ძველი ბოლშევიკი

ა კიდო

ძველი ბოლშევიკი

23 სექ. 2018, 13:48:01

დღეს ტრადიციულად მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები ქართველი სამართალდამცავები იქნებიან. ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და თავიანთი პროფესიული საქმიანობის პერიოდში თავს გადამხდარ რამდენიმე შემთხვევას მოგვიყვებიან.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ გენო ლაღიძეს გადავცემ, რომელიც ერთ „უჩვეულო“ ამბავს გაიხსენებს.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულია. ლენინგრადის ლენინის რაიონის ახალგაზრდა მილიციელი ვარ და ნევის გამზირზე ვიმყოფები – ქუჩა უნდა გადავკეტო, რადგან, რომელიღაც ცნობილი კინორეჟისორი რევოლუციაზე ფილმს იღებდა და ხელმძღვანელობამ იქ გამგზავნა.

გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იქაურობას ცხენების ფლოქვების ხმა და თოფებიდან „ხალასტოი“ გასროლები აყრუებდა. იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კი ფანჯრების გაღება და ყურება ეკრძალებოდა. ამიტომ, ყოველი სცენის გადაღების წინ მეგაფონიანი ასისტენტი დადიოდა და მოსახლეობას ხმამაღლა აფრთხილებდა, რომ ფანჯრებს არ მიჰკარებოდნენ.

მორიგი სცენის გადაღება მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, სისხლში ამოსვრილ ახალგაზრდა ბოლშევიკს ცხენზე ამხედრებული კაზაკები მისდევდნენ და აქეთ-იქით მათრახს ურტყამდნენ. ბოლოს, ეს ახალგაზრდა ბოლშევიკი მიწაზე ვარდება, მას კაზაკები კლავენ და იქვე ტოვებენ.

ერთი სიტყვით, გადაღება დაიწყო. ახალგაზრდა ბოლშევიკი ქუჩაში გამოვარდა, კაზაკები გამოეკიდნენ, გაშოლტეს და, მიწაზე რომ დავარდა, ერთ-ერთმა კაზაკმა „მაუზერი“ დაუმიზნა, რომ მოკლას... უცებ გასროლის ხმა გაისმა და „კაზაკის“ ცხენი ფილაქანზე დაეცა, მსახიობ „კაზაკს“ ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით. გადაღებაზე შეკრებილი ხალხი კი გაისუსა და სამარისებურ სიჩუმეში განწირული ადამიანის ყვირილი გაისმა: „გაიქეცი, ძამიკო, ჩქარა გაიქეცი!“

თავი ავწიეთ, ერთ-ერთი სახლის მეხუთე ფანჯარას შევხედეთ და ვხედავთ, რომ თეთრწვერა მოხუცი ყვირის, რომელსაც ხელში „კარაბინი“ უჭირავს... ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასწრაფოდ იმ ბინაში ავცვივდით და 92 წლის მოხუცს შეყენებული, საბრძოლო ტყვიით გატენილი „კარაბინი“ ავართვით... მოხუცი ძველი ბოლშევიკი აღმოჩნდა, „კარაბინი“ კი – პირადად ბუდიონის მიერ იყო ნაჩუქარი. თურმე, მოხუცს დრო აერია, „კარაბინით“ კაზაკის ცხენი მოკლა და „იდეურ ძმას“ გაქცევაში დაეხმარა“.

პოლკოვნიკმა მერაბ თოიძემ კარიერის პირველი წლები მოსკოვში გაატარა. ერთ მშვენიერ დღეს ქართველ სამართალდამცველს გორკის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობა მოუწია...

„სტუდენტობა მოსკოვში მაქვს გატარებული და ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მილიციაში ვმუშაობდი მორიგედ. ჩემი მეწყვილე იყო კოლია ფროლოვი, ისიც ჩემსავით სტუდენტი. ხელმძღვანელობამ ერთი „უაზიკი“ გამოგვიყო, რომელიც კატაფალკას უფრო ჰგავდა, ვიდრე მილიციის ფურგონს. კოლია საჭესთან იჯდა, მე – გვერდით და ასე, შეხმატკბილებულები დავგრიხინებდით ჩვენდამი რწმუნებულ რაიონში, რომელშიც გორკის სახელობის პარკიც შედიოდა. ჩვენი სამორიგეო კვადრატი ძირითადად მშვიდ რაიონად ითვლებოდა, თუმცა ერთი მინუსი მაინც ჰქონდა. „გორკის პარკი“ მოსკოველი ფაშისტების თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ მსგავსი თავყრილობა წელიწადში ერთხელ, ჰიტლერის დაბადების დღეს, 20 აპრილს ხდებოდა. ამ დღეს მორიგეობა საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან თავზეხელაღებული, რკინის კეტებით შეიარაღებული ფაშისტები არავის ეპუებოდნენ და ის დღე შეტაკებებით მთავრდებოდა ხოლმე.

ერთხელ მე და კოლიასაც მოგვიწია 20 აპრილს მორიგეობა. ის წელიწადი განსაკუთრებულად მსხვერპლიანი აღმოჩნდა – ფაშისტებისა და მილიციის შეტაკებას 9 ადამიანი შეეწირა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. შეტაკება რომ დაიწყო, მილიცია იერიშზე გადავიდა და ფაშისტები თავიანთივე რკინის ჯოხებით სცემეს. „გორკის პარკში“ სისხლის გუბეები დადგა და დახოცილი და მძიმედ დაჭრილი ფაშისტები გროვა-გროვად ეყარნენ გაზონებზე. მე და კოლია ამ ომს ტროტუარიდან ვადევნებდით თვალყურს და ყველაფერი რომ დამთავრდა, ჩვენმა უფროსმა გვიხმო და გვითხრა:

- მოდით, აქ თქვენი კატაფალკიანად და ეს დაჩეხილი გვამი მეორე პროზექტურაში წაიღეთ.

მე და კოლიამ ოციოდე წლის, სისხლში ამოსვრილი, დაჩეხილი ყმაწვილის გვამი ჩვენს ფურგონში შევასვენეთ და პროზექტურისკენ დავიძარით.

ტვერსკოიზე რომ გავედით, კოლიამ სიჩქარეს უმატა, სიგარეტი გააბოლა და იმ ბიჭზე ჩამოაგდო ლაპარაკი, რომელიც ჩვენს მანქანაში ესვენა და, რომელსაც, მისი აზრით, მინიმუმ 4 სასიკვდილო ჭრილობა მაინც ჰქონდა მიყენებული.

ამ საუბარში ვართ და უცებ უკნიდან კაკუნი შემოგვესმა. მე და კოლიამ მინის ტიხარში გავიხედეთ და ერთდროულად გავშეშდით. დავინახეთ სისხლში ამოსვრილი „ტრუპის“ სახე, რომელიც ფანჯარაზე გვიბრახუნებდა. რომ დაგვინახა, შევბრუნდით, გვითხრა:

– აქ ვცხოვრობ, ძმებო, გააჩერეთ, ჩავდივარ!

იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, რომ კოლიას საჭე გაექცა და მანქანა განათების ბოძს შეასკდა. დაჩეხილი ახალგაზრდა ფაშისტი კი ფურგონიდან გადავიდა და თავის გზას გაუდგა“.

ესტაფეტას პოლკოვნიკ გივი ბაქრაძესთან გადავალ, რომელიც ერთ კრიმინალურ ისტორიას გაიხსენებს.

„1974 წელს ყრუ-მუნჯთა ორგანიზებულ ჯგუფს „დავასხედით კუდზე“, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკანონო სავალუტო ოპერაციებს ახორციელებდა. მათ საკმაოდ მსხვილი თანხა ჰქონდათ დაგროვილი და უცხოეთში აპირებდნენ მის გატანას. საუბარი იყო 300 ათას დოლარზე და მსხვილკარატიან ალმასებზე. ამიტომ, საუკეთესო ძალების მობილიზება მოვახდინეთ, მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და ყრუ-მუნჯთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გაგვიშიფრავდნენ. პარალელურად კი, თვალთვალის მთელ პროცესს ფირზე ვიწერდით და სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, ყველაფერს დაწვრილებით ვაშიფრინებდით მეორე პედაგოგს.

ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ ყრუ მუნჯთა თავკაცი ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს შეხვდა, ჩვენთან მყოფმა ყრუ-მუნჯების პედაგოგმა გვითხრა:

– ხვალ, საღამოს 8 საათზე ყრუ-მუნჯს ფულს და ალმასებს მიუტანენ და უცხოელი წაიღებს. შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით ამერიკაში გაიტანსო.

ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით. იქ კი მეორე პედაგოგი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავურთეთ, რომ ყრუ-მუნჯთა საუბარი დაწვრილებით გაეშიფრა და ფურცელზე გადაეტანა. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 3 საათზე შემომიტანეს. წავიკითხე და გავოგნდი. ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო. ანუ, მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი „მოვხსენით“ და რესტორნიდან წამოვედით.

ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და ყრუ-მუნჯების შეფის სახლისკენ გავემართეთ. იქ კი გათიშული ბინის პატრონი და მისი უგონოდ მყოფი ამერიკელი კოლეგა დაგვხვდნენ, რომლებიც გაკოჭილებიც იყვნენ. ნათელი იყო, რომ ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა გაგვაცურა. სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია, 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა და მიიმალა. თუმცა, შორს ვერ წავიდა. სამი დღის მერე მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა დოლარებით...“

დღევანდელი „კრიმინალური ისტორიების“ დასასრულს სიტყვას პოლკოვნიკ ტარიელ კოდუას გადავცემ.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს საქართველოში მეღვინეების პირველი სკანდალი აგორდა, რომელიც რესპუბლიკის ფარგლებს გასცდა. ქართველ გამომძიებლებს სხვა რესპუბლიკებშიც უწევდათ მუშაობა. ერთ-ერთ ასეთ მივლინებაში მეც გამგზავნეს სხვებთან ერთად. ყირიმში მომიწია ჩასვლა. მე და ჩემს კოლეგებს ერთ-ერთი ქართველი მეღვინის კრიმინალური კავშირები უნდა დაგვედგინა იალტის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობასთან და დახმარებისთვის ადგილობრივ „ობეხეესს“ მივმართეთ.

– სწორედ რომ, კარგ დროს ჩამოხვედით. ახლა გაგიკ მინასიანთან მივდივართ, მოულოდნელად უნდა დავადგეთ თავზე და თქვენც წაგიყვანთ, – გვითხრა იალტის „ობეხეესის“ უფროსმა.

გაგიკ მინასიანი იალტის ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, მაქინაციებში მონაწილეობდა და ჩვენი რეიდის მიზანი იყო, მის ბინაში უკანონოდ მოპოვებული ქონება და ეგრეთ წოდებული „ლევი“ ფაქტურები აღმოგვეჩინა. თუმცა, რაც იქ ვნახეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მინასიანს საკმაოდ მოზრდილი და კეთილმოწყობილი კარ-მიდამო ჰქონდა. მას ჩვენს დანახვაზე თავზარი არ დასცემია, რადგან, როგორც ეტყობა, წინასწარ იყო გაფრთხილებული. ჩვენ მისი სახლი თავდაყირა დავაყენეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ისეთი იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ დანა პირს არ გვიხსნიდა. მინასიანს ყველაფრის გადამალვა მოესწრო და გაბადრული სახით გვიყურებდა, მისი შემხედვარე იფიქრებდით, წმიდანიაო. ვგრძნობდით, რომ გაგიკა გულში დაგვცინოდა, მაგრამ რას გავაწყობდით. რვასაათიანი წვალების შემდეგ ტუალეტში შესვლა მომინდა და მინასიანს მისი ადგილსამყოფელი ვკითხე. მან პირადად მიმაცილა ტუალეტამდე და შიგნით შემიძღვა. შემდეგ სამი ონკანი დამანახვა და მითხრა:

– ეს, ჩემო კარგო, ცხელი წყლისაა, ეს – ცივის, მესამე კი „ზაპასნოია“ და როცა წყალი წყდება, მაშინ ვრთავ, რომ ბაკში დაგროვილი წყალი მოვიხმაროო.

მე ჩემი საქმე მოვითავე და უნიტაზი ჩავრეცხე, შემდეგ ონკანი მოვუშვი, რომ ხელები დამებანა. უცებ ტუალეტში ისეთი ღვინის სუნი დადგა, რომ გავოცდი, თუმცა ვერ მივხვდი, საიდან მოდიოდა. ვიფიქრე, ვიფიქრე და წყლის ჩამოსაშვებს ჩამოვკარი ხელი, თან უნიტაზს დავაკვირდი. მილიდან მოყვითალო სითხე ჩამოიღვარა და ტუალეტი ისევ ღვინის სურნელით აივსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაგიკ მინასიანს ღვინის ქარხნიდან თავის სახლში ექვსასი მეტრი სიგრძის მილი ჰქონდა გაყვანილი, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ღვინო მოდიოდა. კონსპირაციის მიზნით, ონკანი მან ტუალეტში დაამონტაჟა. სწორედ ის ონკანი იყო, რომელზეც მასპინძელმა მითხრა, ბაკზე მაქვს შეერთებულიო. ის ისე იყო მოწყობილი, რომ თუ გადაკეტავდი, მაშინ ღვინო ტუალეტის ბაკში გროვდებოდა. გაგიკამ ყოველი შემთხვევისთვის მართლა გადაკეტა ღვინის ონკანი, რომ არ „დამწვარიყო“, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ ღვინით ჩარეცხილ ტუალეტში ალკოჰოლის არომატი დადგებოდა.

ასე „დაიწვა“ მთავარი ტექნოლოგი და ისე დაიბნა, რომ ყველაფერი „დაფქვა“.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...