„კრიმინალური“ ახალი წელი

ა კიდო

„კრიმინალური“ ახალი წელი

12 იან. 2019, 12:59:22

ნება მომეცით საახალწლო „მხიარული ისტორიების“ „მორიგი გამოშვება“ შემოგთავაზოთ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები „პოლიცია-მილიციელები“ იქნებიან. ამ პროფესიის ხალხს მუშაობა უწყვეტ რეჟიმში უწევთ და მათთვის დასვენება-ახალი წელი არ არსებობს.

დღვანდელი მოგონებების პირველი სტუმარი პოლკოვნიკი ნუკრი ქანთარია ბრძანდება.

„მოსკოვში ვარ, 31 დეკემბრის საღამოა... ქალაქში საახალწლო აურზაურია... ყველას სადღაც ეჩქარება... მაღაზიები სავსეა ხალხით. სულ რაღაც, ოთხ საათში მოვა ახალი წელი! ჩემი სახლის წინ დგას დიდი სუპერმარკეტი, სადაც მე და ჩემმა მეგობარმა საყიდლებზე წასლა გადავწყვიტეთ. სახლიდან ცოლმა გამომატანა იმ პროდუქტების სია, რისი ყიდვაც თვითონ ვერ მოასწრო (იმის მიუხედავად, რომ ათი დღით ადრე დაიწყო საახალწლო მზადება). ჯერ ხომ ათი წუთი დაგვჭირდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავით! იმოდენა რიგი იყო, გეგონებოდა, სურსათის მთელი ერთი წლის მარაგისთვის იყო მოსული ეს ხალხი! როგორც იქნა, შევედით! სასმელი მეორე სართულზე იყიდებოდა, სადაც ესკალატორით უნდა ავსულიყავით, სურსათი კი – პირველზე. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯერ ცოლის სიისთვის მიმეხედა, მაგრამ დიდი სისულელე გავაკეთე, რადგან მეორე სართულზე სავსე ურიკით მომიწია ასვლა...

ვდგავარ ესკალატორზე და, უეცრად, დაბნელდა...

ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა. თან, ესკალატორიც გაჩერდა... თურმე დენი წავიდა! უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა! ესკალატორი ორ წუთში დაცარიელდა. არა მარტო მყიდველები, მაღაზიის დახამებული დაცვაც ხსნიდა შამპანურის ბოთლებს და ყველა დანარჩენ სასმელს, რაც კი მაღაზიაში იყო. ატყდა ერთი ბათქა-ბუთქი. გარეთ, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რომ სიბნელეში რამე არ მოეპარათ. ხალხმაც გადაწყვიტა, ესარგებლა სიტუაციით და, რაც მოასწრეს და რაც კი კუჭში ჩაეტეოდათ, შეჭამეს, მოსანელებლად კი ალკოჰოლური სასმელები მიაყოლეს. ჩვენც დაუფიქრებლად ვეცით კონიაკის სექციას. ამ დროს არც მახსოვდა, სად დავტოვე სურსათით სავსე ჩემი ურიკა. ტელეფონის შუქით მივაგენით ჩვენს საყვარელ კონიაკს და, რადგან არავინ იცოდა, დენი როდის მოვიდოდა, მთელი სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ბოთლი დავცალეთ!

შუქი მთელი 40 წუთი არ მოვიდა... ხალხმა თოვლის პაპის საჩუქრად მიიღო არსებული სიტუაცია. მეც ძალიან მადლიერი ვიყავი! როცა შუქი ჩართეს, მაღაზიაში ფხიზელს ვერავის ნახავდი! ნელ-ნელა მივაღწიე ჩემს ურიკამდე (სხვათა შორის, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა). მართალია, ისეთი მთვრალი ვიყავი, დანაკლისს მაინც ვერ შევამჩნევდი, მაგრამ, სახლში რომ მივედი, ცოლს პრეტენზიები არ გამოუხატავს.

12 საათამდე კი გამოვფხიზლდი, მაგრამ ახლა „პახმელიაზე“ ვიყავი! ათი, ცხრა, რვა.. ორი... ერთი... ვაშააა! ახალი წელი მოვიდა! მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა (მჯერა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაინც), ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე სურვილი (ძალიან ორიგინალური სურვილი მქონდა) – დავდექი ნაძვის ხესთან და ჩურჩულით წარმოვთქვი: ძვირფასო თოვლის ბაბუა, ისე მოახერხე, რომ ახალი წლის დღეებში ბევრი არ დავლიო და არ გავლოთდე-მეთქი“.

ჩვენი მომდევნო „საახალწლო მეისტორიე“ ყოფილი მილიციონერი, მაიორი ნუგზარ ბარათაშვილი გახლავთ.

„1985 წლის 31 დეკემბერია, გაგანია „პერესტროიკა“. ახალ წლამდე სამიოდე საათია დარჩენილი. იმ პერიოდში უკვე უშიშროებაში ვმუშაობდი და „მურელ“ სტუმრებს ველოდებოდი. სუფრა გაწყობილი მქონდა და როდესაც თვალი გადავავლე, აღმოვაჩინე, რომ მარილი აკლდა. რადგან სახლში მარტო ვიყავი, გასტრონომში მე თვითონ ჩავედი, მარილი რომ მეყიდა. ჩემი სტუმრები კი კიბეზე შემხვდნენ. მე მათ გასაღები მივეცი, ვუთხარი, ბინაში შესულიყვნენ და გზა განვაგრძე. გასტრონომი უკვე იკეტებოდა, იქ მხოლოდ გამყიდველი იყო და ბეწვზე მივუსწარი. დამდეგი ახალი წელი მივულოცე, ფული გავუწოდე და ვუთხარი:

– თუ შეიძლება, მარილი მომეცით.

უცებ უკნიდან მომესმა:

– არ გაინძრეთ, თორემ აქაურობას ჰაერში ავწევთ!

შევტრიალდი და რას ვხედავ, გასტრონომში ვიღაც ნიღაბაფარებული ბიჭი დგას, მარცხენა ხელში ხელყუმბარა უჭირავს, მარჯვენაში კი – უზარმაზარი ჩანთა და გამყიდველს ნავაჭრ ფულს და სურსათ-სანოვაგეს სთხოვს, თან იქაურობის აფეთქებით იმუქრება. ბიჭს ისე უკანკალებდა ხელყუმბარიანი ხელი, რომ ვუთხარი:

– ნუ ნერვიულობ, დეტონატორს მაგრად მოუჭირე ხელი, რომ არ აგიფეთქდეს.

ბიჭმა ჩემი რჩევა ყურად იღო და ხელყუმბარას მაგრად ჩასჭიდა ხელი. გამყიდველმა კი მას 600 მანეთი მისცა, შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები ჩაულაგა ჩანთაში. ბიჭმა უღრიალა:

– სასმელები, ჩქარა კონიაკი და არაყიც ჩამიდე!

მართალია, ბიჭს ნიღაბი ეკეთა და სახე არ უჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ასაკით პატარა იყო. დაბნეულმა გამყიდველმა უთხრა:

– სასმელი არ გერგება, ასაკით პატარა ხარ და არასრულწლოვნებზე სასმელის გაცემა კატეგორიულად იკრძალება.

დაიბნა ბიჭიც. მან ჩანთა იატაკზე დადო, პასპორტი ამოიღო და გამყიდველს დაანახვა, თან უთხრა:

– შენ მე ვიღაც ლაწირაკი ხომ არ გგონივარ, უკვე 18 წლის ვარ, აი, ჩემი „ქსივა“...

ყმაწვილის პასპორტს მეც ჩავხედე, მისი ვინაობა და მისამართი ამოვიკითხე და გამყიდველს ვუთხარი:

– ბიჭი მართალია, 18 წლისაა და სასმელი ეკუთვნის...

გამყიდველმა ბიჭს სასმელები ჩაუწყო და გაისტუმრა. მე კი მარილით ჩემს ყოფილ კოლეგებთან დავბრუნდი. მძარცველის ყველა კოორდინატი გადავეცი და „ქსივიანი“ მძარცველი ახალი წლის დადგომამდე აიყვანეს“.

საახალწლო სახალისო „მოგონებების“ ბოლო ისტორია მაიორ ამბერკი ქამხაძეს ეკუვნის.

„31 დეკემბერია. ავღანეთში ვართ. გაგანია ომია, მაგრამ, მაინც ვემზადებით საახალწლოდ.

ჩვენი სადესანტო პოლკი ყანდაღარში იდგა და თითქმის სულ ბრძოლებში ვიყავით ჩართული. ამიტომ, ხელმძღვანელობამ ერთდღიანი ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და ნება დაგვრთო, ყაზარმის სასადილოში გვექეიფა. ვისაც რა გვქონდა, ამოვალაგეთ და უზბეკმა მზარეულმა, გვარად მანსუროვმა, სუფრა გაშალა. მაგიდას რომ შემოვუსხედით, მაშინღა შევამჩნიეთ, რომ პოლკოვნიკი სავინკოვი არ იყო.

– ყაზარმაში აირბინე და მეორე სართულზე 23-ე ოთახში შედი. თუ სძინავს, გააღვიძე და წამოიყვანე, – ვუთხარი მანსუროვს.

უზბეკი წასასვლელად გაემზადა. სანამ გავიდოდა, სერჟანტმა კოპლატაძემ მიაძახა:

– მაგას პირში წყალი თუ არ ჩაასხი, არ გაიღვიძებს!

მანსუროვი წავიდა. ყაზარმა 400 მეტრში მდებარეობდა და მისვლა-მოსვლას დრო სჭირდებოდა. ჩვენ სასმელი ჩამოვასხით და მოთმინებით ველოდებით პოლკოვნიკის გამოჩენას. სამიოდე წუთის შემდეგ ყაზარმის მხრიდან განწირული, გაბმული ბღავილის ხმა შემოგვესმა და მოულოდნელად შეწყდა. ჩვენ ავტომატებს ვტაცეთ ხელი, რადგან, ვიფიქრეთ, რომ დუშმანები შემოიპარნენ და ახალი წლის ჩაშხამება უნდოდათ, მაგრამ, უეცრად, სასადილოში გაფითრებული მანსუროვი შემოვარდა და გვითხრა:

– პოლკოვნიკი გავაღვიძე, ის კი წამოხტა, იღრიალა და, სანამ წაიქცეოდა, ჩემი მოკვლა უნდოდა პისტოლეტით, მაგრამ, ჩაიკეცა და გადავრჩი.

– როგორ გააღვიძე? – ჰკითხა კოპლატაძემ.

– როგორც თქვენ მითხარით, – მიუგო მანსუროვმა, – მის ოთახში მათარა იდო, ავიღე, გავხსენი და პირში ჩავასხი.

ყველანი პოლკოვნიკის სანახავად გავემართეთ, რომელიც პირგამოთუთქული ეგდო თავის ოთახში... საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმომათარები გვქონდა, რომლებიც, რა ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგ, იმ ტემპერატურას ინარჩუნებდა, გარედან კი ხელით ვერც სიცივეს გრძნობდი და ვერც სიმხურვალეს. პოლკოვნიკ სავინკოვს კი, თურმე მათარაში მდუღარე წყალი ესხა და მანსუროვის წყალობით ზუსტად სამი თვე გაატარა ინტენსიურ მკურნალობაში“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...