მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

ა კიდო

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

5 ნოე. 2017, 15:44:49

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვირაობით „დროებით დავიწყებულ“ თანამემამულე სამართალდამცველებს მივცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

სისხლის სამართლის სამძებროს ლეგენდარული ქართველი მაძებარი, კოკა რუსაძე იხსენებს:

„მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს ერთ ჩემს მდიდარ ბავშვობის მეგობარს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბოროტმოქმედებმა 80 წლის ბებია მოსტაცეს და გამოსასყიდად 100 ათას მანეთს ითხოვდნენ. მე ამ დროს სამკვირიანი შვებულებით ვიმყოფებოდი თბილისში და ატირებულმა ძმაკაცმა ტელეფონში მითხრა: მართა ბებია გაიტაცესო. გამტაცებელს დაურეკავს და უთქვამს – 100 ათასი გაამზადე, დაგირეკავ და გეტყვი, ფული სად დადოო. თუ არ მოიტან, მოხუცს მოვკლავთო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუცის უკან დასაბრუნებლად და ბოროტმოქმედთა დასაჭერად ასეთი რამ მოვიფიქრე: როდესაც გამტაცებელმა კვლავ დარეკა, ჩემგან დარიგებულმა მეგობარმა მას უთხრა:

– ფული სამ დღეში მექნება, მოგვიანებით დამირეკე და მითხარი, სად დავდო. შენ კი დაუყოვნებლივ „ეხამ სიბელელუს“ იყიდე აფთიაქში ტაბლეტებით და ბებიაჩემს დაალევინე, თორემ ხელში ჩაგაკვდება, ფულსაც ვერ მიიღებ და ხახამშრალი დარჩებიო...

ჩემ მიერ მოფიქრებული კომბინაციის აზრი ის იყო, რომ ბოროტმოქმედს არარსებული წამლის სახელწოდება ჩავაწერინეთ. თბილისში კი იმ პერიოდში სულ თხუთმეტიოდე აფთიაქი ფუნქციონირებდა. ყველა მათგანში ჩვენი თანამშრომელი ჩავასაფრეთ და „ეხამ სიბელელუსის“ საყიდლად მისული ადამიანის მეშვეობით უნდა მიგვეგნო მართა ბებიისთვის.

– რატომ მაინცდამაინც „ეხამ სიბელელუს“ და არა სხვა სახელწოდება? – დაინტერესდა ჩემი მეგობარი, მე კი მივუგე:

– „ეხამ სიბელელუს“ კარგად ჟღერს ლათინურად, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ცოტაც მოითმინე და სულ მალე ყველაფერს გაიგებ-მეთქი.

და მართლაც, სულ რაღაც ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ პლეხანოვზე მდებარე აფთიაქში „ეხამ სიბელელუსი“ იკითხეს. მილიციამ ის მაშინვე დააკავა, შემდეგ მისი თანამზრახველები მოიხელთეს და მართა ბებიაც მშვიდობიანად დავაბრუნეთ შინ.

– აღარ იტყვი, რატომ მაინც და მაინც „ეხამ სიბილელუს“? – მკითხა ჩემმა მეგობარმა, როდესაც საყვარელი ბებიის ფერებით გული იჯერა.

„ეხამ სიბილელუს“ – დავწერე დიდი ასოებით ფურცელზე და ჩემს მეგობარს ვუთხარი:

– ახლა ეს მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხე-მეთქი...

„სულელების მახე“ – წაიკითხა ჩემმა მეგობარმა მარჯვნიდან მარცხნივ არარსებული წამლის სახელწოდება, რომელმაც ბოროტმოქმედები მახეში გააბა.

მილიციის პოლკოვნიკი სოსო მირიანაშვილი ასეთ ისტორიას იგონებს:

„ძველი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება მილიციის სამმართველოს ცნობილი ოპერი ქალი, მილიციის მაიორი ეთერ გოგუაძე, რომელსაც შავგვრემანობის გამო „შავეთერას“ ვეძახდით. ერთხელ შავეთერა დადარდიანებული გამოცხადდა სამსახურში და მიზეზი რომ ვკითხე, რადგან ახლომეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, პირდაპირ მითხრა:

– ჩემს ქმარს კუჭ-ნაწლავი აწუხებს, გაუვალობა სჭირს და იმის მაგივრად, რომ ექიმთან წასულიყო, არ დაიშალა და ფოთში, მივლინებაში წავიდა ქუჩებიდან წყლის ამოსაკაჩავებლადო.

ერთი სიტყვით, შავეთერა ძალიან შეწუხებული იყო ქმრის მდგომარეობით და ნახევარი დღე იდარდა, თან ამბობდა, ნეტავ, როგორაა ახლა ჩემი ნუგზარი, წყლის კაჩაობის დროს ნაწლავები არ გადაეხლართოსო... უცებ, ჩვენმა ოპერჯგუფმა, სადაც შავეთერა უფროსი იყო, სამმართველოს უფროსისგან დავალება მიიღო, რომ გლდანის მასივში, ერთ-ერთ ბინაში მეძავების „პრიტონი” იყო და ყველანი უნდა დაგვეპატიმრებინა და სამმართველოში მიგვეყვანა. ადგილზე უხმაუროდ მივედით.  კარი სპეციალური მოყწობილობით შევამტვრიეთ და ბორდელში შევვარდით... კარგი გარეგნობისა და სინაზის მიუხედავად, საქმის დროს ეთერ გოგუაძე ძალიან მკაცრი, უხეში იყო და დაკავებულების ცემა-ტყეპაც კი იცოდა... პირველმა მან შედგა ფეხი პრიტონში, თან იგინებოდა და მეძავებს სახეში სილას უტყლაშუნებდა. უკან მე მივყვებოდი და ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა:

– ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო...

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ“.

დღევანდელ „კრიმინალურ“ მოგონებებს ბატონი ომარ ნოზაძე დაასრულებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე ყოველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირს მართავდა, რომელსაც მილიციისა და განყოფილების უფროსები ვესწრებოდით. ერემიჩს (კეთილაძეს) სიზუსტე უყვარდა. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ის პირადად შედიოდა საკონფერენციო დარბაზში და ყველაფერს ამოწმებდა. ჭაღზე ერთი ნათურაც რომ  ყოფილიყო გადამწვარი, კეთილაძე ძალიან გაბრაზდებოდა. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა კი ვალოდია კოკოევს ევალებოდა. ვალოდია ადრე გამომძიებელი იყო, მაგრამ, შეცდომით დასახვრეტი პატიმარი გაათავისუფლა. ამიტომ, მინისტრმა ის სამეურნეო ნაწილში გადაიყვანა და ვალოდია კეთილაძის ყოველ დავალებას უსიტყვოდ და ზუსტად ასრულებდა.

საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში ლენინის ძეგლის ათკილოგრამიანი ბრინჯაოს ასლი იდგა, სწორედ ისეთი, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე რომ იდგა ადრე. ერთ დილას, როდესაც კეთილაძე საკონფერენციო დარბაზის შესამოწმებლად შევიდა, შემთხვევით ამ პატარა ძეგლს დაეჯახა, გადმოაგდო და ფეხზე დაეცა. ერემიჩი ისე გამწარდა, რომ აყვირდა:

– ვალოდია, ვალოდია, მომაშორე ეს საზიზღარი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს. ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!

კოკოევმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და წავიდა. კეთილაძემ სული მოითქვა და თათბირი დაიწყო. ერთი საათის შემდეგ „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მინისტრმა ყურმილი აიღო და ეტყობოდა, რომ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ დაურეკა, რადგან ასე დაასრულა საუბარი: „კარგი. გასაგებია, ამბროსოვიჩ...“ შემდეგ გაფითრებული წამოხტა სკამიდან და მეც თან გამიყოლა.

მინისტრის მანქანით ლენინის მოედნისკენ გავქანდით. მივედით და რას ვხედავთ, მანქანების მოძრაობა გაჩერებულია. ლენინის ძეგლს ორი უზარმაზარი ამწე მიდგომია და ვალოდია მას ტროსებს აბამს, თან ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს ეჩხუბება, რომლებიც მას ამის გაკეთებას უშლიან. ერთი სიტყვით, ვალოდია კოკოევმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო კეთილაძის სიტყვები და გაგანია სოციალიზმის დროს, ლენინის ძეგლის დემონტაჟს აპირებდა“.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...