„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

ა კიდო

„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

28 ოქტ. 2017, 11:05:21

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია, ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ რეზო ნოდიას გადავცემ.

„ერთხელ მე და ჩემი კოლეგა, ოთარ ქორიძე, ქუთაისში მიგვავლინეს ერთ-ერთი ძებნილის სათვალთვალოდ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მანქანაში ვისხედით და იქიდან „ვალივერებდით“ დურბინდით. არც თვალი მოგვიხუჭავს და ლუკმაც არ ჩაგვიდევს პირში. ერთი სიტყვით, გვშია და, იმის თავიც არ გვაქვს, მანქანიდან გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. უცებ გზაზე ათიოდე წლის გოგონა დავინახეთ, რომელიც ჩანთით ხელში მოდიოდა. მე სამმანეთიანი ამოვაცურე ჯიბიდან, გოგონა მოვიხმე და ვუთხარი:

– ერთი, შენს გაზრდას, გასტრონომში რომ დიდი ხაჭაპური იყიდება, წადი და ის იყიდე-მეთქი.

ბავშვმა ფული გამომართვა და წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ვხედავ, ისევ მოდის. ხელში უზარმაზარი ხაჭაპური უჭირავს და ჭამს. მოგვიახლოვდა, მანეთიანი გამომიწოდა, „მადლობა ბიძიაო,“ – მითხრა და ჭამა-ჭამით განაგრძო გზა...

მშიერი კი დაგვტოვა იმ ბავშვმა, მაგრამ, ხურდაც მოგვიტანა და, რაც მთავარია, იმდენი ვიხარხარეთ მე და ოთარმა მშიერ კუჭზე, ჭამა გადაგვავიწყდა...“

კრიმინალურ ესტაფეტას ბატონი ომარ სავლაშვილი გააგრძელებს.

„წარმოშობით საგარეჯოს რაიონიდან ვარ. სანამ მშობლიურ მხარეში დავბრუნდებოდი სამუშაოდ, თბილისის მილიციის სამმართველოს „ომონში“ (მილიციის განსაკუთრებული რაზმი) ვმსახურობდი. ერთ დღეს ჩემი თანასოფლელი მიხო მესტუმრა სახლში და აღელვებულმა მითხრა:

– შენს იქით გზა არ მაქვს და უნდა დამეხმაროო.

რა ხდება-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა:

– მე და ვანუას რომ საზიარო ვენახი გვაქვს, იმის დიდ ნაწილს მედავება. წართმევა უნდა და იქნებ ჭკუა ასწავლო. მინდა, ისე სცემო,  ერთი თვე საავადმყოფოში დაწვეს და დაფიქრდეს, რომ ფინთად იქცევაო...

ვანუა მიხოს ძმა იყო. ამ სიტყვებზე გავბრაზდი და მიხოს ცემაც კი დავაპირე. მაგრამ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში. არ შევიმჩნიე და მივუგე:

– ვანუას ცემაში რამდენს გადაიხდი-მეთქი?

– ფასი შენ თქვიო, –  მომიგო მიხომ და ათას ხუთას მანეთზე შევთანხმდით.

– ერთ კვირაში ჩამოვალ. ფული მომეცი და ვანუას ისე დავზელ, ვერ იცნობ-მეთქი, – ვუთხარი მიხოს და გავისტუმრე.

მეორე დღეს უკვე ვანუა მესტუმრა სახლში. მანაც ანალოგიური შეკვეთა მომცა – მიხო სცემეო. მასაც ათას ხუთას მანეთზე შევუთანხმდი და გავისტუმრე.

ერთი კვირის შემდეგ სოფელში ჩავედი. ძმებს ცალ-ცალკე ფული გამოვართვი და 3 ათასი მანეთი შევინახე. მეორე დღეს კი ორივე ძმა ჩემთან დავიბარე სხვადასხვა დროს. ჯერ მიხო მოვიდა. ათი წუთის შემდეგ ვანუაც გამოჩნდა და ერთმანეთი რომ დაინახეს, გაკვირვებულები მომაშტერდნენ.

– აბა, ვიწყებ „ზაკაზის“ შესრულებას-მეთქი, – ვუთხარი ღვიძლ ძმებს და ორივე ისე დავზილე, სულ ვაი-ვუი ვაძახებინე... შემდეგ წინასწარ გაშლილ სუფრასთან დავსვი, მთელი ღამე ვაქეიფე და შევარიგე. რომ გათენდა, წინ გავირეკე მათი ფულით ნაყიდი ნაკვეთი ვუჩვენე და ვუთხარი:

– აბა, თუ არ გინდათ ჟაჟი შეგიყენოთ გვერდებში, დაამუშავეთ-მეთქი.

რას იზამდნენ, მიყვნენ და ნაკვეთის დამუშავებას შეუდგნენ, რომელიც მათ საზიარო ვენახზე სამჯერ დიდი იყო და ერთი მტკაველის გამო კი ერთმანეთს არ ინდობდნენ. შრომამ ძმები „პახმელიაზეც“ გამოიყვანა, გონებაც გაუნათა და მას მერე სიამტკბილობით შრომობდნენ ერთად. უზარმაზარი ნაკვეთიდან ჭირნახულს იღებდნენ და არც მე მაკლებდნენ პატივისცემას“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ჯუმბერ ავალიანი დაასრულებს.

„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ძმები გორგილაძეების მოუხელთებელი ბანდა. ოთხნი იყვნენ და მთელ მილიციას სისხლს გვიშრობდნენ. ორი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო „გააუთოეს“ და ძებნის სამსახურს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი მათ დევნაში. კუდზე კი ვეჯექით, მაგრამ მაინც ვერ ვიხელთებდით და მაშინდელი ჩვენი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ყველას მოხსნით გვემუქრებოდა... ერთ მშვენიერ დღეს, ახმეტიდან ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა სოსო აღნიაშვილმა დამირეკა და მეუბნება:

– კარგი ამბავი რომ გითხრა, ციკანს დაკლაავ?

სოსო მოქეიფე, ხუმარა კაცი იყო, სიტყვაზე გამოჭერა უყვარდა და, რომ არ გავბითურებულიყავი, მივაგებე: – მე უფრო კარგ ამბავს გეტყვი და ციკანი შენ დაკალი-მეთქი.

– მართლა, მართლა, არ გატყუებ. რომ გითხრა, დაკლაავ? – ჩაუკახურა ისევ სოსომ.

რომ იტყვიან, პურმარილი დაძველებული გვქონდა, თან სოსოც მენატრებოდა და მივუგე:

– ჯანდაბას შენი თავი, მითხარი, როდის ჩამოდიხარ თბილისში, ციკანს დაგიკლავ  და კარგად შევუბეროთ-მეთქი...

– მაშ, მისმინე ეხლა, – თქვა სოსომ, – მააჯექი შენს ავტოსა და ახმეტაში გამოგაზე. შენ რო სისხლი გაგიშრეს, ი გორგილაძეები საავადმყოფოში ყრიან...

თავიდან ვიფიქრე, რომ სოსო მატყუებდა და ჩემი ჩატყუება უნდოდა საქეიფოდ. მაგრამ, შვილები რომ დაიფიცა, დავუჯერე და ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად ახმეტაში გავემგზავრე. საავადმყოფოში რომ მივედით, ძმები გორგილაძეები დაკბენილ-დაგლეჯილები დაგვხვდნენ პალატაში გაშოტილები. სოსომ თითი გაიშვირა მათკენ და ამიხსნა:

– ეს ვერანები მოპარული „უაზიკითა“ მთაში მიდიოდნენ, რომ დაღესტანში გადაპარულიყვნენ დასამალათა. გზაში ცხვრის ფარა შეხვედრიათ და ერთ-ერთ ვერანს უფიქრია, ბატკანსაც თან გავიყოლებთო. მანქანის კარი გაუღია, ხელი უტაცნია ცხვრისთვინა და შიგ შეუგდიათ, კარი კი გამოუხურავთ... ბრიყვები! არ იცოდნენ, რომ ფარებს ქოფაკები დაჰყვებიან. ამ სითეთრეში შეშლიათ, ცხვრის მაგივრად, მეცხვარე ნაგაზი შეუგდიათ მანქანაში და, მეცხვარეებს რომ არ ემარჯვნათ, მურა ოთხივეს წირვას გამოუყვანდა...

სოსოს კოლორიტულ ტონსა და თხრობის მანერაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვხარხარებდი. გორგილაძეები ორი დღის შემდეგ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ჩამოვიყვანე თბილისში. ის ორი დღე კი მე, სოსომ და ჩვენმა კოლეგებმა ზღაპრულად მოვილხინეთ და, ტრადიციულ სადღეგრძელოებთან ერთად, ნაგაზ მურასაც პერსონალურად ვადღეგრძელებდით, რომელმაც შრომა შეგვიმსუბუქა“.





 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...