„კომუნისტში“ გახვეული კბილის პროთეზი

ა კიდო

„კომუნისტში“ გახვეული კბილის პროთეზი

1 ოქტ. 2017, 12:54:50

სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით თბილისი ყოველთვის ერთი თვისებით გამოირჩეოდა - საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთის გვერდით არაერთი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. მიღებულია აზრი, რომ ჩვენში ნაციონალური შუღლი უცხო გახლდათ და თანდათან დავიწყების გზაზე დამდგარ იტალიურ ეზოებში მობინადრე ადამიანებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ.

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

დღეს მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ და საუბარი ე.წ. „თბილისურ ამბებზე“ გვექნება.

ჩვენი პირველი სტუმარი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი იქნება.

„ვართან ჯაჯა სომეხი კაცი იყო, ცოლი კი ქართველი ჰყავდა. გარდაეცვალა ცოლი. ვართანს კარგი მეგობრები ჰყავდა, ყველა გვერდში დაუდგა, მაგრამ გურამი გამორჩეულად უყვარდა. გურამმა რომ გაიგო მისი ცოლის გარდაცვალება, რასაკვირველია, მივიდა მისასამძიმრებლად. ვართანი კარში შეეგება ტირილით და მიაძახა: „ვა, გურამ, შენც გაიგე? მოხვედი? აი, ეგა ხართ ქართველები!“ – და ხელი ცოლისკენ გაიშვირა. გურამი დაიბნა, მერე ისეთი სიცილი აუტყდა, უკან გაბრუნდა და ვერ შევიდა. კარგა ხანს ყვებოდა, ეს რა მითხრა, კინაღამ შევრცხვი კაცი! თურმე, იმან იგულისხმა, ქართველები მალე კვდებითო, მე კიდევ მეგონა, ჭკუიდან ხომ არ შეიშალა-მეთქი“.

ბატონი ზურა კიდევ ერთ ამბავს გაიხსენებს.

„ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდა სომეხი აშოტა. „მალიარი“ იყო. პატიოსნად ცხოვრობდა და ყველა დიდ პატივს სცემდა. მისი ცოლი რუსთაველის თეატრში დიდხანს მუშაობდა „გარდერობშჩიცად“. გარდაიცვალა ეს კაცი. უბანში ვდგავართ ბიჭები. გავიხედეთ – მთელი ცნობილი, ბუმბერაზი მსახიობები მოდიან პანაშვიდზე მისასამძიმრებლად. დავაჭყიტეთ თვალები. ეროსი მანჯგალაძე მოგვიახლოვდა და გვკითხა, ბიჭებო, აქ მიცვალებული სად არისო. დავიბენით და გაუცნობიერებლად მივაძახეთ: „ვა, აშოტასთან მიდიხართ“?! გადაირივნენ მთელი მსახიობები – თუ კარგია, აშოტასთან თქვენ წადით, ჩვენ მის ცოლთან მივდივართ მისასამძიმრებლადო“.

სიტყვას ბატონ ნიკო ლეკიშვილს გადავცემ, რომელიც ერთ ახალგაზრდობის დროინდელ „შემთხვევას“ მოიგონებს.

„ერთ მეგობარ გოგონას ბებია გარდაეცვალა. რასაკვირველია, ჭირისუფლად ვიყავით ჩვენც, დიდი პატივი მივაგეთ, სასაფლაომდე მივყევით, მივაბარეთ მიწას პატიოსანი მიცვალებული და უკან გამოვბრუნდით – სული რომ გვეხსენებინა ქელეხის სუფრაზე. ჩვენი მეგობარი გოგონა ჩუღურეთში ცხოვრობდა და სუფრაც მისსავე ეზოში იყო გაშლილი. ბიჭები ადრე წამოვედით სასაფლაოდან, გავიარეთ ერთი ქუჩა, მეორე ქუჩა, ეზოდან მეორე ეზოში გავედით და გაშლილ სუფრას მივუსხედით. დალია თამადამ გარდაცვლილის სადღეგრძელო, დავლიეთ ჩვენც; დალია მისი გარდაცვლილი წინაპრის სადღეგრძელო, დავლიეთ ჩვენც, აი, შთამომავლებზე რომ გადავიდა, მაშინ კი დაგვცხა. კარგა ხნის შემდეგ მივხვდით, რომ გაუგებრობაში აღმოვჩნდით. გაირკვა, რომ სხვის ჭირის სუფრაზე ვისხედით. მგონი, ფიქრობდნენ, ვინ არიან ეს „ჩანგალისტებიო“. რა უნდა გვექნა? ჩუმად ავიძურწეთ და გავიპარეთ ქელეხიდან. ავიარეთ ქუჩა და ისევ გაშლილ სუფრაზე აღმოვჩნდით, ამჯერად იმ მეგობრის გარდაცვლილი ბებიის ქელეხში, რომელზეც გული ნამდვილად შეგვტკიოდა“.

„თბილისურ“ ესტაფეტას ბატონ ვახტანგ ცხადაძესთან გადავალ.

„სასტუმრო „ივერია“ მაშინ ქუხდა. იქ უმაღლესი რესტორანი იყო და თავისი ყოველდღიური კლიენტები ჰყავდა. დადიოდნენ სერიოზული და პოპულარული ადამიანები, მაგალითად, პროფესორები, ექიმები, დირექტორები და ასე შემდეგ. ყველას უკვირდა, საიდან ჰქონდათ ამდენი ფული ან ვინ პატიჟებდა მათ ყოველდღე. იმ პერიოდში სასტუმრო „ივერიის“ დირექტორად დამნიშნეს. ვიღაცას ანონიმური წერილი დაუწერია ჩემზე და ცეკაში შეუტანია. ასეთი ტექსტი იყო: „საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული, რომ ყოველდღე „ივერიაში“ დაბრძანდებაო“. ამის შემდეგ ვხუმრობდი, ახალი ანონიმური შრიფტი გამოვიგონე-მეთქი. მკითხეს – ეგ როგორო. როგორ და, ანონიმური ბარათი ხომ მარცხენა ხელით იწერება, ჰოდა, მე ვწერ, ჩემი მოადგილე კი მაგიდას აქანავებს და კაცი ვერ იგებს ჩემს ნაწერს-მეთქი. ვახტანგ ჭყოიძეც ხშირად დადიოდა ამ რესტორანში. ერთი მეზობელი ჰყოლია თურმე, რომელიც „ანონიმკებს“ უწერდა და ამხელდა: ბატონო ჩემო, საიდან, ყოველდღე მთვრალი მოდის, „პრავიზიით“ დატვირთული ბრუნდება შინ, ასე და ისეო. ვახტანგმა იცოდა, ვინც უწერდა „ანონიმკებს“, მაგრამ არ იმჩნევდა. ვითომ კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ერთ დილას, „პახმელიაზე“ გაიღვიძა ვახტანგმა. მოწესრიგდა, რომ ხაშის საჭმელად წავიდეს. შვიდს უკლია თხუთმეტი წუთი. იფიქრა, ამ დილაადრიან ვერ დამინახავსო, არადა, იმ მეზობელს ღამეები არ ეძინა ამის კონტროლში. მოკლედ, გამოვიდა ეზოში, უნდა ჩაჯდეს მანქანაში და, ის „კეთილისმსურველი“ მეზობელი არ დაადგა თავზე?! გამარჯობა, მეზობელოო – უთხრა. ვახტანგიც მიესალმა – გამარჯობა, ჩემო ბატონოო. უკაცრავად და, სად მიბრძანდებიო, – დაინტერესდა მეზობელი. ვახტანგი ენაკვიმატი კაცი იყო და უპასუხა: რა არის, იცი, რადიო გამიფუჭდა და ჰიმნის მოსასმენად მივდივარ ლენინის მოედანზეო. ისეთი რამე უთხრა, როგორღა ამოიღებდა ამის შემდეგ ხმას „ანონიმკის“ ავტორი, ან რას დაწერდა? „

ბატონი ნუგზარ ჯუღელი ჩვენი მკითხველებისთვის ერთ „სპორტულ“ კურიოზს მოგვიყვება.

„რიგის გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო გადასული. თბილისის „დინამო“ ხვდებოდა მას და იყო ერთი ციებ-ცხელება. დახურულ დარბაზში ხალხი ღელავს, გადაჭედილია ტრიბუნები. ბოლო წამია და ინგრევა იქაურობა. რასაკვირველია, რიგელები დარწმუნებულები არიან, რომ იგებენ, არადა, ჩვენ ორი ქულით ვაგებთ. ჩვენი ბიჭების ბოლო შეტევაა, წამი იწურება და შორიდან ტყორცნით არ ჩააგდო ერთ-ერთმა „დინამოელმა“ კალათში სამქულიანი ბურთი. მსაჯმაც დაუსტვინა და წესის მიხედვით, თამაში დამთავრდა. რა დამთავრდაო? აი, მაშინ დაიწყო ბრძოლა თუ დაიწყო. წამოხტნენ რიგელების გულშემატკივრები, დალეწეს იქაურობა, თამაშის კომისარი ძირს გაიგდეს, ვის სკამი ხვდებოდა თავში და ვის ხელ-ფეხი, კაცმა არ იცის. გავიხედე, ამ თამაშის კომისარი დაფორთხავს მოედანზე და გაფაციცებით რაღაცას ეძებს, თან ყვირის, ხალხნო თმა მომეცით, დამიბრუნეთ ჩემი თავი, რას მიშვრებით, გინდათ, ქოსა წავიდე აქედანო. ვუყურებ ამ კაცს, თავზე თმა არ აქვს, არადა, თამაშის დაწყებამდე ქოჩორი ჰქონდა. ვიფიქრე, კი მაგრამ ისე როგორ დააგლიჯეს გამწარებულმა გულშემატკივრებმა ის ჯაგარი, ერთი ღერიც რომ არ დარჩა თავზე-მეთქი. თურმე იმ საწყალს პარიკი ეკეთა და ამ გაწევ-გამოწევაში, როდის ააგლიჯეს და სად გადააგდეს, ვერც კი გაიგო“.

დღევანდელ მოგონებებს დათო როსტომაშვილი დაასრულებს.

„ერთი ჩემი მეგობრის ბაბუა ქელეხში იყო დაპატიჟებული. წავიდა და ცოტა ხანში დაურეკა შვილიშვილს, პაპა გენაცვალოს, არ შეგაწუხებდი, მაგრამ, ხაშლამა ჩამოატარეს, ისეთი ოხშივარი ასდის, ლამის „ტუბანიკები“ ჩავრთეთ. სიჩქარეში პროთეზი დამრჩა სახლში და მანქანით წამოდი, მალე მომიტანეო. ჩემმა მეგობარმაც მოძებნა ჭიქაში ჩადებული კბილები. ჭიქიდან წყალი გადაღვარა და პირდაპირ გაზეთზე გადმოყარა, ხელი რომ არ მოეკიდა, სველივე საგულდაგულოდ შეახვია, და მანქანა დაქოქა. პროთეზი ქელეხში მიუტანა პაპას. გახარებულმა მოხუცმა არც კი დახედა კბილებს და სასწრაფოდ პირისკენ გააქანა. გვერდით თავისი მეგობარი მჯდარა და რომ გაუცინია პაპას, მეგობარი გადარეულა, რა არის ბიჭო, მთელი ქართული ანბანი კბილებზე გაწერია. ეგ პროთეზი ექიმმა გაგიკეთა თუ სტამბაში დაგიბეჭდეს, მთელი „კომუნისტი“ რომ ზედ გაწერიაო. თურმე გაზეთიდან, სველ პროთეზზე გადასულა მთელი ასოები“.





 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო,“ _ განაცხადა ... ...
  • გადაიხადა თუ არა ევროკავშირმა მელიას გირაომედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ევროკავშირში არ ადასტურებენ. „ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვებგვერდი შექმნასაქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი  PROVAX.GE ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ  პასუხები კითხვებზე: რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში; რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება; როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა; უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;  საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.  ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე  განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ... ...
  • დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.  მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს. "ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა. ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. "ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს. ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _ ... ...
  • მამუკა მდინარაძე: სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება“უამრავჯერ შეცვალა პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღო და დათანხმდა გირაოს პირობებს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელია  "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დაიძვრინოს. "თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა თუ არა რაღაც ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა, არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია, თუ მან ახლა მორიგ ჯერზე შეცვალა პოზიცია და მიიღებს და დათანხმდება გირაოს პირობებს ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის ნებას დაჰყვა. "ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებზე და გეგმებში ჩაჯდა და ახლა ცდილობს როგორმე თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვლა, მათ შორის თავად ეს პოზიციები. აქედან გამომდინარე, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ეს კარგია, იმიტომ, რომ შეთანხმების საგანიც ეს იყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები", _ განაცხადა მდინარაძემ.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...