ძია ვანიას კონტუზია და „ფაშისტები“

ა კიდო

ძია ვანიას კონტუზია და „ფაშისტები“

25 აგვ. 2018, 11:10:04

ოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო დევიძე იქნება.

„საბჭოთა არმიაში 30 წელი ვიმსახურე და კურიოზების მეტი რა მინახავს და გადამხდენია, მაგრამ, რასაც ჩემი მეგობარი, კოტე სალია სჩადიოდა ხოლმე, ყოველგვარი „ღადაობის“ ფარგლებს სცილდებოდა და რამდენიმეჯერ ციხესაც ძლივს გადაურჩა.

1973 წელია. მე და კოტე, ჩვენს საარტილერიო ნაწილთან ერთად, ლვოვის პოლიგონზე ვართ და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ვმონაწილეობთ, სადაც ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების არმიებიც იმყოფებოდნენ.

სწავლების მეოთხე დღეს, ეგრეთ წოდებული ღამის ბრძოლა უნდა გაგვეთამაშებინა. სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე შეტევაზე უნდა გადმოსულიყო, ჩვენს არტილერისტებს კი ისინი უნდა გაეჩერებინათ. ყველაფერი ეს ღამის 3-4 საათზე უნდა ჩაგვეტარებინა, ამიტომ, ყველაფერი მოვამზადეთ: ზარბაზნები და „გრადები“ პოზიციებზე განვალაგეთ და სიგნალს დაველოდეთ - მხოლოდ წითელი რაკეტის გასროლის მერე უნდა გაგვეხსნა საპასუხო ცეცხლი, რათა მანამდე ჩვენები არ დაგვეხოცა. ანუ, პირობით მოწინააღმდეგეს დაბომბვის არეალი უნდა გადაელახა და ეს ყველაფერი წუთებში იყო გაწერილი.

შუაღამეს მე, კოტე და ძია ვანია, რომელიც ძველი „ფრონტავიკი“ იყო, კანტუზია სჭირდა და ლვოვის პოლიგონზე დარაჯად მუშაობდა, პატარა სუფრას მივუსხედით და წითელი რაკეტის მოლოდინში სმას შევუდექით. ცოტა ხნის მერე, ტუალეტში გავედი. ორიოდე წამიც არ იყო გასული, რომ ჩვენი პოზიციებიდან „გრადების“ ცეცხლი გაიხსნა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ცეცხლი არ უნდა გაგვეხსნა, რადგან ეს ადამიანების მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ, ისე გავვარდი ტუალეტიდან გარეთ, რომ შარვალიც კი არ ამიწევია და, რას ვხედავ: ძია ვანია „გრადებს“ უშენს ჩვენს პირობით მოწინააღმდეგეს... მაშინვე, ძია ვანიას მივვარდი, ჯერ „გრადი“ გავაჩერე და თან ვუღრიალე:

- რას შვრები, გაგიჟდი?

- შენ თვითონ გაგიჟდი, ჩქარა, სროლა განაახლე, ფაშისტები შემოგვესივნენ! -  საპასუხოდ მიღრიალა ძია ვანიამ და „გრადს“ წაეპოტინა, მაგრამ, არ დავანებე და ძალით მოვაშორე იარაღს...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ფაშისტების მოგერიების ოპერაცია“ კოტე სალიას მორიგი ხუმრობა იყო. მე რომ ტუალეტში ავედი, პირობითმა მოწინააღმდეგემ სროლით შემოგვიტია, კოტე სალიას კი შემთვრალი ძია ვანიასთვის უთქვამს, ფაშისტებმა შემოგვიტიესო... ტვინარეულ, კონტუზიიან ძია ვანიას კი დრო და ადგილი აერია, გარეთ გავარდა და „ფაშისტებს“ „გრადებიდან“ დასცხო... კიდევ კარგი, „გრადებში“ საბრძოლო მასალა არ იდო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. თორემ, ძია ვანია ათასობით უდანაშაულო ჯარისკაცს გაწყვეტდა...“

ჩვენი მომდევნო სტუმარი პოდპოლკოვნიკი ომარ ნემსაძე გახლავთ.

„პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.

ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ - ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.

თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.

- ნახე, როგორ შევაშინო, - მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, - დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.

- თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, - ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.

- რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! - იწყინა ლოსევმა, - განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?

ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.

სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა. მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.

მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.

მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა“.

ბატონი ომარი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.

სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.

შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს.

ალბათ დადგა დრო და საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველოში გადმოვინაცლოთ. სიტყვას ვიცე-პოლკოვნიკ ლევან ქათამაძეს ვაძლევ.

„ის პერიოდია, როდესაც საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და, როგორც ექვსი ენის მცოდნე, ბრიუსელში მიმავლინეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გენერალთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ. იმ გენერალს სამინისტროში ერთ-ერთი უმაღლესი პოსტი ეკავა და ნატოში სიტყვით უნდა გამოსულიყო. პროტოკოლის მიხედვით, გენერალს რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, რომელსაც მე ვადგენდი, ხოლო დარბაზში მსხდომნი კი სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენდნენ.

გამოსვლის წინა დღეს გენერალმა მიხმო და მეკითხება:

- ლევანა (გენერალი კუთხური აქცენტით ლაპარაკობდა), მაი ტექსტი დამიწერე?

- დიახ, ბატონო გენერალო, გამოსვლის ტექსტი უკვე მზადაა. აი, ქართული ვარიანტი და აი - რუსული, რომელიც თქვენ უნდა წაიკითხოთ-მეთქი, -  ვუთხარი გენერალს და ფურცლები მივეცი.

მან ტექსტები ზერელედ გადაათვალიერა, უკან დამიბრუნა და მეუბნება:

- იცი, რა, ლევანა, შენ ხომ ბევრი ენა იცი?

- დიახ, ბატონო გენერალო, ქართულის გარდა, კიდევ ექვსი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და არაბული.

- სად მოასწარი ამდენი?

- ბაბუაჩემი პოლიგლოტი იყო, თვრამეტი ენა იცოდა და იმან მასწავლა.

პოლიგლოტი რას ნიშნავს?

- ბევრი ენა რომ იცის.

- ჰოდა, მასე ვქნათ, ძამია, შენ ახლა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც დამიწერ წასაკითხ ტექსტებს, ოღონდ ქართული ასოებით და მე ეს ტექსტი ამ სამ ენაზე უნდა წავიკითხო...

რომ იტყვიან, გენერლის სიტყვებზე ტვინში დამცხა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი:

- ბატონო გენერალო, წესისამებრ, გამოსვლა დროშია შეზღუდული და მხოლოდ ერთ ენაზე შეიძლება-მეთქი.

გენერალმა კი კოპები შეკრა და ხმას აუწია:

- ბიჭო, პირველად გამოვდივართ ქართველები ნატოში და რუსულად ვილაპარაკოთ? რამით ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი! ამიტომ, რასაც გიბრძანებ, შეასრულე და ტექსტები ერთ საათში ჩემთან იყოს. წაკითხვა უნდა „დავამუღამო“ და დრო მჭირდებაო.

რაღას ვიზამდი, გენერლის გამოსვლის ტექსტი სამ ენაზე დავწერე, ოღონდ ქართული ასოებით და გენერალს ერთ საათში მივუტანე. მან ტექსტებს გადახედა, შემდეგ სარკის წინ დადგა და მათი კითხვა დაიწყო ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. სიმართლე უნდა ვთქვა, გენერალმა ისე დაამუღამა ეს ტექსტები სამივე ენაზე, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ენების ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა.

დადგა გამოსვლის დღე და საათი. ქართველი გენერალი ნატოს მაღალ ტრიბუნაზე ავიდა და გაჭედილ დარბაზს ჯერ ინგლისურად წაუკითხა ტექსტი, შემდეგ ფრანგულად და ბოლოს გერმანულად. მართალია, ასეთი რამ პირველად მოხდა ნატოს ისტორიაში, მაგრამ ის არ გაუჩერებიათ და გამოსვლის ბოლოს მქუხარე ტაში დაიმსახურა... შესვენების დროს ქართული დელეგაციის წევრებთან ცნობილი ამერიკელი გენერალი, ჯეიმს ვუდსონი მოვიდა, ქართველ გენერალს მაგრად ჩამოართვა ხელი და მრავალი საქებარი სიტყვა უთხრა, ბოლოს ასე დაასრულა.

- როგორც განათლებულ და პოლიგლოტ კაცს, ნატოს საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობას გთავაზობთო.

ქართველ „პოლიგლოტ“ გენერალს ვუდსონის ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ, უღიმოდა და „იეს, იეს“ ეუბნებოდა. ბოლოს კი, ვითომ ნერწყვი გადასცდა, ხველება აუტყდა, მაჯაზე ხელი მომკიდა და ტუალეტში წამათრია. იქაურობას რომ მოვცილდით, ხველა შეწყვიტა, გენერლის სიტყვები მათარგმნინა და მითხრა:

- ახლა მე სასტუმროს ნომერში ავალ და ვინც არ უნდა მიკითხოს, უთხარი, არ ვიცი სადაა-თქო...

ერთი სიტყვით, ჩვენ კიდევ ორი დღე დავრჩით ბრიუსელში და „პოლიგლოტი“ გენერალი არც სპეციალურ ბანკეტზე გამოჩენილა, არც პრესკონფერენციაზე და თბილისში გამოფრენამდე თავის ნომერში იყო ჩაკეტილი. გენერალი ვუდსონი კი მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა - ღმერთო ჩემო, სად გაქრა ეს სიმპათიური პოლიგლოტი ქართველი გენერალიო...“





 ახალი ამბები
  • “რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს. “გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან. 13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.  ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა. _ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება...  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ... 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით... იმედს არ ვკარგავდი... საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.  _ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ... _ ინდირა  რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა... ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია... იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ...  _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით... მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს. _ ლუკა "ილიას უნივერსიტეტის"პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს.... _ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება... _ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ... უბედნიერესი დედა ... ...
  • დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესირამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება. "დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა. ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ... ...
  • "მათ აქვთ შესაძლებლობა დახმარების" - ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კვირეული საქართველოში12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში საქართველოში კვირეული ტარდება. დღეს კი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „კონკურსში 18  განაცხადი შემოვიდა.ბუნებრივია, იყო კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, რის მიხედვით მიენიჭებოდა პრიორიტეტები ამ ნამუშევრებს და შეირჩა 6 ნამუშევარი. გარდა ამისა, ამ 6 კონკურსანტის გარდა, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კამპანიის სხვა მონაწილეებმაც. ასეთი იყო სულ 4 მონაწილე“,_ გვითხრა  „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა,  ნონა კენჭუაშვილმა. კვირეულის ფარგლებში კი ფორუმის გამართვაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ ონლაინ ჩატარდება. „ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფორუმი და შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე იყოს ონლაინფორუმი.  ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში ჩაერთნონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვების და ოჯახების იდენტიფიცირება მოახდინონ  და ადგილზე იყოს რესურსი, რომ  შესთავაზონ დახმარება. ასევე გაიმართება სესიები მშობლების და უშუალოდ ამ ბავშვების მონაწილეობით“,_ გვითხრა ... ...
  • მადლობის სიგელი "გურია ნიუსის" ჟურნალისტს„გურია ნიუსის“  ჟურნალისტს რუსუდან ოქრუაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. სრულად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობის სიგელი ჟურნალისტს ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნაბეღლავში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზეამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...