმოწონებით ერთმა თავადმა“.

„მეფე ერეკლეს ვაჟკაცობის ამბავი დუნიას რომ მოედო, ერთმა მთიელმა მოხუცმა გადაწყვიტა მისი ნახვა. მოხუცს ერეკლე ახოვან ვაჟკაცად წარმოედგინა, ნამდვილად კი ერეკლე ხომ ჩია ტანისა იყო, აკი ამიტომაც შეარქვეს სიყვარულით პატარა კახი (ნაპოლეონისა არ იყოს. „პატარა კაპრალს“ რომ ეძახდნენ ჯარისკაცები).

ეს რომ უნახავს მოხუც მთიელს, წამოუძახია:

– ქება სჯობდა ნახვასაო..“.

„მეფე ერეკლე ყარაიაში წაბრძანდა დედოფლითურთ და ხის ძირს ჩამოხდა შესასვენებლად. ამ დროს გამოიარა ერთმა აზნაურიშვილმა, რომელსაც თან ქალი მოჰყვანდა თურმე.

გამარჯვება მოახსენა მეფეს, რომელიც არ ენახა და ვერ იცნო.

– გაგიმარჯოს!

– საით მიბრძანდებით აქეთ? – ჰკითხა აზნაურიშვილმა.

მეფე ერეკლე გაეხუმრა:

– მოვსულვარ ყარაიას,

ვაშენებ სარაიას.

თუ ამ შენს ქალს დამითმობ,

ჩავაცმევ დარაიას.

ამაზე აზნაურიშვილმა მიუგო:

– არც მოვსულვარ ყარაიას,

არც ვაშენებ სარაიას,

ქალი ქალში გამიცვალე,

რას ვაქნევ შენს დარაიას!“

„ერთხელ მეფე ერეკლე მეორეს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა: ერთი ნახეთ, ეს რა მაქვსო.

ერთმა თქვა – ძირდიდაო, მეორემ – არა, თვალიაო; მესამემ – თაგვ-კბილასა ჰგავსო.

– აბა, რა გითხრათ, – ბარძაყზე დაიდო ხელი და შემდეგ ყურთან მიიტანა მეფემ, – აქედამ აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო“.

ნება მომეცით ჩემს მიერ მოძიებული სხვა ისტორიული მოგონებებიც წარმოგიდგინოთ.

„ძველს დროში გურიელს დაემარცხებინა ოსმალო და განედევნა საზღვართაგან; ამის გამგონეს ერთს გლეხს, დაუნახავს რა გურიელი, ატაცებულს სიხარულით შეუძახნია:

– ბატონო, წახდნენ ოსმალნი, შინისაკენ პირი იბრუნესო!

– წახდნენ კი არა, აწ გაკეთდა მათი საქმე: ჭკუაზე მოვიდნენ, თავიანთ სახლში მიდიანო, – მიუგო მთავარმა“.

„სვიმონ ქართლის მეფეს იმერეთის შემოერთება ეწადა. შეჰყარა მხედრობა და დაიძრა ლიხისკენ. კორბოულის მთის ძირში ერთი სოფლელი დედაკაცი მივიდა მასთან და შეეხვეწა:

– ერთი შვილი მყავს, მეფევ-ბატონო, წაიყვანე და იმსახურეო.

იუკადრისა მეფემ ქალის სამსახური:

– დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარ, კაცი არ მეჭირებაო.

თუმცა, სოლომონი ისე დამარცხდა, რომ უკან დაბრუნებულს „ერთი კაცი აღარ ახლდა“.  იმ ქალმა, დაინახა თუ არა მარტოდ მომავალი მეფე, მიეახლა და ჰკადრა:

– მეუფეო, ვეჭვობ, მაშინ რომ კაცითა მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო“.

„1513 წელს, როდესაც კახეთის მეფე ავ-გიორგი მიიცვალა, ქართლელებმა დრო იხელთეს და, შემოერთების მიზნით, კახეთი დაიკავეს. დაპყრობის განსამტკიცებლად კი ავ-გიორგის მემკვიდრის, ლევანის ხელში ჩაგდება იყო საჭირო. მაგრამ, კახელმა თავადებმა ლევანი გადამალეს და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ მის გასამეფებლად.

ლევანი იმალებოდა კახელი თავადის, გარსევან ჩოლოყაშვილის სახლში. ქართლის მეფემ, დავით მეათემ  (1505-1525), თავისი ძმის, ბაგრატ მუხრანბატონის მეთაურობით, დელეგაცია გაგზავნა და ლაშქარიც გააყოლა – თუ მშვიდობიანად ვერ მოგვარდებოდა, საქმე ძალას უნდა გადაეწყვიტა.

გარსევანმა სტუმრები პატივით მიიღო და პურობაც გაუმართა. ლევანიც იქვე ტრიალებდა – მერიქიფის ტანსაცმელში გამოწყობილი, სტუმრებს ღვინოს უსხამდა.

ბოლოს სტუმრებმა გარსევანს მიმართეს: პატიოსანი კაცი ხარ, ვიცით, ლევანი თქვენთანაა და გადმოგვეცითო.

ჩოლოყაშვილმა ხერხი იხმარა – ალავერდის ხატზე დაიფიცა: „რაოდენიცა თქვენ ჩემსა სახლში არ იხილენით და რაც თქვენმა თვალმა არ ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არც დიდი კაციშვილი და არც ცოტაი“.

„1048 წელს კარინისის ბრძოლაში თურქ-სელჯუკებმა დაამარცხეს ბიზანტიელთა, სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი. მომხდურებს ტყვედ ჩაუვარდათ განთქმული ქართველი სარდალი, კლდეკარის ერისთავი – ლიპარიტ ბაღვაში. სელჯუკთა სულთანმა თოღრულ-ბეგმა მისი გამაჰმადიანება და გადაბირება მოინდომა. ბაღვაში სულთანს წარუდგინეს.

– არ შევასრულებ შენს ბრძანებას. თუ ვაჭარი ხარ, გამყიდე, თუ მტარვალი – მომკალი და თუ მეფე ხარ, გამისტუმრე ჩემს ქვეყანაში და მეფურად დამასაჩუქრეო.

სომეხი ისტორიკოსის, ვარდანის სიტყვებით, სულთანი განაცვიფრა ლიპარიტის სიმამაცემ.

– მე არა ვვაჭრობ შენისთანა ძლევამოსილი და სახელოვანი კაცებით, არც შენი სისხლით ხელის შესვრა მიმაჩნია პატიოსნებად. მე ვარ მეფე და მეფურად განმიტევებიხარ, – უთხრა ტყვე ერისთავს და დიდად დასაჩუქრებული გაისტუმრა სამშობლოში“.

„სოლომონ მეფეს გაექცა ხუმარა თარხანი და ქართლის მეფეს შეეკედლა. მეფე სანადიროდ წაბრძანდა და თან იახლა თარხანი და კიდევ თხუთმეტი სხვა მონადირე. ვერაფერი ინადირეს და ხის ძირში დაისვენეს. მეფემ უბრძანა მონადირეებს და თანაც თარხანს, თითო კვერცხი უნდა დადვათ და ახლავე მომიტანოთო. თარხანი დაფიქრდა, მეფემ ეს რა ბრძანა, კვერცხი რანაირად უნდა დავდოო. მერე იფიქრა, როგორც სხვანი იზამენ, მეც ისე მოვიქცევიო და გაჰყვა მონადირეებს უკან. მეფე და მონადირენი წინდაწინვე განდობილნი იყვნენ თურმე და მონადირეებისათვის თან წამოეღებინებინა კვერცხები თარხანთან სახუმაროდ. ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ მონადირეები მივიდნენ და კვერცხები მიართვეს მეფესა.

– შენ რატომ ვერ დასდე კვერცხი? გლახა ჰყოფილხარო, უბრძანა მეფემ თურმე თარხანს.

– ბატონო, ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდაო, – მოახსენა თარხანმა“.

„სოლომონ პირველი, მეფე იმერეთისა, მინდვრად ბრძანებულა სასეირნოდ. თვალი შეასწრო თურმე ერთს გლეხკაცს, რომელიც სტიროდა და ყვიროდა ხმამაღლა. მეფეს გაუკვირდა და მივიდა მასთან ამბის შესატყობად.

– რა დაგემართა, რომ ეგრე ყვირიო? – ჰკითხა მეფემ.

– ცხენი ბალახზედ მყვანდა გაშვებული და მე ჩამეძინა. ძილში ცხენი მომპარეს, შენი ჭირიმე, და იმას ვიცემ თავშიო.

– თუ ცხენი საპატრონებელი გყვანდა, რაღა გაძინებდაო? – უბრძანა მეფემ.

– მე მეგონა, თქვენ გეღვიძათ მეფეო, თორემ მე რა დამაძინებდაო.

ახალგორელმა ერისთავმა ამილახვარს ქალი მიათხოვა და მზითვად სოფელი ბოლი მისცა, რომელიც მუაჯირიდამ ჩანდა. ბოლოს ამ სოფლის მიცემა დაენანა და გულდაწყვეტილი ხშირად იტყოდა ხოლმე:

– ეს ბოლი თვალებსა მწვავსო“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...