„მუქთა მაყვალას“ პროფესიული ალღო

ა კიდო

„მუქთა მაყვალას“ პროფესიული ალღო

15 ივნ. 2019, 16:39:40

დღეს მხიარული მოგონებების სტუმრები თანამემამულე სამართალდამცველები იქნებიან, ადამიანები რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

„კრიმინალური ქრონიკის“ პირველი სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი თემურ კაპანაძე ბრძანდება, რომელიც რამდენიმე საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

წინა საუკუნის 90-იან წლებში თბილისის სპეცნაზის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკებული მეძავების „ასაყვანად“ სპეციალური ოპერავია, კოდური სახელწოდებით „ჟუჟუნა“ ჩაატარა. თემურ კაპანაძის პირველი მოგონება ამ საპატიო „ხელობის“ ქალბატონებს ეხება. გაგიკვირდებათ და ერთ-ერთი „პროფესიონალი“, თბილისელ სამართალდამცველებს მძიმე დანაშაულის გახსნაში დაეხმარა.

„ცირკის მოპირდაპირე მხარეს, პატარა ტყე იყო ადრე და იქ თავმოკვეთილი, შიშველი მამაკაცის გვამი აღმოვაჩინეთ. თავი ვერსად ვიპოვნეთ, სხეული კი სულ სისხლით იყო მოსვრილი. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოღვაწე მეძავების მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ მისი ვინაობა ვერ დავადგინეთ და ვერც იმ დღეებში დაკარგულთა ჭირისუფლებმა იცნეს ცხედარი. მოგეხსენებათ, უცნობის ირგვლივ ძიება ერთიორად რთულია და, ერთი სიტყვით, გავიჭედეთ, მთელი პრასტიტუტკები დაკითხვაზე მივრეკეთ, მაგრამ ჩვენებებმა ვერაფრით წაგვწიეს წინ.

ერთი ძველისძველი მეძავი იყო, ზედმეტსახელად „მუქთა მაყვალას“ ეძახდნენ. მუქთას იმიტომ, რომ კლიენტებს „პოსლეზე“ „ემსახურებოდა“, ზოგჯერ კი უფულოდაც. ერთი სიტყვით, ეს „მუქთა მაყვალაც“ დავკითხეთ, მაგრამ ვერც მან გაიხსენა რაიმე მნიშვნელოვანი და ის-ის იყო უნდა გაგვეშვა, რომ გვითხრა: „აბა, ერთი იმ საცოდავის ცხედარი მაჩვენეთ, იქნებ ვიცნო ვინააო.“ ვუთხარით, რომ თავი აქვს მოკვეთილი-თქო, მაგრამ, მაყვალამ არ მოიშალა და იძულებულები ვიყავით, პროზექტურაში წაგვეყვანა.

როგორც კი „მუქთა მაყვალამ“ ცხედარს დახედა, ეგრევე წამოიყვირა: „ეს ხომ შრამიანი გურგენაა, მაგასავით დაჭმუჭნული ამქვეყნად არავის აბიაო...“ „მუქთა მაყვალა“ მართალი აღმოჩნდა და მან თავისი „პროფესიული გამოცდილების“ წყალობით პიროვნება ამოიცნო.

შრამიანი გურგენას კვალს მალე მივაგენით. უფრო სწორედ კი მისი მოჭრილი თავიც აღმოვაჩინეთ და მკვლელიც. გაირკვა, რომ გურგენას ფული ჰქონია წაგებული და ჩაუბარებლობის გამო თავი წააცალეს, ხოლო „მუქთა მაყვალას“ პროფესიონალურმა თვალმა, რომელიც მას „ერთ ორგანოზე“ ჰქონდა ფოკუსირებული, მოკლულის თავი გვაპოვნინა და დანაშაულიც გავხსენით.“

საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში პროფესია „ბიზნესმენი“ არ არსებობდა და ფულიან ხალხს მოღვაწეობა იატაკქვეშეთში უხდებოდათ. ამ ადამიანებს „საქმოსნებს“ უწოდებდნენ და მთავრობა სასტიკად სდევნიდა. ბატონი თემური ერთ-ერთი თბილისელი „კომბინატორის“ თავს გადამხდარ საინტერესო ისტორიას მოგვიყვება.

„ერთხელ, გვიან საღამოს, სატრანსპორტო მილიციის განყოფილებაში ერთი შუახნის მამაკაცი მოვიდა და განაცხადა: „ხუდადოვის ტყეში ვსეირნობდი, ყაჩაღები თავს დამესხნენ, ახალი პალტო და კარაკულის ქუდი წამართვესო.“

ზამთარი იყო, საკმაოდ ციოდა და კაცი რომ არ გაყინულიყო, მძარცველებს ძველი, გაცვეთილი „ტელეგრეიკა“ მიუციათ. გაძარცვული ძველი ბოლშევიკი, ჩეკაში ნამუშევარი აღმოჩნდა და დამნაშავეების სასწრაფოდ დაკავებასა და დასჯას მოითხოვდა. შევქმენით ოპერატიული ჯგუფი და გავუშვით. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ სამივე მძარცველი განყოფილებაში მოიყვანეს. დაზარალებულმა ყველა ამოიცნო. გაძარცვულს მისი ნივთები დაუბრუნეს. პალტოზე ნახევი აღმოჩნდა და ძველმა ბოლშევიკმა ყაჩაღების მიერ ბოძებული „ტელეგრეიკა“ ერთ-ერთ მძარცველს მთელი ძალით მოუქნია, რათა თავში ჩაერტყა, მაგრამ გაცვეთილ სამოსს მარჯვენა სახელო მოსძვრა და იქიდან რამდენიმე ოქროს მონეტა გადმოცვივდა.

ჩვენ, სულ ნაკერ-ნაკერ დავშალეთ ის „ტელეგრეიკა“ და იქიდან დიდი რაოდენობით ოქროს ფული და სხვადასხვა ძვირფასი თვლები ამოვიღეთ. ეტყობოდა, რომ მის ნამდვილ მფლობელს, იქ თავისი ქონება დაემალა. ყაჩაღები თვალებ გადმოკარკლულები გვიმზერდნენ, მაგრამ მათზე არანაკლებ ჩვენ ვიყავით გაოცებულები. გაირკვა, რომ ის „ტელეგრეიკა“ იმ ყაჩაღებს ვიღაც უცნობი მოქალაქისთვის წაერთმიათ ოთხი დღის წინ. ნათელი იყო, რომ საქმე გვქონდა კარგად შენიღბულ, იატაკქვეშა მილიონერთან და ისიც აშკარა იყო, ის კაცი მილიციაში არ მოვიდოდა საჩივრით - „ტელეგრეიკა წამართვესო“.

საქმე თავიდან თითქმის უიმედო ჩანდა, მაგრამ ბოლომდე ხომ უნდა მიგვეყვანა და მილიონერის ძებნა დავიწყეთ. ორიოდე კვირაში, ჩვენ 31-ე საავიაციო ქარხნის ერთ-ერთი საამქროს უფროსი დავაკავეთ, რომელიც სწორედ ის გაძარცვული მილიონერი აღმოჩნდა. მისი ბინის ჩხრეკისას, ხუთი „ოქროს ტელეგრეიკა“ აღმოვაჩინეთ, სადაც მართლაც ზღაპრული სიმდიდრე იყო ჩაკერებული. თავად მილიონერი კი მიწურში, მარტო ცხოვრობდა და მის სოროში ისეთი მყრალი სუნი იდგა, ვირთხაც კი არ იკადრებდა იქ ცხოვრებას.“

ეს კრიმინალი წინა საუკუნის 70-იან წლებში, პლეხანოვზე დაფიქსირდა და თავისი ორიგინალურობით მრავლის მნახველი თბილისელი წესრიგის დამცველებიც კი გააოგნა.

„პლეხანოვზე ერთი გემის კაპიტანი ცხოვრობდა, რომელიც სულ ნაოსნობაში იყო. ცოლ-შვილი არ ჰყავდა და მისი ბინა თითქმის ყოველთვის დაკეტილი იყო.

ერთხელ, ღამის სამ საათზე, განყოფილებაში ვიღაც რეკავს და გვეუბნება, რომ ამ კაპიტნის ბინიდან საშინელი კივილი გამოდისო. არადა, ვიცით, რომ ის კაცი ზღვაშია. სასწრაფოდ გავვარდით შეტყობინებაზე, მაგრამ ათი წუთი მაინც დაგვჭირდა იქ მისვლამდე. როცა მივედით, ჯერ კიდევ კივილი ისმოდა, მეზობლები კი გარეთ გამოსულიყვნენ და მოუთმენლად გველოდნენ. კარი შევამტვრიეთ, შევედით, შუქი ავანთეთ და რას ვხედავთ, ახალგაზრდა, მშვენიერი გარეგნობის, ქერა რუსი გოგონა მაცივარზეა ამძვრალი, ისტერიულად კივის და ვერ ვაწყნარებთ. როგორც იქნა, დავამშვიდეთ, დივანზე წამოვაწვინეთ და გონზე რომ მოვიდა, გაქცევაც კი დააპირა, მაგრამ ვინ გაუშვებდა?!

ერთი სიტყვით, მშვენიერი ქერა ქალბატონი ბინის გასტროლიორი ქურდი აღმოჩნდა. იგი, თურმე ამ ბინის პატრონს დაახლოებია და სანამ ის კაცი შორეულ ნაოსნობაში გაემგზავრებოდა, მასთან ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში ქალს ბინის გასაღების დუბლიკატი დაუმზადებია და როგორც კი კაპიტანი გაემგზავრა, ისიც ბინას ეწვია გასაქურდად. ქურდმა ქალმა, თუ კი ბინაში რაიმე ძვირფასი იყო, ორ დიდ ჩანთაში მჭიდროდ ჩაალაგა და სანამ სახლს დატოვებდა, გვიანი ვახშმობა გადაწყვიტა. როგორც კი ბუფეტი გამოაღო, ხაფანგში კუდით გაბმული წრუწუნა დაინახა და რადგან თაგვების საშინლად ეშინოდა, ისტერიკა დაემართა.

ბუფეტში რომ შევიხედეთ, წრუწუნა კვლავ ხაფანგში იყო გაბმული და უიმედოდ ცდილობდა თავის დახსნას, ჩვენ, რა თქმა უნდა, წრუწუნა გავათავისუფლეთ, ის გოგონა კი სამმართველოში გავაქანეთ და მისმა დაკითხვამ იმდენი საქმე გაგვახსნევინა, რომ იმ წრუწუნას ჩვენგან ძეგლიც კი ეკუთვნოდა.“

ჩვენი დღევანდელი წერილის მთავარ გმირს კარიერის განმავლობაში  სამტრედიაში მოღვაწეობაც მოუწია. ალბათ ამ ქალაქის ძველი თაობის მაცხოვრებლებს ახსოვთ გერმანული ნაგაზი „ბენო“, რომელიც იქაურ დამნაშავეებს „ორფეხა მეგობრებთან“ ერთად ებრძოდა და მისი შიშით, იმერეთის ამ დასახლებულ ადგილას კრიმინოგენული მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდა.

„ერთი პერიოდი სამტრედიაში მიმავლინეს, რადგან იქ ძალიან გამწვავებული კრიმინოგენური სიტუაცია იყო. განსაკუთრებით ბინის ქურდობა იყო გახშირებული. საქმეში აქტიურად ჩავები და ხელმძღვანელობას კინოლოგიური სამსახურის დაარსება მოვთხოვე, რაც დააკმაყოფილეს და რამდენიმე, კარგად გაწვრთნილი ნაგაზი გადმოგვცეს. მათ შორის გერმანული ნაგაზი, მეტსახელად „ბენო“ გამოირჩოდა.

ერთხელ ერთ-ერთი „ბობოლა“ მაღალჩინოსნის სახლი გაქურდეს. იგი ყველას დახვრეტით გვემუქრებოდა, თუკი ქურდებს არ ვიპოვნიდით. როგორც თავად აცხადებდა, მას ყველაზე მეტად ბერიას ნაჩუქარი ქარვის მუნდშტუკის დაბრუნება სურდა და სწორედ ამის გამო იყო ასე გაცეცხლებული. ჩვენმა უფროსმა სასწრაფო თათბირი მოიწვია, დავალებები მოგვცა, თვითონ კი, როგორც თავად გვითხრა, ქუთაისში, თათბირზე გაემგზავრა. ჩვენ შემთხვევის ადგილზე „ბენოსთან“ ერთად მივედით, კვალი ავაღებინეთ და დავიძარით. ჩვენთან ერთად „დაზარალებული“, „ბერიას ფანატიც“ წამოვიდა.

„ბენომ“ ნახევარი სამტრედია მოგვარბენინა და ბოლოს ერთ ეზოში შევარდა. ოდის კიბეებს რომ მიუახლოვდა, ყეფა ატეხა, პატრონს ხელიდან გაუსხლტა და სახლში მარტო შევარდა. ჩვენც უკან მივყევით და ოთახში რომ შევედით, გავშრით. ერთ-ერთ საძინებელში, გაფითრებული, ტრუსებისამარა, ზურგზე დაწოლილი, ჩვენი „თათბირზე წასული“ უფროსი ვიხილეთ, რომელზეც „ბენოს“ თავისი უზარმაზარი თათები დაეწყო და უღრენდა, ლოგინში კი შიშველი ქალი იწვა გატრუნული.

„ბენო“ სასწრაფოდ მოვაცილეთ უფროსს, დაზარალებულმა მაღალჩინოსანმა კი მას ხელიდან ქარვის მუნდშტუკი გამოგლიჯა, რომელშიაც მოკიდებული სიგარეტი ბოლავდა. როგორც გაირკვა, „თათბირზე წასულ“ უფროსს თავის საყვარელთან შეუხვევია, მის შვილს  კი იმ მაღალჩინოსნის ბინა გაუქურდავს, მუნდშტუკი დედამისის საყვარლისთვის უჩუქებია სამახსოვროდ, თავად კი ნაქურდალი ნივთების  გადასამალავად იყო წასული. არასრულწლოვანი ქურდი, რა თქმა უნდა, ფაქტებით დავაკავეთ, მაგრამ იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ უფროსმა განცხადება დაწერა და სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. „ბენომ“ კიდევ დიდხანს იმუშავა სამტრედიაში და მისი შიშით უფრო „სუფთად“ ამუშავდნენ ბოროტმოქმედები.“





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...