„ქველმოქმედი“ ალექსანდრე ჩივაძე

ა კიდო

„ქველმოქმედი“ ალექსანდრე ჩივაძე

17 ივნ. 2017, 14:30:38

იყო დრო, როდესაც საქართველოში ფეხბურთი, მართლაც რომ, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია, სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.

საქართველოში ფეხბურთი  რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.

დღევანდელ წერილში ორ საინტერესო ისტორიას გავიხსენებ. თავდაპირველად სიტყვას არჩილ არველაძეს მივცემ, რომელიც „არასაფეხბურთო“ ამბავს მოიგონებს.

„ის პერიოდია, საშა ჩივაძე რომ გვავარჯიშებს... გარდა იმისა, რომ ის ამ უკვდავი სპორტის გენიალური სპეციალისტია, ადამიანურადაც დიდი ჰუმანისტია. არ არსებობს, მან ფეხბურთელების ჭირი და ლხინი არ გაიზიაროს. არ ყოფილა მომენტი, საშას ვინმე გასაჭირში მიეტოვებინა. ასეა დღესაც და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ქართული ფეხბურთის სასახელოდ.

ახლა კი მორიგ ამბავს მოგახსენებთ, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის და საჭიროდ ჩავთვალე – უნდა იცოდეს... ერთი ტექნიკური თანამშრომელი გვყავდა – მიტუშა (პირობითად). ბებია გარდაეცვალა რაიონში. ძალიან კარგი და ყურადღებიანი თანამშრომელი იყო ბატონი მიტუშა და მისი გამზრდელი ბებიის გარდაცვალების ამბავი, რა თქმა უნდა, ყველამ გულთან მიიტანა. 100-100 ლარი უყოყმანოდ ჩავრიცხეთ მიტუშას ბებიის გასვენების ფონდში. ჩივაძემ, როგორც უფროსმა – 200 ლარი შეაწია.

შეუდგა საქმეს გასვენების შემდეგ ჩვენი მიტუშა. ყველას დიდი მადლობა ჩამოგვირიგა და წავიდა ყველაფერი თავისი გზით.

რუსების ნათქვამია: „ბედა ადნა ნე პრიხოდიტ!“

ორ თვეში დედა არ გარდაეცვალა ამ უბედურებით გაჩენილ და ღვთისგან დაწყევლილ მიტუშას?

რა თქმა უნდა, ჩვენმა კოლექტივმა მიიტანა გასაჭირი გულთან. გასვენებაშიც ჩავაკითხეთ რაიონში და ფულიც შევუგროვეთ: ჩვენ – 100-100 და საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და „მამა-მარჩენალმა“, ისევ 200 ლარი შეაწია დამწუხრებულ ოჯახს.

– თქვენს ოჯახში არასდროს მენახოს მსგავსი ამბავი, – იცრემლებოდა საწყალი მიტუშა და  მადლიერების ნიშნად გულამოსკვნილი გვეხვეოდა.

მორჩა ეს ამბავიც...

ერთი ანეკდოტის არ იყოს... არ დაიჯერებთ ახლა და ზუსტად ორ თვეში, მამაც არ მოუკვდა იმ უბედურ დღეზე გაჩენილ მიტუშას?!

ისევ დამგლოვიარდა ძლივს გამხიარულებული ჩვენი საფეხბურთო სამყარო.

– უი, უი, რა უბედური ბედის კაცი ყოფილა ეს საწყალი! – თქვა ერთმა.

– აბა, კაცო, აბა! – რავა მაგიზა მეიცალა სიკვდილმა!

სხვა რა გზა იყო და ისევ დავდეთ 100-100 ლარი. საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და როგორც ყოველთვის, თვალის დაუხამხამებლად შეაწია ისევ – 200 ლარი.

ძვირფასო მკითხველო, ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, არასდროს არავისი დანაკლისი განგეცადოთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რასაც ახლა წაიკითხავთ...

ერთ თვეში მიტუშას შინაბერა უმცროსი დაც გამოეცალა ხელიდან.

– რას იზამ... სიკვდილი არავის უნდა... ხდება... ხდება! – თქვა საშამ და კიდევ შევაქუჩეთ 100-100 ლარი, საშამ – 200...

თვალზე ცრემლშეუშრობელ მიტუშას თვითონ გადასცა საშამ კონვერტში ჩადებული, აკრეფილი ფული და არცთუ ისე არასერიოზულად უთხრა:

– აი, შენ, ჩემო მიტუშა, ეს ფული, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო და დაიმახსოვრე კარგად...

– მთხოვეთ, ბატონო საშა, მთხოვეთ, რაც გნებავთ! – წყლად წავიდა მიტუშა.

– რამდენი დედმამიშვილი დარჩით ახლა თქვენ?

– ექვსი, ექვსი... ბატონო საშა, – ამოისლუკუნა მიტუშამ.

– ჰო და, ჩემო მიტუშა... ძალიან გთხოვთ, მთელი ჩვენი კოლექტივი... გაუფრთხილდით ერთმანეთს, რა!“

ჩვენი მეორე რესპონდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ბატონი დავით კვინიკაძე იქნება.

„ნოდარ ახალკაცთან კაბინეტში რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ. მისი ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო – რის დაცვა, რა დაცვა!.. შემოვიდა ვიღაც პიროვნება და ნოდარს მიმართა: ბატონო ნოდარ! ერთი ისეთი საფეხბურთო ილეთი დავამუშავე, რომ, თუ ნაკრებში ამიყვანთ, ყველა თამაშში ორ-სამ ბურთს აუცილებლად გავიტანო. მაინც, რა „ისეთი“ ილეთი დაამუშავეო, – ჰკითხა ცხონებულმა. რაო და, როდესაც მოწინააღმდეგე დაჯარიმდება, მე ბურთს ჩავაწოდებ მეტოქის საჯარიმოში, ბურთს კი თვითონვე დავხვდები და თავური დარტყმით მათი კარის ბადეს შევარხევ. ამ ილეთს მე „მესხი-კალოევის დუეტი“ დავარქვიო.

ნოდარმა ჩვენ თვალი ჩაგვიკრა, მას ხელი მაგრად ჩამოართვა, შეაქო, მაგრამ, ბოლოს დაღონებული სახით უთხრა: ეს ძალიან კარგი ილეთი დაგიმუშავებია, მაგრამ, შენ ფეხბურთის თამაშის ერთი წესი დაგვიწყია – ფეხბურთელს ჯარიმის დარტყმის შემდეგ ბურთზე თამაში აღარ შეუძლია, ვიდრე მას სხვა მოთამაშე არ შეეხება – მიყოლებით ბურთზე ორჯერ შეხება აკრძალულიაო. მერე კი სერიოზული ტონით განაგრძო:

– ნამეტანი ჭკვიანი კაცი ჩანხარ. მოდი, ასე მოიქეცი: შენ სხვა, ახალი ილეთის დამუშავებაზე ივარჯიშე, მე კი „ფიფას“ ხელმძღვანელობას მაღარიჩის სახით ერთ კაი მოზრდილ ჭედილას დავუკლავ და, იქნებ, როგორმე ეს ოხერი წესი გავაუქმებინოო.

ძალიან კმაყოფილი წავიდა ის პატიოსანი კაცი ნოდარის ოთახიდან“.





 ახალი ამბები
  • თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს _ მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზეჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა განუცხადა. „ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ, ნახავთ. ისეთები იქნებიან, გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება, არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ, მიიღებენ მაგას, იმიტომ, რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008-ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. რაც შეეხება გახარიას, ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას „ლაიქს“ ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა“, - განაცხადა მეუფე ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალასალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა“, - აცხადებენ ... ...
  • ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსზე აიცრაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ზაალ მამალაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთი ირკვევა, მათ ვაქცინა ჩოხატაურში, კლინიკა „მედალფაში“ გაიკეთეს. ცნობისთვის, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ჩოხატაურში 2 დღის წინ განახლდა.  აცრის  გაკეთება ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ არის ... ...
  • "თუ გაგიგეს ქართულად საუბრობ, პრობლემები შეგექმნება" _ ახალგაზრდა ოკუპირებული აფხაზეთიდანსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრება სულ უფრო რთულდება ყველასთვის განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ისინი ძალიან რთულ გზას გადიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. „გურია ნიუსთან“ საუბრისას რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან აფხაზეთში მისი ოჯახის წევრები არიან დარჩენილი და შეეშინდა, საფრთხე არ შეექმნა მათთვის. იგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, როგორია საქართველოს ოკუპირებულ  აფხაზეთში ცხოვრება... _ ჩემი აფხაზეთთან კავშირი დაიწყო ბავშვობიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა მამასთან, გალში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. სრული ქაოსი დამხვდა იქ... იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ, საბოლოოდ, გავართვი თავი ჩემი იქაური მეგობრების წყალობით. _ აფხაზეთის  სკოლებში რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს? _ ომის შემდეგ პერიოდში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე იყო. რომელ სკოლაშიც მე დავდიოდი, იქ მხოლოდ ერთი საგანი იყო ქართულ ენაზე _ ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც კვირაში ორი დღე ეთმობოდა. სხვა ყველა საგანს რუსულად  გავდიოდით. ძალიან აგდებული დამოკიდებულება იყო. იმდენად, რომ სურვილი გეკარგებოდა ქართული ენის სწავლის. _ იქ მცხოვრებლებს რამდენად მიგიწვდებოდათ ხელი  მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე? _ სიმართლე რომ გითხრათ, როცა მე ან ჩემს ოჯახს რამე წამალი დაგვჭირვებია და გავსულვართ, ნებისმიერი წამალი გვიყიდია. თუ გალში არ იყო, სოხუმიდან ან გაგრიდან მოჰქონდათ. ცუდია, რომ ზოგი იქ მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, თითქოს არ მიგვიწვდებოდა ხელი წამლებზე ან არ იყო, ასე არ ყოფილა, რადგან მე რამდენჯერაც დამჭირვებია წამლები თუ საავადმყოფო, ყოველთვის მქონდა საკმარისი ყურადღება. როცა მე ან ჩემს ოჯახს რამე დახმარება დაგვჭირვებია, ყოველთვის აღმოუჩენიათ დახმარება. _ თუ ასხვავებდნენ ქართველებს იქაური აფხაზებისგან? _ მსგავსი მაგალითი არ ყოფილა. უბრალოდ, თუ მე ვდგავარ რიგში და ჩემს შემდეგ ვინმე „წონიანი ტიპი“ მოვიდა იმას გაატარებენ ურიგოდ და მე ისევ ჩემს რიგში მომიწევს დგომა. ეს მემგონი აქაც ასეა. დეზინფორმაცია ვრცელდება აფხაზეთზე და ძალიან მწყინს. _ როგორ ხდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლა  და თქვენ რამდენად მარტივად შეგეძლოთ გადაადგილება ეგრეთწოდებულ საზღვარზე? _ 14-წლამდე მამას საბუთი ჰქონდა, რომ მე მისი არასრულწლოვანი შვილი ვიყავი და შეეძლო გადმოვეყვანე ეგრეთწოდებულ საზღვარზე. 15 წლისას მომიწია ოფიციალური საბუთის აღება, რითიც შევძლებდი მამასთან ერთად გადამელახა „საზღვარი“. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩუმად გადავპარულვარ ან ჩემს ოჯახს ფული გადაუხდია, რადგან ან გამოცდა მქონდა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის და ექიმთან ვიზიტის საჭიროების გამო უნდა გადავსულიყავი. ყოველთვის ჯერ ენგურის ხიდზე მივდიოდით, რომ გვეცადა ოფიციალურად გადმოსვლა. რა თქმა უნდა, არ გვიშვებდნენ, მიზეზად არასაკმარის დოკუმენტებს ამბობდნენ. მამას არ ჰქონდა იქაური მაცხოვრებლის სტატუსი. ხალხს იძულებულს ხდიდნენ, იქ მაცხოვრებლის სტატუსი აეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „შავი გზით“ გვიწევდა გადასვლა და ხშირად გვიჭედრნენ, ზოგს  კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მახსოვს, გამოცდების პერიოდი მქონდა და „საზღვარზე“ არ მიშვებდნენ. მაშინ მამამ 5000 რუბლი გადაიხადა, რომ მე გადმოვსულიყავი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. _ რა ხდება ეგრეთწოდებულ საზღვარზე დაჭერის შემდეგ? _ „საზღვარზე“ დაჭერისას მივყავდით პოლიციას და გვართმევდნენ ყველა სახის საბუთს _  პირადობა იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა. არა მხოლოდ ქართულს, არამედ ყველას. შემდეგ, რაღაც თანხის სანაცვლოდ გვიშვებდნენ, მაგრამ საბუთებს იტოვებდნენ. _ როგორ შეაფასებთ იქ ცხოვრებას? _ ძალიან მიყვარს იქაურობა, მაგრამ იქ ცხოვრება ურთულესია, როცა შენ ხარ ქართველი და უფლება არ გაქვს შენს ენაზე ისაუბრო. არავინ გიკრძალავს, მაგრამ იცი, რომ თუ გაგიგეს ქართულად საუბრობ, პრობლემები შეგექმნება. იქ მე სულ ქართულად ვსაუბრობდი. ერთხელ, როდესაც პარკში მეგობრებთან ერთად ვიყავი, ერთი პიროვნება მოვიდა და მითხრა, რომ პატივი მეცა მათთვის და ქართულად არ მესაუბრა... _ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ? _ კი. სულ სხვანაირად გვიყურებენ და ეს დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა. იქიდან ყველა ახალგაზრდა მოდის, რადგან არ არის იქ არანაირი პერსპექტივა, განვითარების შანსი... თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი რამ გალამაზდა და შეიქმნა... მინდა, რომ იქაც იგივენაირად შეეძლოთ განვითარება ახალგაზრდებს, როგორც აქეთ...  _ ამბობს ახალგაზრდა ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში არ ... ...
  • "ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის" _ ანა იოსავანამახვანჰესის აქციაზე მომხდარი სიტყვიარი შელაპარაკების შემდეგ, როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა იოსავამ თქვა, 16 აპრილს დააკავეს ფირუზ და რეზო წულუკიძეები და ძმები ჭელიძეები. "ჭელიძეებთან, რომლებსაც სახლში შშმ მამა ჰყავთ, შევარდა სპეცრაზმი და ძალის გამოყენებით დააკავეს ძმები. ისინი არიან ჩვეულებრივი ბათუმელი ბიჭები, რომლებსაც ჰყავს მეგობრები და ახლობლები. იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, არ შეიძლება ესე მოექცნენ". დაკავებების სერია გაგრძელდა _ 23 აპრილს ხონის გზაზე დააკავეს ელდარ ანთაძე. „არც მტკიცებულება და კადრები არ არსებობს მათი დანაშაულის დამამტკიცებელი. უნდათ, ეს ბიჭები ჩასვან ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან აქტიურობენ", _ ამბობს ანა იოსავა. მისი თქმით, ვარლამ გოლეთიანმა იცოდა აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე ყოფნის დროს არ უსაუბრია ამ თამაზე. "ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის. არადა, ეს ბიჭები მხარდასაჭერად ჩავიდნენ". "გურია ნიუსი" ესაუბრა ელდარ ანთაძის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას. ადვოკატის თქმით, ის საქმის შესწავლის პროცესშია, რის შემდეგაც შეძლებს კომენტარის გაკეთებას. რა ედებათ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს ბრალად, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მათ საქმეზე და რას ითვალისწინებს სასჯელი, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 და 23 აპრილს დააკავეს შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  ჯგუფური ძალადობა. როგორც შსს-ში გვითხრეს, მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 225 მუხლით, რომელიც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. უწყების განცხადებით, შვიდივე დაკავებულის დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...