პავაროტით მოხიბლული „გაის“ უფროსი

ა კიდო

პავაროტით მოხიბლული „გაის“ უფროსი

28 ნოე. 2017, 11:12:42

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნია. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

ჩვენებურებს ბატონი ბახუსის სამფლობელოში ხშირი სტუმრობა კი უყვართ, მაგრამ მედალს ორი მხარე გააჩნია. ალკოჰოლთან ჩახუტებულ ქართველებს საკუთარი მანქანების საჭესთან დაჯდომა ხშირად უწევდათ და უწევთ. დღეს „შემთვრალი“ თანამემამულეების წინააღმდეგ პატრული „იბრძვის“, უფრო ადრე კი ამ მისიას მათ წინამორბედები ანუ „უჩინარი“ პროფესიის ხალხი ასრულებდა. „უჩინარი“ ვახსენე და ალბათ გაიხსენებთ სოკოებივით მომრავლებულ ავტოინსპექტორებს. ამ პროფესიის ადამიანები ყოველთვის გაურკვეველ ადგილებში დამალულები გახლდნენ და „ბახუსის ეიფორიაში“ მყოფ თანამემამულეებს თავს მოულოდნელად ადგებოდნენ.

დღევანდელ წერილში ქართველი ხელოვანებისა და თბილისელი კოლორიტების „გაიშნიკებთან“ ურთიერთობის რამდენიმე გახმაურებული და ორიგინალური ისტორია მსურს გავიხსენო.

მსახიობ გიორგი გურგულიას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარს. ამ გატაცების გამო ავტოინსპექტორებთან „კონტაქტი“ ხშირად უწევდა. ქვემოთ მოყვანილი ამბავი მის ახლობლებს შეემთხვათ და გიორგი ამ შემთხვევას არაერთხელ იგონებს.

„ერთხელ, ჩემი სამი თბილისელი ძმაკაცი, რომ იტყვიან, კაი ბიჭები, ქუთაისში იყვნენ ჩასულები. იქ მაგარი პატივი სცეს, აჭამეს, ასვეს, დააბოლეს და უკან ბრუნდებიან. წამოსვლისას თან გამოატანეს მოსაწევი, გზაში ისიამოვნეთ ბიჭებოო. მოკლედ, გზაში ისე დაბოლდნენ, რომ მანქანა არ გაუჩერებიათ. ერთ-ერთი ცუდად გახდა და ძმაკაცს უთხრა, სადაც წყაროს დაინახავ, გამიჩერე, ძალიან ცუდად ვარო.

მოკლედ, დაინახეს წყარო, გააჩერეს მანქანა, ეს ტიპი გადავიდა. აზრზე მოსასვლელად პირზე წყალი შეისხა. გაიხედა, იქვე, სამთვლიანი მოტოციკლით ინსპექტორი ბიძა დგას. საწყალს გაფუჭებია მოტოციკლი და ვერ ქოქავს. ამ ტიპს სთხოვა, იქნებ ჩამიბათ მანქანაზე და ამა და ამ ადგილამდე მიმათრიოთო. ამანაც უარი არ უთხრა და ჩააბა მანქანას ისე, რომ მანქანაში მჯდომები არ გაუფრთხილებია. თვითონ ვერც წყალმა გამოაფხიზლა და მანქანაში რომ ჩაჯდა, ძმაკაცებს უთხრა, მე წამოვწვები, რაღაც ვერ ვარ კარგადო.

გააგრძელეს გზა. ერთმა გაიხედა უკან და დაიყვირა, არიქა, ბიჭო, ინსპექტორი „გვაზის კუდზეო“. მოუმატეს სიჩქარეს. გაიხედავენ, ისევ „კუდზე აზით“ ის ინსპექტორი. ისევ მოუმატეს სიჩქარეს, ისევ ეწევა. ბოლოს მოიფიქრეს და უცბად დაატორმუზეს. ინსპექტორი, თავისი სამთვლიანი მოტოციკლით, ჯერ მათ მანქანას შეასკდა, მერე ზემოდან გადააფრინდა და ხევში გადავარდა. გადმოცვივდნენ დაბოლილი ბიჭები, ეგრევე აზრზე მოვიდნენ, გადახედეს ხევში გადავარდნილ ინსპექტორს და გადასძახეს: რა გინდოდა, ბიძაჩემო, რას გვერჩოდი, შენი ცოდვაღა გვინდაო. იმან იქიდან ამოსძახა მიკნავებული ხმით: მე გერჩოდით თუ თქვენ მერჩოდით, რა გინდოდათ, თუ საქმე გამიკეთეთ და ჩამიბით, მოგეყარათ ბარემ მარილი და ბოლომდე მიგეყვანეთო“.

მომდევნო ისტორიას ნაღდი თბილისელი კაცი, ბატონი ვახტანგ ცხადაძე მოგვიყვება.

„ალიკა კაკულიამ და „გაის“ უფროსმა გოგი ცინცაძემ ერთად იქეიფეს. ქეიფს რომ მორჩნენ, ალიკამ გოგი სახლში მიაცილა. მეცხრე სართულზე ცხოვრობდა გოგი. მოკლედ, გამობრუნდა უკან ალიკა და დიდუბეში არ გააჩერა მოტოციკლეტიანმა „გაიშნიკმა“?! უთხრა ნასვამი ხარო. ალიკას არ დაუმალავს, კი ბატონო, ნასვამი ვარო. ჰოდა, თუ ნასვამი ხარ, არ ვიცი არაფერი, ამ საქმეს 150 მანეთი უნდაო.

შეწუხებულა ალიკა, უთქვამს, მაგდენი არ მაქვს, აგერ 50 მანეთი მიდევს ჯიბეში, მოგცემ და გამიშვი სახლში მშვიდობიანადო. თავი გაუგიჟებია „გაიშნიკს“, ვერ გამოვა ეგ საქმეო. ალიკას უთქვამს, კარგი მაშინ, აგერ, ახლოს ცხოვრობს ჩემი სიდედრი, მივიდეთ და მასესხებსო. დათანხმებულა „გაიშნიკი“. მივიდნენ თურმე კორპუსთან და ალიკამ უთხრა, დააყენე ეგ შენი მოტოციკლეტი, ჩემი სიდედრი მეცხრე სართულზე ცხოვრობს, მე ავალ, შენ მერვეზე შეყოვნდი და ნელ-ნელა ამოდი, გული არ გაუსკდესო. შეთანხმებულან. მივიდნენ თურმე, ავიდა ალიკა, მისცა კარზე ზარი, მილიციელი ნელა მოუყვება კიბეს. უცბად გაიღო კარი, ზაფხულია და ეს „გაის“ უფროსი დგას „ტრუსიკში“. რომ დაინახა ალიკა, გადაირია - რა გინდა, ახლა არ დამტოვე სახლშიო? ამ დროს იმ „გაიშნიკის“ თავიც გამოჩნდა კიბეზე. ალიკას უთქვამს, გოგი, რა არის, იცი? აგერ რომ მოდის ეს კაცი, შენი თანამშრომელი ხომ არის, გამაჩერა და 150 მანეთი მომთხოვა, მე 50 ვაძლიე, არ ქნა და, იქნებ, მასესხო 100 მანეთი, ხვალ ჩაგასესხებო.

იქ ამბავი მომხდარა, მტრისას. იმ „გაიშნიკს“ რომ უცნია თავისი უფროსი, გიჟივით ჩაურბენია კიბე, ზორო რომ დაახტება ზემოდან თავის ცხენს, ისე შემოხტომია თავის მოტოციკლს და მოუცოცხავს იქიდან“.

სიტყვამ ბატონი გოგი ცინცაძე მოიტანა და ეს პიროვნება „ხელოვნების დიდი მოტრფიალე“ გახლდათ, უფრო მეტიც. ერთხელ გოგი ცინცაძეს ბედმა ცნობილ იტალიელ მომღერალ ლუჩანო პავაროტისთან ქეიფი არგუნა. ამ შემთხვევას კვლავ ბატონი ვახტანგ ცხადაძე გაიხსენებს.

„გოგი ცინცაძე იმ დროს საქართველოს „გაის“ უფროსი იყო. პაატა ბურჭულაძე ახალი გამოჩენილია სცენაზე. მოსკოვში ჩავიდა პავაროტი და, ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი გოგი, პაატა და პავაროტი ერთად მოხვდნენ სუფრასთან. ჩამოვიდა გოგი თბილისში და ყვება და ყვება, პავაროტიმ ეს ქნა, პავაროტიმ ის ქნაო, - გადაგვჭამა თავი საძმაკაცოს. ბოლოს, მივუტრიალდი და ვუთხარი: რა არის, კაცო, პავაროტის გარდა იქ ვერაფერი ნახე-მეთქი? გაეცინა და მიპასუხა: რა იყო, ბიჭო, ბოლოს და ბოლოს, „გაის“ უფროსი ვარ და „პავაროტს“ ვიტყვი, აბა არიების მე რა მესმისო“.

შემდეგი „გაიშნიკური“ მოგონება მომღერალ გია ნიკოლაძეს ეკუთვნის.

„ერთ დილას, მაგარ პახმელიაზე გავიღვიძე. გავიხედე, მეგობარი მირეკავს, თუმნიანი მაქვს და რამე ვქნათ, სახინკლეში დავსხდეთ და თუ ცოტა მაყუთს შენც დაითრევ, მაგარი ჩავუსხდეთო. მოკლედ, ხუთი მანეთი მეც ვიშოვე და მანქანა მოვქოქე. მაგარი ნამთვრალევი მივუჯექი საჭეს, თან ბენზინიც ცოტა მქონდა, ვიფიქრე, გზას მოვჭრი სახინკლემდე-მეთქი და მოძრაობის წესები დავარღვიე.

გავიხედე, არ გაჩნდა იმწუთას „გაი“? ბედი რომ არ გექნება კაცს. რაღას ვიზამდი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვუხსნი: ძმაო, მაგარ პახმელიაზე ვარ, თბილისელი კაცი არ ხარ? გამიგე, სახინკლეში მელოდება ძმაკაცი და გამიშვი-მეთქი. გაეცინა მილიციელს. მითხრა, კარგი, მართვის მოწმობა მომეციო. მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკე ჯიბეები, სად მაქვს „პრავა“. ვუთხარი, ძმაო, მოტყუებას აზრი არ აქვს, ალალად გეტყვი, არც „პრავა“ მაქვს, სამაგიეროდ, მაგარ ხაშზე დაგპატიჟებ, ფული კი ნასესხები მაქვს, მაგრამ გვეყოფა-მეთქი. გადახედა ორმა მილიციელმა ერთმანეთს, მერე მე შემომხედეს და მითხრეს, კარგი ძმაო, თბილისელი კაცი ხარ, ჩვენც ამ ქალაქში დავიბადეთ და გავიზარდეთ და თუ ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, აბა, სხვა ვინ გაგვიგებს, რომელ სახინკლეში მიდიხარ გვითხარი და ჩვენც მოვალთო. ვუთხარი, სადაც უნდა მოსულიყვნენ და დავშორდი.

მივედი სახინკლეში. იქ ორი ჩემი ძმაკაცი დამხვდა. ვუთხარი, ძმებო, ორ ადამიანს ველოდები კიდევ, ფული არ მაქვს, მაგრამ პასპორტი მაქვს, დავტოვებ და იქნებ, ნისიაზე წავუქეიფოთ, იმ ხალხთან ვერ შევრცხვები-მეთქი. არ მითქვამს ვის ველოდებოდი. მოკლედ, დავსხედით. უცებ, გაიღო კარი და შემოვიდა ორი მილიციელი. მე რომ დამინახეს ჩვენკენ წამოვიდნენ, ჩემმა ძმაკაცებმა ფერი დაკარგეს, გამოშტერდნენ. იფიქრეს, გიამ რაღაც დააშავა და ამ ინსპექტორებმა ახლა არ ჩაგვაშხამონ ქეიფიო. რა იცოდნენ, რისთვის მოვიდნენ. სუფრას რომ მიუსხდნენ, მერე მოვყევი ჩემი და ამ ინსპექტორების ამბავი.

მაგრად ჩავუქეიფეთ. ხუმრობდნენ, მერე რა, რომ ინსპექტორები ვართ, ჩვენც თბილისელები ვართ და კაი კაცი ყველა სტრუქტურაშიაო. ბოლოს ისე ჩამიძმაკაცდნენ, მეუბნებოდნენ, შენი გამჩერებელი ამ ქალაქში, ძმაო, ჩვენი გამჩერებელიაო. ნამდვილი ქალაქელი, თბილისელი ინსპექტორები იყვნენ, თავისი გაგებით და შეგნებით. ასე რომ, ბევრი ამბავი დადის „გაიშნიკებზე“, მაგრამ მათშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც კაცურობით, გაგებით და ნაღდი ქალაქელობით გამოირჩეოდნენ”.

დღევანდელ ისტორიებს ცნობილი თბილისელი ექიმი ლადო კახაძე დაასრულებს, რომელმაც ერთ აღდგომა დღეს, ერთ თანამემაულე ავტოინსპექტორს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.

„ერთ აღდგომა დღეს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ყველანი ერთად, ერთი ჩვენი მეგობრის სამთავრობო დაჩაზე შევხვედროდით ამ დღესასწაულს. წავედით ხორაგით დატვირთულები ჩემი მანქანით. ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გვაქვს და სააღდგომოდ პასქა დაგვავიწყდა. არადა, უპასქოდ როგორ შეიძლება. რომ ჩავედით, ჩავუქეიფეთ და ცოტა ნასვამი ვიყავი. ბიჭებს ვუთხარი: არა უშავს ნასვამი რომ ვარ, აქვე ცხოვრობს ჩემი მეგობრის ოჯახი, მივაკითხავ და ერთ პასქას გამოვართმევ, სიმბოლურად რომ გვედოს სადღესასწაულო სუფრაზე-მეთქი.

დავჯექი საჭესთან და წავედი. გავიხედე, ყვითელმოტოციკლიანი ინსპექტორი ბუჩქებშია ჩამალული. ვიფიქრე, ნასვამი ვარ, რომ გამაჩეროს, უნდა დამაჯარიმოს და ჯობია, მანქანა გავაჩერო და რამე მოვიფიქრო-მეთქი. ასეც მოვიქეცი, სადღაც ას მეტრში გავაჩერე მანქანა, გავაღე კარი და ცალი ფეხი მიწაზე გადმოვყავი. გავიხედე, ცოტა ხანში ინსპექტორი მომიახლოვდა. რატომ გამაჩერე-მეთქი, ვკითხე. გადაირია, მე კი არ გაგაჩერე, შენ გაჩერდი და მე მოვედი, ღმერთი რჯულიო.

შემატყო ნასვამი ვარ. გაიჭიმა მხრებში და მითხრა, ნასვამი ბრძანდები არა საჭესთანო. არ დავუმალე, სიმართლე ვუთხარი, დიახ, ნასვამი ვარ, მეგობრებთან ერთად, სამთავრობო „დაჩაზე“ ვარ ამოსული და სააღდგომოდ პასქა დაგვრჩა, ვიფიქრე აქვე მივალ ერთ-ერთ მეგობართან და გამოვართმევ-მეთქი. ხომ არ წამოგყვეო, მითხრა. ვუპასუხე, აქვეა და არ მინდა, დიდი მადლობა, რომ არ დამაჯარიმე-მეთქი. სახელი და გვარი ვკითხე ამ პატიოსან ინსპექტორს და დავშორდი. მოკლედ, მივიტანე პასქა დაჩაზე.

ჩვენთან ერთად, სუფრასთან იყო ავთო იოსელიანი. ვუთხარი, დღეს ასეთი და ასეთი ამბავი შემემთხვა ინსპექტორთან, მინდა, ის კაცი მოვიპატიჟო, შენ გავლენიანი კაცი ხარ, გამოიყენე ახლა ეს შენი ძალაუფლება და იქნებ ეს საქმე მოაგვარო-მეთქი. მართლაც, გადარეკა, არ გასულა ერთი საათი და ორმა ჩეკისტმა შემოიყვანა ოთახში ის კაცი ზოლიანი პიჟამათი და „შლოპანცებით“. რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. წამოვხტი სუფრიდან, მივვარდი, გადავეხვიე, ჩავეხუტე, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე და მისი სადღეგრძელო შევსვი. სულ გადაირია ის ინსპექტორი. დაჯდა და მოყვა: ეს რა მიქენით, ვიწექი ჩემთვის სახლში მშვიდად, გავიხედე ცოლი შემოვიდა ოთახში და მითხრა, ჩეკისტები მოვიდნენ შენს წასაყვანადო. მერე ეს ორი ჩეკისტი რომ შემოვიდა და მითხრა, ადექი, ჩაიცვი უნდა წაგიყვანოთო, გული გამისკდა, ვიფიქრე დავიღუპე-მეთქი. რაღა მეცმებოდა, ასე ზოლიან პიჟამაში გამოწყობილმა დავღუნე თავი და გამოვყევი. მეგონა, სასაკლაოზე მივდიოდი და ამ დიდებულ სუფრაზე, ძვირფას საზოგადოებაში არ ამოვყავი ასეთ ფორმაში თავიო.

დღესაც ვიხსენებ იმ ადამიანს. არასდროს დამავიწყდება მისი პატივისცემა და ამ პატივისცემის გამო მისი შეშინებული თვალები“.





 ახალი ამბები
  • „სუფსის კალაპოტში საგანგაშო მდგომარეობაა, მაოხრებლები ხიდს მოადგნენ“: რა ხდება კარიერზე?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ სილაურში, სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერის შესახებ,  ჩვენ არაერთხელ ვწერდით. „დაგავიწყდათ სუფსის კალაპოტი და აქაური მაოხრებლები? პირდაპირ ხიდს მოადგნენ. როცა აქედან სამი კილომეტრის დაშორებით მუშაობდნენ და აქციებს ვმართავდით,  გვეუბნებოდნენ, რომ 200 მეტრითაც რომ ჩამოვყვეთ თავქვე კალაპოტს,  საციხოდ  იქნება ჩვენი საქმეო...ახლა სად ხართ? არასამთავრობოები სად არიან? ჟურნალისტებს მაინც არ დაგავიწყდეთ. ხიდს მოადგნენ პირდაპირ ეს მაოხრებლები, მართლა არ ჰყავს ქვეყანას პატრონი? მაშინ რასაც ვაპროტესტებდით, ის იავნანა იყო...“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. ადგილზე როცა მივედით, მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა. კარიერი  სუფსის ხიდთან თავხედურად და საგანგაშოდ არის მოახლოებული. აქ, როგორც გვითხრეს, კვლავ კომპანია „ქიუემსი“ და ასევე ერთ-ერთი თურქული კომპანია მუშაობს. მდინარის ხეობაში შემავალ გზაზე,  ტვირთმზიდების ქარავანს ბოლო არ უჩანს. კარიერზე მომუშავე ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც „ბლოკნოტში“ გამალებით წერდა, ვკითხეთ, რას აკვირდებოდა. _მე გამტარი ვარ. ვინიშნავ, რამდენი რეისი წავა... _დათვლა არ გიჭირთ? _უჰ, არა, რაც არ უნდა ბევრი იყოს.. _აწონვა თუ ხდება? ვხედავთ, ძლივს ეტევა ხრეში ტრაილერზე. _როგორ არა, ზემოთაა სასწორი. _და ეს მანქანები რომ ქვევით მიდიან? რახანია ვაკვირდები.. _ზემოთ ზოგი წავა, დააკვირდი, მერე მობრუნდება და წავა ქვევით. _ზოგი რომ პირდაპირ ქვევით მიდის? _ რომელიც  პირდაპირ გადის კარიერიდან, იმას ადგილზე რომ მივა, იქ აწონიან, დახვდება მწონავი და სასწორი...(??) ჩვენ მდინარის კალაპოტის სიღრმეში შევედით, იქ, სადაც ასაწონი სისტემაა მოწყობილი. მასზე  რომელზეც ტვირთმზიდი გადაივლის და აწონვის მომენტში შეჩერდება. თუმცა, შორიახლო დაკვირვებით, დავაფიქსირეთ ფაქტი, როცა ზემოდან მომავალმა ტრაილერის მძღოლმა გვერდი აუარა სასწორს და მშვიდად გაუყვა გზას. როგორც მწონავმა გვითხრა, ეს ტრაილები სხვა, ზემოთ მდებარე კარიერიდან მოდის და „სხვაგან“, სადაც მივა, იქ აწონიან... როცა „ზემოურებსაც“ მივმართეთ, (  კომპანია „სამი ძმა“), მათ გვითხრეს, რომ  მხოლოდ კონტურებში მუშაობენ და არაფერს აშავებენ. _ისევ ქვევით წადით და იმათ დაკვირდით,  თამარ მეფის საფლავამდე რომ გათხარეს, ლამის, ყველაფერი... ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. მდინარის კალაპოტი აქეთ შემოგვაქვს, რომ გაღმა ნაპირზე მდებარე  ყანები არ დაზიანდეს, (??)  _გვითხრეს აქ. ვრცლად სუფსის კალაპოტში  არსებული მდგომარეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე ... ...
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...