იობიძე, ბლიაძე და იობაშვილი

ა კიდო

იობიძე, ბლიაძე და იობაშვილი

3 თებ. 2019, 15:16:47

ჰკითხეთ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რამდენი იქნება ასი გრამი გამრავლებული ათზე. ყველა გიპასუხებთ, რომ ნამრავლი ერთად კილოგრამს უდრის. მხოლოდ რუსი იტყვის, ნამრავლი ერთი ლიტრის ტოლია.

სამწუხაროდ საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსებთან “ახლო ურთიერთობა” გაგვაჩნდა.

ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოელი მეზობლის შემადგენლობაში შედიოდა და ძალაუნებურად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში რუსებთან ხშირი კონტაქტი გვიწევდა. მენტალურად ეს ორი ერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულ ელფერს იძენდა. დღევანდელ წერილში ზოგიერთ მათგანს გავიხსენებთ.

იყო პერიოდი, როდესაც ქართველი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს რუსეთში გადიოდნენ, გამონაკლისი არც მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი აღმოჩნდა.

“ჯარში რუსეთში ვმსახურობდი. დასასჯელად ყოველთვის სამზარეულოში გვიშვებდნენ კარტოფილის სათლელად. ახალი წელი ახლოვდება. გარეთ გასვლა არ გვინდა, 37 გრადუსს ყინვას უჭახუნებს. ახლაო, გამოაცხადა “კომბატმა”, 10-10 საათი უნდა იმორიგეოთ გარეთ ყინვაშიო, ოღონდ ჯერ ჩაი დალიეთო. დგას რიგი ცხელ ჩაიზე. ავდექი და რიგის საპირისპიროდ შევიჭერი.

 - ტი კუდა, ბლიად! – იყვირა “კომბატმა”

 - ჩაი ხოჩუ! – ვუთხარი “მიმინოსავით”.

 - ტი გრუზინ? - მკითხა.

 - და

 - ტროე სუტოკ ვ კუხნიუ.

 ააშენოს ღმერთმა, მთელი ახალი წელი სამი დღე სულ სითბოში ვთლიდი კარტოფილს”.

წინა საუკუნის მეორე ნახევარში, ანსამბლი “ფაზისი” საგასტროლოდ მოსკოვში ჩავიდა. ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროშიც დაბინავდნენ. რეგისტრაციის გავლის დასასრულს ერთი კურიოზი დაფიქსირდა, რომელსაც დღემდე ღიმილით იხსენებს მსახიობი ბესო იობაშვილი.

- ახლა თქვენი გვარები მიკარნახეთ, --გაგვიღიმა ადმინისტრატორმა გოგონამ.

- იობიძე! –უთხრა ერთ-ერთმა.

ქალს თვალები გაუფართოვდა. შემდეგ მეორეს ჰკითხა გვარი.

- ბლიაძე!

 ვამჩნევ, რომ ნამეტანი დაბნეული გვიყურებს სამივეს. ამასობაში ჩემი ჯერიც მოვიდა.

 - იობაშვილი! გამოვუცხადე ამაყად. რუსი დიაცი წამოფრინდა ადგილიდან, სადღაც გავარდა და მილიციელი მოიყვანა, იმოდენა იყო, ჩემსიგრძე მარტო ჰალსტუხი ეკიდა. გვარები მითხარითო, გვიბრძანა.

 - იობიძე, ბლიაძე, იობაშვილი.

ის იყო რუსი წესრიგის დამცველი უნდა გვცემოდა, რომ პასპორტები მოგვთხოვა. ჩვენ მაშინვე მივაწოდეთ. ჩახედავს რუსი ვანია, ამოხედავს პასპორტის პატრონს, “ბლინ” გაიძახის და თვალებს გიჟივით ატრიალებს.

-Да оформляй этих сумасшедших грузинов ! – უთხრა ბოლოს ადმინისტრატორს. კიდევ კარგი, ჩვენი ანსამბლის ორი წევრი არ წამოვიდა, თორემ ალბათ დაგვაპატიმრებდნენ. ერთი გელხუიძე იყო, მეორე კი იბანოიძე”.

 გახსოვთ ალბათ პერიოდი, როდესაც ბატონმა მიხეილ გორბაჩოვმა სსრკ-ში ე. წ. “სუხოი ზაკონი” შემოიღო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების დალევა სასტიკად აკრძალა. იმ პერიოდში ანსამბლ “ორერას” მოსკოვში, “ოსტანკინოში” გადაღებები ჰქონდა. ზამთარი იდგა და გარეთ საშინლად ყინავდა. ვახტანგ კიკაბიძემ და გენო ნადირაშვილმა წახემსება გადაწყვიტეს.

თბილისიდან 70%-იანი ჭაჭა ჰქონდათ წამოღებული. ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ, აიღეს პილმენები, “ბორჯომის” ბოთლიდან ჩამოისხეს არაყი და პირველი სადღეგრძელოს დალევის წინ ერთი მოულოდნელი სტუმარიც დაადგათ. ბატონი გენო იხსენებდა:

 - ჩტო ვი ტამ პიოწე? – გვეკითხება დამლაგებელი და პირზე ნერწყვი ადგება.

- ეტო, “ბარჟომი”, ია “მიმინო” – ეუბნებოდა ბუბა.

- ეტო ნე “ბარჟომი”, ეტო ჩაჩა, ია სიჩას მილიციუ პაზავუ, - წაკუსკუსდა მუქარით დამლაგებელი.

 არ გაუვლია ხუთ წუთს და არ მოგვადგა ერთი უახმახესი მილიციელი.

 - ვი ჩტო, რებიატა, პიოწე?

 - მი ნე რებიატა, მი ზასლუჟენნი არტისტი, - თქვა ჩემმა ენამ.

 - ეტო “ბარჟომი”, - ეუბნება ბუბა.

 - ანუ, ნალეი, პასმატრიუ, კაკოი ეტო “ბარჟომი” – გვიბრძანა რუსმა წესრიგის დამცველმა.

 - ეტო ჟე ჩაჩა! – მიხვდა მამაძაღლი. ანუკა, ნალეი ეშჩო. კიდევ გადაკრა. ცოტა ხანში თვალები გაუბრწყინდა. მალე  დამლაგებელიც დაგვადგა ჩაის ჭიქით ხელში.

გადახუხა ჭაჭა და ორ წუთში გრძელი რომანსი წამოიწყო. შემდეგ მილიციელიც აღრიალდა, თითო ჭიქაც გამოგვტყუეს, მილიციელმა ფარაჯა გაიძრო, ჩაბუქნა და დამლაგებელი გამოიცეკვა. ამანაც გაშალა ხელები და ჩიკა-ჩიკაო! –იკივლა. მე და ბუბას იქ აღარ გვესაქმებოდა. მთელი საპილმენე ჩვენ გვიყურებდა. სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას და დავბრუნდით სასტუმროში”.

ქართველი “ზნატოკების” ყოფილი “შეფი” გიორგი მოსიძე ერთხელ მეგობრებთან ერთად მოსკოვში, სასტუმრო “ვოსხოდში” იყო დაბინავებული. მოულოდნელად ერთ-ერთ ზედა სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაიწყო პანიკა, ყველა გარეთ გარბოდა. ქართველები კაი შეზარხოშებულები იყვნენ და გაქცევას იკადრებდნენ? პირიქით, საგმირო საქმეების ჩადენა განიზრახეს და ხალხის გადარჩენა გადაწყვიტეს. დაიწყეს ნომრების შემტვრევა, თან იცოდნენ კარგი ქალები სად იმყოფებოდნენ. შეამტვრევდნენ კარს, ქალი დაყვირებასა და ჩაცმას ვერ ასწრებდა, უკვე ხელში აყვანილს მიარბენინებდნენ დერეფანში.

გვიან ღამით დამთავრდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა და საღამოს ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში საზეიმოდ გამოაცხადეს:

- სასტუმრო “ვოსხოდს” ხანძარზე მეტი ზარალი კავკასიელებმა მიაყენეს, რომელთაც მთელი სართულის დანგრევა მოასწრეს სახანძროს მოსვლამდე.

ქართულ-რუსული ურთიერთობების სახალისო მიმოხილვის დასასრულს კი ერთ საინტერესო დიალოგს შემოგთავაზებთ.

ერთხელ ნინო ჩხეიძესა და ცნობილ მსახიობ ელენა გოგოლევას შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

- Как вы живот, ელენა ნიკოლაევნა, я  очень соскучилса по вам.  Как живот ваш муж Симон Исакович?

 - Дорогая  Ниночка,  он помер!

 - დიდუ, Почему мне не сообщил, я приехал на Москву на оплакивана, -- გული აუჩუყდა ნინიკოს და ცრემლები წამოსცვივდა.

 - Успокойся, дорогая,  не плачь,  это было давно, месяц тому назад, --უპასუხა გოგოლევამ. ნინიკო შეცბა. Давно месяц назад, -- და ყველას აუტყდა ისტერიული სიცილი.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...