"მეც ზვიადის მივეცი მრგვალ მაგიდაზე" _ ქურთი ატლასას პოლიტიკური არჩევანი

ა კიდო

"მეც ზვიადის მივეცი მრგვალ მაგიდაზე" _ ქურთი ატლასას პოლიტიკური არჩევანი

7 ოქტ. 2017, 11:01:37

ორიოდე კვირაში საქართველოში მორიგი არჩევნები გველის. ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა თანდათან მატულობს და „სიმხურვალეს“ 21 ოქტომბრისთვის მიაღწევს.

დღევანდელ წერილში ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზებს შემოგთავაზებთ. იმედია მოვლენებით დახუნძლული შვიდი დღის  შემდეგ ცოტათი „დაისვენებთ“ და ახალ „ქართულ სამუშაო პოლიტიკურ კვირას“ კარგი განწყობით შეხვდებით.

ლაშა ნაცვლიშვილი

„ჩემს საარჩევნო შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.

შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი - თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც და, მთელი  ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: „ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა“. ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა  ამოიოხრა: „რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა...“

ვალერი გელაშვილი

„არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა.

შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ-ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:

- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - „დემოკრატები“ „ცოცხალს“ არიგებენო.

ხაშურში „ცოცხალი“ არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!

- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.

- იქნებ გადაგემოწმებინათ? - წამოაყენა იდეა.

მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:

- „დემოკრატები“ ცოცხალს მართლა არიგებენ?

- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.

- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები, ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.

- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.

- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?

- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, „ცოცხალი“ თევზი კი არა, „დემოკრატების“ გამოშვებული გაზეთის სახელია...“

დავით უსუფაშვილი

„1990 წლის არჩევნების წინა დღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ ვიღაცები არჩევნების ჩაშლის ოპერაციას ამზადებდნენ ყველაზე  მზაკვრული მეთოდით - ზოოპარკიდან ლომებისა და ვეფხვების გაშვება ჰქონიათ დაგეგმილი.

უკვე შუაღამეა, რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას. ცსკ-ს წარმომადგენლები, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები შევიკრიბეთ და დავიწყეთ ფიქრი გამოსავალზე.

- გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ცხოველების ქუჩაში გამოჩენა დეზინფორმაციაა, - დაასკვნა ერთმა.

- არ გამოვა, - იდეა დაუწუნეს, - ლომისა და ვეფხვის ხსენებაც კი პანიკას გამოიწვევს და ცხვირს აღარავინ გამოყოფს გარეთ.

ორსაათიანი სერიოზული თათბირის შემდეგ “გენიალური” გადაწყვეტილება მიიღეს! თითო გალიას თითო მაღალჩინოსანი ოფიცერი მიამაგრეს, რომლებიც დიდი ბოქლომებით გაქანდნენ ზოოპარკისკენ, გალიები დამატებით გადარაზეს და გასაღების ერთადერთი ეგზემპლარი ღრმად შეინახეს ჯიბეში. ვისი ცხოველიც ქუჩაში აღმოჩნდებოდა, ტყავის გაძრობა არ ასცდებოდა და არჩევნების დამთავრებამდე საათში ერთხელ გულისხეთქებით გარბოდნენ “საკუთარი” გალიისკენ“.

ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით თავის დროზე გავრცელებული რამდენიმე ანეკდოტიც ამოვკრიფე.

„ბუში, პუტინი და სააკაშვილი ერთად მიფრინავენ. მათთან ერთად თვითმფრინავში მხოლოდ ორი პილოტია. თვითმფრინავი დაზიანდა და ვარდება. ხუთ ადამიანს მხოლოდ ერთი პარაშუტი აქვთ. დაიწყეს ბჭობა, ეს ერთადერთი პარაშუტი რომელმა მათგანმა უნდა გამოიყენოს. კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, მოდი არჩევნები ჩავატაროთ და ვინც მეტ ხმას მიიღებს ის გადარჩებაო. ჩაატარეს არჩევნები. მოიგო მიშამ, გაიკეთა პარაშუტი და გადახტა. გაკვირვებული ბუში პუტინს ეკითხება: კაცო ამ თვითმფრინავში მხოლოდ მიშა, მე, შენ და ორი პილოტი ვიყავით და სააკაშვილმა თხუთმეტი ხმა საიდან მოაგროვაო?“

„მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში ჩადის და მოსახლეობას ხვდება. ათას რამეს დაპირდა და ბოლოს დააყოლა: „ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარს დაგირიგებთო". შეკრებილ ჯგუფს ერთი მოხუცი, მიხო პაპა გამოეყო და კანდიდატს მიმართა: „შენ, შვილო, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ეგრეა? ქალიც მოგინდება ხოლმე არა? „მაჟორიტარი შეიშმუშნა - „ჰო, კი“ - დაბნეულად უპასუხა. „ალბათ ბორდელში დადიხარ-ხოლმე, არა? - გაგრძელა მოხუცმა - რამდენს იხდი ხოლმე?" დაბნეულმა მაჟორიტარმა უპასუხა: „რა ვიცი, 50 დოლარს, ან თუ ქალი ძაან მომეწონა შეიძლება 100 დოლარიც გადავიხადოო". „ჰოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქ 50 დოლარად 5 წელი უნდა გვიხმაროო?!" - მიახალა მოხუცმა“.

„ნუ შეწუხდებით ბიოგრაფიის დაწერით. გადაწყვიტეთ დეპუტატობა და ოპონენტები ამაზე თქვენს ნაცვლად იზრუნებენ“.

წერილის დასასრულს ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვებგვერდზე ამოვიკითხე.

„90 იანებია, პურის რიგში ხალხი ღამის 2 საათიდან რომ იწყებდა დგომას. როგორც იქნა, მოვიდა პური. ჩვენ, ახალგაზრდები დაცლაში ვეხმარებოდით, ამიტომ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ამ შრომის ფასად ურიგოდ გვაძლევდნენ შეძენილ პურს.

ერთი ქურთი მეზობელი გვყავდა, ატლასა, და ვიღაცა გაეხუმრა:

-ატლას, ეს ქურთი ქალი რომ ჩამდგარხარ რიგში, ხომ ხედავ, ქართველებს აღარ გვყოფნის პური და შენ რაღა დაგრჩებაო?

- ეგრე რათ უმბობ, ჰა? მე კაი ქალი ვარ, მეც ზვიადის მივეცი მრგვალ მაგიდაზეო.

კაი ქალი იყო ატლასა. ღმერთმა გაანათლოს!“





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...