მედესანტე კიკაბიძის „ხუმრობა“

ა კიდო

მედესანტე კიკაბიძის „ხუმრობა“

17 თებ. 2018, 12:53:34

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად, ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი პოდპოლკოვნიკი ომარ ნემსაძე იქნება.

„პროფესიით სამხედრო კონსტრუქტორი ვარ და ორმოცი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო ლაბორატორიაში ვიმუშავე. ჩვენ სხვადასხვა იარაღსა და დამცავ საშუალებას ვცდიდით, რომლებსაც შემდგომ შეიარაღებაში ვნერგავდით.

ერთხელ თერთმეტკილოგრამიანი ჯავშანჟილეტის სიმყარეს ვცდიდით და ოცი მეტრის მანძილიდან „აკაესის“ სისტემის ავტომატიდან ვცხრილავდით. ჩემთან ერთად კიდევ ორნი იყვნენ – ვანია ლოსევი და იური სერგეევი. გამოცდა ორნაირად ტარდებოდა. ჯერ კედელზე მიყუდებულ ჯავშანჟილეტს ვესროდით და გამოცდას თუ გაუძლებდა, შემდეგ მას ერთ-ერთი ჩვენგანი იცვამდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელი დამატებით კორსეტს იცვამდა, რათა ტყვიებს ნეკნები არ დაემტვრია, გამოცდის პროცესი მაინც ძლიერ მტკივნეული და არასასიამოვნო იყო.

თერთმეტკილოგრამიანი ჟილეტის გამოცდამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაიარა და უკვე ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ჩაეცვა განმეორებითი სროლებისთვის. მე უარი ვთქვი და ეს მისია სერგეევს ერგო. ამიტომ, ის ტირიდან გასახდელში გავიდა.

– ნახე, როგორ შევაშინო, – მითხრა ლოსევმა, როდესაც სერგეევი გავიდა, – დავახლი და დავახლი, როგორც კი შემოვა და ვაკოტრიალებ.

– თუ ძმა ხარ, რამე არ მოხდეს, – ვუთხარი ლოსევს, რადგან მისი განზრახვა არ მომეწონა.

– რა უნდა მოხდეს, არ ვიცი?! – იწყინა ლოსევმა, – განა დაგავიწყდა, როგორ ვისვრი?

ლოსევი მართლაც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ჯავშანჟილეტს 100 მეტრიდანაც არ ააცდენდა ავტომატის ტყვიას.

სერგეევი ძალიან მალე დაბრუნდა და ჩვენ რომ დაგვინახა, პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ლოსევმა მას ავტომატი დაუმიზნა ჯავშანჟილეტში და სასხლეტს გამოჰკრა თითი. თუმცა, მჭიდი ცარიელი აღმოჩნდა და არ გავარდა. ლოსევმა ავტომატი დააგდო, პისტოლეტი ამოაცურა და სერგეევის მიმართულებით გაისროლა... მე თვალნათლივ დავინახე, როგორ გამოასხა სერგეევის მკერდიდან სისხლმა და ის ძირს დაეცა.

მე დაჭრილს მივვარდი და ამ დროს იური სერგეევიც შემოვიდა, ხოლო მკერდში დაჭრილი კი უჯავშანჟილეტო, იურის ტყუპისცალი, ვიქტორი იყო, რომელიც ტირში მუშაობდა და ძმის სანახავად იყო შემოსული.

მადლობა ღმერთს, რომ ვიქტორი გადარჩა და არც ავტომატში აღმოჩნდა ტყვიები, რადგან „აკაესიდან“ დაცხრილულ ადამიანს არაფერი გადაარჩენდა“.

ბატონი ომარი კიდევ ერთ შემთხვევას მოგვიყვება.

„როდესაც სამეცნიერო ლაბორატორიაში მივედი სამუშაოდ, 20 წლის ვიყავი, ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და საბრძოლო შეიარაღებებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ულაპარაკოდ მიმიღეს და ჩემი სამსახურებრივი ნათლობაც პირველივე დღეს მოხდა.

სამუშაოდ საცდელ საამქროში გამამწესეს. ახალ თანამშრომლებთან პირადად დირექტორმა წარმადგინა, შემდეგ დამტოვა და წავიდა. ოთახში, სადაც მე ვმუშაობდი, რვა თანამშრომელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი მაგიდა და სკამი გვქონდა, დიდ სეიფში კი საბრძოლო იარაღის ნიმუშები ინახებოდა.

შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ის ხან მოხსნიდა რგოლს, ხან უკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. დავაპირე მეთქვა, რომ შეენახა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, როდესაც მან კვლავ მოხსნა რგოლი და ხელიდან გაუვარდა და რგოლი მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან კი დამცავმოხსნილი, დეტონატორიანი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეიხედა, რგოლის მოსაძებნად. მე გავშრი, რადგან 3-4 წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა და იქ მყოფებს დაგვხოცავდა. ფეხზე წამოვხტი და სანამ ღია ფანჯარაში ვისკუპებდი, ვიყვირე: „ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი“, – შემდეგ ფანჯარაში გავფრინდი და თან, მივაყურადე აფეთქების ხმას. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა და ფანჯრისკენ რომ ავწიე თავი, იქიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა. დეტონატორს თურმე ნემსა ჰქონია მოხსნილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე „ნათლავდნენ“ ახლებს...“

პოლკოვნიკი გენო ლაღიძე თავის დროზე ავღანეთში იბრძოდა და რასაკვირველია, გასახსენებელიც ბევრი გააჩნია.

„1980 წელია. ავღანეთში ვართ და მე და ჩემი მედესანტე მეგობრები წითელი არმიის დღეს აღვნიშნავთ სასადილოში. ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. ჩვენი მეთაური, პოდპოლკოვნიკი რაევსკი, თვალის მოსატყუებლად წავიდა ყაზარმაში და დაგვიბარა: სუფრას რომ გაშლით, გამაღვიძეთ და მოვალო. სასადილოში ერთი ბაქოელი მზარეული იყო, ვაჰიდ ბაბაევი, რომელსაც ვუთხარით, ყაზარმაში წასულიყო და რაევსკი გაშლილ სუფრასთან მოეწვია. ვაჰიდა წასასვლელად გაემზადა, რომ გივი კიკაბიძემ უთხრა:

– ვაჰიდ, თუ არ გაიღვიძოს და ხვრინავდეს, პირში წყალი ჩაასხი და ისე გააღვიძე, ნუ გეშინია, არაფერს გეტყვისო.

გივი კიკაბიძე თბილისელი, შაყირისტი ტიპი იყო და რუსებს ატყუებდა, ბუბას ძმა ვარო, ხოლო, რადგან რუსებს ბუბა ძალიან უყვარდათ, მისი ხათრით ბევრ რამეს უკეთებდნენ. ის კი ზოგჯერ ისეთ „შტუკებს“ უწყობდა, ბუბას „ძმა“ რომ არ ყოფილიყო, ნაღდად „გაადისბატებდნენ“.

ბაბაევი სულ რაღაც ორიოდე წუთის გასული იყო, როდესაც ყაზარმიდან არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა. უცებ, სასადილოში გაფითრებული ბაბაევი შემოვარდა, რომელსაც ავტომატმომარჯვებული, შიშველი პოდპოლკოვნიკი რაევსკი მოსდევდა. ბოლოს, რაევსკის ავტომატი გაუვარდა, ყელზე იტაცა ხელები და უგონოდ დაეცა.

– რაშია საქმე? – ვკითხე ბაბაევს.

– უფროსს ეძინა და ხვრინავდა. რომ ვერ გავაღვიძე, როგორც მასწავლეთ, ისე მოვიქეცი. მისი მათარა ავიღე და პირში ჩავასხი წყალი. ის კი წამოხტა, ავტომატი მოიმარჯვა და გამომეკიდაო, – თქვა შეშინებულმა ვაჰიდმა...

საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმული მათარები გვქონდა და როგორი ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგნით, ისეთივე ტემპერატურას ინარჩუნებდა. რაევსკის მათარაში კი მდუღარე ესხა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როდესაც მძინარეს ჩაასხამდნენ პირში...

რაევსკიმ სამი თვე იმკურნალა. ბაბაევს არაფერი უთხრეს, რადგან კიკაბიძემ ყველაფერი აღიარა. თვითონ კიკაბიძე კი მკაცრი სასჯელისგან ბუბას „ძმობამ“ იხსნა...

დღევანდელი „სამხედრო მოგონებების“ დასასრულს სიტყვას პოლკოვნიკ ტიტე კორძაიას გადავცემ, რომელიც ერთ უჩვეულო „ისტორიას“ მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. გაგანია ცივი ომის პერიოდია და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბერლინის მახლობლად, საიდუმლო სამხედრო აეროდრომზე ვმსახურობ. საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ზონაში, სადაც მე ვიყავი, არანაირი სამხედრო საფრენი აპარატის ყოლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი იქ გამანადგურებელთა ესკადრილია და შვეულმფრენთა პოლკი გვყავდა. მეც სწორედ ასეთ შვეულმფრენ „მი-8-ზე“ ვიყავი მიმაგრებული. ის მძლავრი რეაქტიული რაკეტებით იყო აღჭურვილი და იმ დროისთვის მრისხანე ძალად ითვლებოდა.

ჩვენი აეროდრომის ტერიტორია სამმაგი საკონტროლო ზოლით იყო გარშემორტყმული. იქ შესვლა, ასევე, იქიდან გასვლაც უმკაცრესად კონტროლდებოდა სპეცგანყოფილების მიერ. საიდუმლო ბაზის ტერიტორიაზე წყალიც მკაცრად ისინჯებოდა და ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით ბაზის ტერიტორიაზე არყის შეტანას და იატაკქვეშ ქეიფებსაც კი ვმართავდით დროდადრო.

14 თებერვალია, ვალენტინობა, იმ დღეს მთელი კომუნისტური და არაკომუნისტური გერმანია „გულაობდა“. სექსი პირდაპირ ქუჩაში „მიდიოდა“. მე და ჩვენი ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი – ლოვა სერგეევი და ალიოშა ონიანი მალულად ვქეიფობდით ბარაკში. ორი ბოთლი არაყი რომ დავლიეთ, ალიოშამ კიდევ ორი ბოთლი „გაშანსა“ და ისიც რომ გამოგველია, მე და ონიანს დალევის საღერღელი სწორედ მაშინ აგვეშალა.

– წავალ, სასმელს მოვიტან და მალე მოვალ, – თქვა ალიოშამ, წამოდგა და გავიდა.

ვიფიქრე, ალბათ, კიდევ სადმე აქვს გადამალული არაყი-მეთქი და ალიოშას მოლოდინში რადიომიმღები ჩავრთე. მუსიკამ მომთენთა და ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ალიოშას ხმამ, ქალების კისკისმა და ლოვა სერგეევის გინებამ გამაღვიძა.

თვალი გავახილე და რას ვხედავ – ალიოშა ონიანს ორი უზარმაზარი პაკეტი უჭირავს ხელში და იქიდან ალაგებს შოტლანდიურ ვისკებს და ნაირ-ნაირ მშრალ საჭმელს. მის გვერდით კი ტანწერწეტა, ქერათმიანი გერმანელი გოგონები კისკისებენ, რომლებსაც ეტყობათ, რომ საკმაოდ შექეიფიანებულები არიან.

– რა ხდება, ალიოშა, აქ? – ვკითხე ონიანს და თვალები მოვიფშვნიტე.

– მუსიკას აუწიე და „შევუბეროთ“! – მიპასუხა ალიოშამ და თავად აუწია რადიომიმღების ხმას. შემდეგ ჭიქებში ვისკი ჩამოასხა და ასწია.

– აი, ჩემო ძმაო, ღვინო, დუდუკი და მშვენიერი ქალები. ამათ რომ ვუყურებ, თავი ქუთაისში მგონია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალიოშა ონიანმა ეს „სავალენტინო ნობათი“ დასავლეთ ბერლინიდან ჩამოიტანა. მან თავისი ვერტმფრენით საზღვარი გადაკვეთა და სიყვარულით გაბრუებული კაპიტალისტური ბერლინიდან სასმელ-საჭმელი და ლამაზმანი გერმანელი პოლიტხელი ქალები ჩამოიყვანა.

ქალები შემდეგ სახმელეთო გზით დააბრუნეს უკან ჩვენმა „ასობისტებმა“ და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ სასჯელს ველოდით ხელმძღვანელობისგან, ჩვენთვის ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს“.





 ახალი ამბები
  • ქარტია: მედიაზე თავდასხმის ყოველი გამოუძიებელი შემთხვევა ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტის - მეუფე ანტონის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია. თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო ... ...
  • რიონის ხეობის დამცველები ოზურგეთში იმყოფებიანამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რიონის ხეობის დამცველები იმყოფებიან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ის ე.წ. ჭადრების ბაღში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდოს გამო ოზურგეთის თეატრის გარე ფოეში ტარდება. ფოტო: ვახუშტი ... ...
  • "მაღალ მთაში წამოთოვს"- მოსალოდნელი ამინდი გურიასა და საქართველოშისაქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რის გამოც მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და  ქარი. „შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც. მოსალოდნელია წვიმა,ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოშ, ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერებულია და შენარჩუნდება საღამომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 4 საათიდან იქროლებს.  ძლიერი ქარი ნალექის ინტენსივობას შეამცირებს, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული აღინიშნოს სეტყვა ბოლნისში, ძლიერი პროცესია  კახეთში, დედაქალაქშიც, მაგრამ ქარის გაძლიერების შემდეგ ნალექი შეწყდება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28 მ/წმ-ის დაქროლვა ჰქონდეს. ტემპერატურა იკლებს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში +12, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში + 8, +10, მაღალ მთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი და წამოთოვს. დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება.  ზოგან ღამის საათებში შენარჩუნდება. 11 მაისს გამოიდარებს,  მაგრამ მაღალ მთაში თოვა შენარჩუნდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს შიდა ქართლში.  11 მაისს შესაძლებელია +1 გრადუსი დაფიქსირდეს. გურიაშიც იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალ მთაში მოთოვს.  11 მაისიდან კი ტემპერატურა ისევ მოიმატებს“,_ გვითხრა ... ...
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...