დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას _ თევდორაძის „მარგალიტები“

ა კიდო

დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას _ თევდორაძის „მარგალიტები“

28 ივლ. 2018, 14:28:01

ქალბატონი ელენე თევდორაძე ქართულ ენასთან „ახლო ურთიერთობით“ ვერ დაიკვეხნის და ამ მიზეზის გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა. ნება მომეცით, თევდორაძის „გმირობების“ შესახებ ოთხი „სახალისო“ ისტორია წარმოგიდგინოთ.

პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: - მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს, - განაცხადა აღშფოთებულმა თევდორაძემ. დეპუტატებს ხომ მეტი არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს.

_ პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით! - ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა „ხმარების“ ნაცვლად უნდოდა, სიტყვა „ეპყრობიან“ ეთქვა.

ამ „შემთხვევას“ ელენე თევდორაძე თავად მოგვიყვება.

„იყო ასეთი ადამიანი, კაკო ელიავა, - იხსენებს ქალბატონი ელენე, - ის პერიოდია, როცა ქუთაისიდან შეიარაღებული ადამიანები დაიძრნენ. სიტუაცია ცოტა რომ ჩაწყნარდა, ჩავედი სამეგრელოში, შევხვდი დაკავებულ ჯარისკაცებს და მერე წავედი კაკო ელიავასთან შესახვედრად. როცა ამ შეხვედრის შესახებ პარლამენტში ვყვებოდი, ასეთი ფრაზა ვთქვი მიკროფონში: მე მივმართავ მინისტრ კახა თარგამაძეს, თავი დაანებოს კაკო ელიავას. მე შევხვდი მას, მე მას მივაწექი, ის მე მომაწვა და ამ მიწოლ-მოწოლაში მოვნახეთ საერთო ენა. ატყდა სიცილი, მთელი პარლამენტი იატაკზე დაწვა. მე, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ძალიან გავბრაზდი და ვაგრძელებ: რა არის სასაცილო, თუ მე იმ კაცს კარგად მივაწექი და შედეგი მივიღე, თქვენ ამაზე უნდა იცინოთ?!”

ისევე, როგორც პარლამენტის სხდომებზე, დეპუტატები ბიუროზეც, ძირითადად, ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ეს წინადადება თევდორაძემ ბიუროზე წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის წინადადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა. მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. - დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას, - განაცხადა თევდორაძემ. დეპუტატების მოსაბრუნებლად კინაღამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ჭორაობით ერთობოდნენ და, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს. მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. -ოიჰ, ვინ ანძრევს?! -იკითხა აღშფოთებულმა თევდორაძემ.





 ახალი ამბები
  • თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს _ მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზეჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა განუცხადა. „ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ, ნახავთ. ისეთები იქნებიან, გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება, არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ, მიიღებენ მაგას, იმიტომ, რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008-ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. რაც შეეხება გახარიას, ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას „ლაიქს“ ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა“, - განაცხადა მეუფე ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალასალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა“, - აცხადებენ ... ...
  • ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსზე აიცრაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ზაალ მამალაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთი ირკვევა, მათ ვაქცინა ჩოხატაურში, კლინიკა „მედალფაში“ გაიკეთეს. ცნობისთვის, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ჩოხატაურში 2 დღის წინ განახლდა.  აცრის  გაკეთება ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ არის ... ...
  • "თუ გაგიგეს ქართულად საუბრობ, პრობლემები შეგექმნება" _ ახალგაზრდა ოკუპირებული აფხაზეთიდანსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრება სულ უფრო რთულდება ყველასთვის განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ისინი ძალიან რთულ გზას გადიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. „გურია ნიუსთან“ საუბრისას რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან აფხაზეთში მისი ოჯახის წევრები არიან დარჩენილი და შეეშინდა, საფრთხე არ შეექმნა მათთვის. იგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, როგორია საქართველოს ოკუპირებულ  აფხაზეთში ცხოვრება... _ ჩემი აფხაზეთთან კავშირი დაიწყო ბავშვობიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა მამასთან, გალში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. სრული ქაოსი დამხვდა იქ... იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ, საბოლოოდ, გავართვი თავი ჩემი იქაური მეგობრების წყალობით. _ აფხაზეთის  სკოლებში რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს? _ ომის შემდეგ პერიოდში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე იყო. რომელ სკოლაშიც მე დავდიოდი, იქ მხოლოდ ერთი საგანი იყო ქართულ ენაზე _ ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც კვირაში ორი დღე ეთმობოდა. სხვა ყველა საგანს რუსულად  გავდიოდით. ძალიან აგდებული დამოკიდებულება იყო. იმდენად, რომ სურვილი გეკარგებოდა ქართული ენის სწავლის. _ იქ მცხოვრებლებს რამდენად მიგიწვდებოდათ ხელი  მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე? _ სიმართლე რომ გითხრათ, როცა მე ან ჩემს ოჯახს რამე წამალი დაგვჭირვებია და გავსულვართ, ნებისმიერი წამალი გვიყიდია. თუ გალში არ იყო, სოხუმიდან ან გაგრიდან მოჰქონდათ. ცუდია, რომ ზოგი იქ მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, თითქოს არ მიგვიწვდებოდა ხელი წამლებზე ან არ იყო, ასე არ ყოფილა, რადგან მე რამდენჯერაც დამჭირვებია წამლები თუ საავადმყოფო, ყოველთვის მქონდა საკმარისი ყურადღება. როცა მე ან ჩემს ოჯახს რამე დახმარება დაგვჭირვებია, ყოველთვის აღმოუჩენიათ დახმარება. _ თუ ასხვავებდნენ ქართველებს იქაური აფხაზებისგან? _ მსგავსი მაგალითი არ ყოფილა. უბრალოდ, თუ მე ვდგავარ რიგში და ჩემს შემდეგ ვინმე „წონიანი ტიპი“ მოვიდა იმას გაატარებენ ურიგოდ და მე ისევ ჩემს რიგში მომიწევს დგომა. ეს მემგონი აქაც ასეა. დეზინფორმაცია ვრცელდება აფხაზეთზე და ძალიან მწყინს. _ როგორ ხდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლა  და თქვენ რამდენად მარტივად შეგეძლოთ გადაადგილება ეგრეთწოდებულ საზღვარზე? _ 14-წლამდე მამას საბუთი ჰქონდა, რომ მე მისი არასრულწლოვანი შვილი ვიყავი და შეეძლო გადმოვეყვანე ეგრეთწოდებულ საზღვარზე. 15 წლისას მომიწია ოფიციალური საბუთის აღება, რითიც შევძლებდი მამასთან ერთად გადამელახა „საზღვარი“. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩუმად გადავპარულვარ ან ჩემს ოჯახს ფული გადაუხდია, რადგან ან გამოცდა მქონდა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის და ექიმთან ვიზიტის საჭიროების გამო უნდა გადავსულიყავი. ყოველთვის ჯერ ენგურის ხიდზე მივდიოდით, რომ გვეცადა ოფიციალურად გადმოსვლა. რა თქმა უნდა, არ გვიშვებდნენ, მიზეზად არასაკმარის დოკუმენტებს ამბობდნენ. მამას არ ჰქონდა იქაური მაცხოვრებლის სტატუსი. ხალხს იძულებულს ხდიდნენ, იქ მაცხოვრებლის სტატუსი აეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „შავი გზით“ გვიწევდა გადასვლა და ხშირად გვიჭედრნენ, ზოგს  კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მახსოვს, გამოცდების პერიოდი მქონდა და „საზღვარზე“ არ მიშვებდნენ. მაშინ მამამ 5000 რუბლი გადაიხადა, რომ მე გადმოვსულიყავი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. _ რა ხდება ეგრეთწოდებულ საზღვარზე დაჭერის შემდეგ? _ „საზღვარზე“ დაჭერისას მივყავდით პოლიციას და გვართმევდნენ ყველა სახის საბუთს _  პირადობა იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა. არა მხოლოდ ქართულს, არამედ ყველას. შემდეგ, რაღაც თანხის სანაცვლოდ გვიშვებდნენ, მაგრამ საბუთებს იტოვებდნენ. _ როგორ შეაფასებთ იქ ცხოვრებას? _ ძალიან მიყვარს იქაურობა, მაგრამ იქ ცხოვრება ურთულესია, როცა შენ ხარ ქართველი და უფლება არ გაქვს შენს ენაზე ისაუბრო. არავინ გიკრძალავს, მაგრამ იცი, რომ თუ გაგიგეს ქართულად საუბრობ, პრობლემები შეგექმნება. იქ მე სულ ქართულად ვსაუბრობდი. ერთხელ, როდესაც პარკში მეგობრებთან ერთად ვიყავი, ერთი პიროვნება მოვიდა და მითხრა, რომ პატივი მეცა მათთვის და ქართულად არ მესაუბრა... _ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ? _ კი. სულ სხვანაირად გვიყურებენ და ეს დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა. იქიდან ყველა ახალგაზრდა მოდის, რადგან არ არის იქ არანაირი პერსპექტივა, განვითარების შანსი... თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი რამ გალამაზდა და შეიქმნა... მინდა, რომ იქაც იგივენაირად შეეძლოთ განვითარება ახალგაზრდებს, როგორც აქეთ...  _ ამბობს ახალგაზრდა ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში არ ... ...
  • "ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის" _ ანა იოსავანამახვანჰესის აქციაზე მომხდარი სიტყვიარი შელაპარაკების შემდეგ, როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა იოსავამ თქვა, 16 აპრილს დააკავეს ფირუზ და რეზო წულუკიძეები და ძმები ჭელიძეები. "ჭელიძეებთან, რომლებსაც სახლში შშმ მამა ჰყავთ, შევარდა სპეცრაზმი და ძალის გამოყენებით დააკავეს ძმები. ისინი არიან ჩვეულებრივი ბათუმელი ბიჭები, რომლებსაც ჰყავს მეგობრები და ახლობლები. იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, არ შეიძლება ესე მოექცნენ". დაკავებების სერია გაგრძელდა _ 23 აპრილს ხონის გზაზე დააკავეს ელდარ ანთაძე. „არც მტკიცებულება და კადრები არ არსებობს მათი დანაშაულის დამამტკიცებელი. უნდათ, ეს ბიჭები ჩასვან ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან აქტიურობენ", _ ამბობს ანა იოსავა. მისი თქმით, ვარლამ გოლეთიანმა იცოდა აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე ყოფნის დროს არ უსაუბრია ამ თამაზე. "ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის. არადა, ეს ბიჭები მხარდასაჭერად ჩავიდნენ". "გურია ნიუსი" ესაუბრა ელდარ ანთაძის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას. ადვოკატის თქმით, ის საქმის შესწავლის პროცესშია, რის შემდეგაც შეძლებს კომენტარის გაკეთებას. რა ედებათ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს ბრალად, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მათ საქმეზე და რას ითვალისწინებს სასჯელი, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 და 23 აპრილს დააკავეს შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  ჯგუფური ძალადობა. როგორც შსს-ში გვითხრეს, მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 225 მუხლით, რომელიც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. უწყების განცხადებით, შვიდივე დაკავებულის დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...