"მაინცდამაინც მინისტერი უნდა ვიყო, რომ კარგათ მიქნათ საედინენიე?"

ა კიდო

"მაინცდამაინც მინისტერი უნდა ვიყო, რომ კარგათ მიქნათ საედინენიე?"

4 იან. 2018, 12:14:25

გასული საუკუნის მეორე ნახევარში რუსულენოვანი ჟურნალი ,,ამერიკა” შემოდიოდა ჩვენში. ერთ-ერთ ნომერში დიდი სტატია იყო მიძღვნილი ტელეფონისადმი, სადაც ასეთი სიტყვები იყო: ტელეფონი ჩემი მეგობარია, მის გარეშე როგორც უხელო ისე ვარო... საუბარი იყო სტაციონალურ დანადგარზე, ახლა კი, ორმოცი წლის განვლის შემდეგ, მობილურის გარეშე ალბათ კაცი არ მეგულება ამ დუნიაზე და უმობილურობა ნაღდად უხელობას ნიშნავს...

ცნობისათვის, პირველი სატელეგრაფო ხაზი ფოთსა და თბილისს შორის 1860 წელს გაიყვანეს, 1868 წელს პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს ტელეფონით თბილისი ბაქოს, ხოლო 1893 წელს ამოქმედდა პირველი სატელეფონო სადგური თბილისში.

ახლა კი გადავინაცლოთ, ლამის, 100 წლით უკან თბილისში და ვნახოთ, როგორ ცდილობდა ერთი გურული ტელეფონით დაკავშირებას. 

 ჟურნალიდან ,,ეშმაკის მათრახი“ (1920)

გურული სცენა (ტელეფონი) 

-მომეცით პაჟალუსტა გასტინიცა ვორიანტ.

-ნომერი მიბძანეთ, ბატონო.

-ნომერი არ ვიცი, თვარა ქე გეტყოდი.

-მაშ კარგი, ქალს მოგცემთ და ის გეტყვით ნომერს.

-ბატონო, ქალი ერთი ქე მყავს, ქარ-მეხმა დაანგრია მისი გამომცემელი და მიორე რა ეშმაკათ მინდა?

-თქვენ ვერ მიხვდით, ბატონო, უფროსი ქალი, ე.ი. სტარშს მოგცემთ, რომელმაც ტელეფონის ნომრები იცის...

-ხოო, უკაცრავათ, შენი ჭირიმე. მე მეგონა, მიორეჯელ მიპირობდით ცოლის შერთვას...

 

-მომეცით ორიანტის გასტინიცა.

-სტანციაში დარეკეთ...

-ბატონო, სტანციიდან მე თვითონ ვლაპარიკობ, აგერ, ძამა ჩამოუვიდა გურიიდან ჩემ აფხანაკს, მისი შვილი ვორიანტში მსახურობს და იგი მინდა დევიბარო აქანე.

-ვ ცენტრალნუიუ პაზვანიტე, I პროსიტე 2-61.

- ხოო, მერსი, მერსი, მივხთი...

-მომეცით 2-61. 

-...დაკაავებულია.

-რითაა დაკავებული?

-ტელეფონი, ბატონო, არ სცალია... 

-მზად გახლავთ თქვენი ნომერი.

-მადლობა ღმერთს. ატკუდა, გოსტინიცა ვორიანტ?

-ნეტ, ნეტ, ეტო დომ უმალიშონიხ.

-რას ვერ იშოვნი კაცო?

-უმალიშონიხ... სუმაშედშიხ...

-სუმაშეჩიც ხარ და ერთიც მეტი... დავაი ატბოი...

-ბატონო, მომეცით 2-61.

-მზად არის.

-ატკუდა? ჰა? ატკუდა? კუდი მოგძრა შენ ვინცხა ხარ.

-პრიომნი პაკოი ბალნიცი არამიანც...

-ვაი, შენ დაგექცა ვოჯახი...

-ჩტო?

-ნიჩევო, დავაი ატბოი.

-ცენტრალნი? მაგი რა ამბავია, ბატონო, ჩემ თავზე, ჩემს მეტი ვერაკაცი ვერ ნახე სასაცილო? ახლა მაინცდამაინც მინისტერი უნდა ვიყო, რომ კარგათ მიქნათ საედინენიე?

-უკაცრავად, ბატონო, რა ჩემი ბრალია, ძალიან ცუდათ ისმის, აი, მზად გახლავთ ორიანტი და ელაპარაკეთ.

-უკაცრავად, თქვენთან ახლა აღარ მინდა, ჯერ იყო და გიჟებში გამაგზავნეთ, მერე არამიანცის ბალნიცაში, აწი მგონი კუკიის სასაფლავოზედაც მალე გამაგზავნით, ამდოხანს ჩავჟდებოდი პერვი ნომერში, მივიდოდი და გამევიდოდი კიდეც. აღარ მინდა, ამისანა ტელეფონს ბაღნობისას მეც ქე ვაკეთებდი ძაფით და სპიჩქის კოლოფით...





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...