„კაკო, არ დაგვღუპო, ბიჭო, ბაქოში ვართ“

ა კიდო

„კაკო, არ დაგვღუპო, ბიჭო, ბაქოში ვართ“

11 ნოე. 2018, 12:21:13

ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი ჩამომივიდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. „გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო“, - მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ მართალიც ბრძანდება. გადახედეთ თვალი დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას - სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები.

დღევანდელ წერილში ქართველი პოლიტიკოსების მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ.

კახა კუკავა:

„ბაქოში ჩასულ დელეგაციაში კაკო ბობოხიძეც იყო. იგი კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენს სხვა ერებთან ურთიერთობის მოგვარებაში. პირველივე დღეს ძალიან დავთვერით, კაკოსაც ნამეტანი მოუვიდა და იმისთანა აქტიური გახდა, ვერც წარმოვიდგენდით.

ჯერ საბილიარდოში შევიარეთ და ისე მოხერხებულად დააბრალა ჩეჩნეთის ტრაგედია სომხებს, რომ მასპინძელი აზერბაიჯანელები სიხარულისგან დაფრინავდნენ. დავბრუნდით სასტუმროში, საშინელ დღეშია, კიდევ მოითხოვა არყის ბოთლი და რატომღაც, ტვინში ჩაუჯდა აზრი, რომ ერევანში ვიმყოფებოდით.

ნომერშიც სუფრა გაიშალა, მასპინძლებიც სხედან. კაკომ ჭიქას მოჰკიდა ხელი და მე მეუბნება:

- შენ ჩემი თარჯიმანი იქნები. მე საქართველოს შვილი ვარ, სადღეგრძელო ქართულად უნდა ვთქვა და ამათ რუსულად უთარგმნე. რასაკვირველია დავეთანხმე და ცოტა ხანში კაკომაც „შეუბერა“.

- მოკლედ, ხალხო, ჩვენს მეგობრობას, ჩვენს ძმობას გაუმარჯოს და აზერბაიჯანელების...

აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს გადახედეს და სიმწრისგან გალურჯდნენ. ახლა, გინება ისეთი რამეა, ენის ცოდნა არ სჭირდება მისახვედრად.

- კაკო, - მოვქაჩე სახელოდან, - არ დაგვღუპო, ბიჭო, ბაქოში ვართ.

- რაო? - დამხედა გაკვირვებულმა, - ბაქოს ვენაცვალე, ბაქოს და სომხებს...

მასპინძლები დამშვიდდნენ. გადის ორი წუთი და ისევ ჭიქას მისწვდა:

- ჩვენ გაგვიმარჯოს და აზერბაიჯანელების...

- ჩტო ონ გავარიტ, - სკამებიდან წამოიწივნენ მასპინძლები.

- აზერბაიჯანელი ხაროში ნაროდ, - „ვუთარგმნე“ და კაკოს პიჯაკში ვეცი, ლამის ჩამოვახიე, - დაგვხოცონ გინდა? ბაქოა, ბაქო!

გადის პატარა დრო და:

- ახ, ეტი აზერბაიჯანცი...

ფეხზე დავაბიჯე:

- არმიანი, ბიჭო!

- იზვინიტე, არმიანი...

კიდევ კარგი მთვრალი იყო, თორემ მაგარი დაჟეჟვა არ აგვცდებოდა“.

მამუკა არეშიძე:

„1990 წელს გადაცემა „საღამო მშვიდობისა“ რომ დაიხურა, „ოსტანკინოს“ კორესპონდენტი გავხდი  და კამბოჯაში მომიწია  წასვლა. სამი ძალა  ომობდა  ერთმანეთში - მონარქისტები,  წითელი  კხმერები  და სამთავრობო  ჯარი. მე  სამთავრობო  ჯარს დავყვებოდი. ერთხელაც  შუა ჯუნგლებში  ვართ, გახურებული  ომი  მიდის. ახალი  ნაწილი მოიყვანეს. დაბალი ოფიცერი  მოჰყვათ. კამერა  ავიღე, მძაფრ  ეპიზოდებს ვიღებ და შევნიშნე, რომ  ჩემი  ოპერატორი იმ ოფიცერს რაღაცას  ელაპარაკება. მივუშვირე კამერა, უცებ  ოფიცერმა  ჩემკენ გამოიხედა  და ძარღვიანი ქართულით  მეკითხება.

- შენ  რა  გქვია,  ჩემი  ძმა?

კამერა ლამის ხელიდან გამივარდა, მოსასულიერებელი გავხდი.

- ქართველი  ხარ? – ძლივს ამოვიღე ხმა.

- კი, თბილისელი. ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდოდა. თუ სროლაა, ისევ სჯობია კამბოჯელს ვესროლო, ვიდრე ქართველს“.

ლაშა ნაცვლიშვილი:

„ჩემს შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.

შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც, მთელი  ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: „ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა“. ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა  ამოიოხრა: „რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა“.

ვალერი გელაშვილი:

„არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა.

შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ - ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:

- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - „დემოკრატები“ „ცოცხალს“ არიგებენო.

ხაშურში „ცოცხალი“ არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!

- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.

- იქნებ გადაგემოწმებინათ? -წამოაყენა იდეა.

მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:

- „დემოკრატები“ ცოცხალს მართლა არიგებენ?

- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.

- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.

- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.

- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?

- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, „ცოცხალი“ თევზი კი არა, „დემოკრატების“ გამოშვებული გაზეთის სახელია...“





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...