„სპილო“ და ავტოინსპექტორი

ა კიდო

„სპილო“ და ავტოინსპექტორი

26 აგვ. 2017, 10:57:17

დღეს, თანამემამულე სამართალდამცავებზე მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ამ პროფესიის ხალხი არაორდინარულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა და რა გასაკვირია, რომ მოსაგონარიც ბევრი გააჩნია.

ამ წერილში ტრადიციას დავარღვევ და თავდაპირველად სიტყვას არა „დამსახურებულ მილიციონერს“, არამედ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს გადავცემ. ამ ადამიანს მთელი საქართველო კარგად იცნობს და მას განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ბატონი რომა რცხილაძე ჩვენი მკითხველისთვის ერთ „საინტერესო“ ისტორიას გაიხსენებს.

„1983 წელია. „ივერია“ საკმაოდ გახმაურებულ ფილმს იღებს _ „არგონავტებს“. ეპიზოდის გადაღება მეტეხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ფილმში იაზონის როლს ჩვენი საყვარელი ზურა ყიფშიძე ასრულებს. მე (ნაკლებს როგორ ვიკადრებდი) ჰერაკლეს როლს ვასრულებ. სცენარით, „პლავკის ტერიტორიაზე” – წინ და უკან – უზარმაზარი ფოთლები მაქვს მიკრულ-მიწებებული. წელს ზემოთ და წელს ქვემოთ შიშველი ვარ.  იმ პერიოდში დიდუბეში კერძო ექიმთან ნემსებს ვიკეთებდი ერთსა და იმავე დროს (გადაუცილებლად) – შუადღის პირველ საათზე. მკითხველს ვთხოვ, ჩემზე წარმოდგენა ნუ წაუხდება იმის გამო, რომ ჰერაკლე ვიყავი და ნემსებს ვიბრახუნებდი და, ნურც იმის გამო, რასაც ქვემოთ გიამბობთ.

მოკლედ, მოგეხსენებათ, სცენა-ეპიზოდი ერთი დუბლით არასდროს გადაუღიათ და გამონაკლისი არც მაშინ მომხდარა. თვალსა და ხელს შუა წამომეპარა ნემსის გაკეთების დრო. მორიგი დუბლი რომ დავამთავრეთ, საათს დავხედე და ელდა მეცა _ ნემსის გაკეთებას, ანუ პირველ საათს, ათი წუთი უკლია. მეცა პირკატა. გამოცვლას ვინღა ეძებს, თუ ძმა ხარ...

ჩემი მანქანის უკან ვიღაცას ჩაუჩხერია თავისი მანქანა – ეძებე ახლა პატრონი...

მეტი გზა არ იყო – ჩავხტი ჩემი ფოთლებიანად ზურა ყიფშიძის მანქანაში, დავქოქე და დავგაზე დიდუბისკენ კისრისტეხით.

მკურნალ ექიმს გაფრთხილებული ვყავდი –  ცოტაც რომ გადაცდეს ნემსის გაკეთების დრო, აღარ იმოქმედებსო. ვეკვეთე ნაბერეჟნს. ზურას მანქანაც ერთგული გამოდგა – აბგონს აბგონზე აკეთებს. გზა მოვიმოკლე და პანთეონისკენ ავიაღმართე საშინელი სიჩქარით. ახლა მარცხნივ მოვუხვევ და... ორი წუთი კიდევ მაქვს.

– ტრრ! – ჩაუსტვინა ინსპექტორმა.

– თფუ! – გადავაფურთხე მე. მაგრამ კანონმორჩილი ვარ და გავჩერდი ბორდიურთან.

ახლა გადავალ და ამ შტერს ავუხსნი, რომ „სპილო“ გააჩერა, რომ „სპილოს” ნემსზე აგვიანდება.

მივწვდი სახელურს და – მეორედ მეცა პირკატა – ახლაღა დავინახე, რომ ფოთლები „მაცვია“. გადასვლა კატასტროფაა, არგადასვლა – ვარესი.

დავემორჩილე ბედს და გავიყუჩე.

ინსპექტორი აუჩქარებლად მოლაჯუნდა. ჯერ, რატომღაც, მანქანის ქვეშ შეიხედა, მერე აუჩქარებლადვე გადაუსვა ხელი „ბაგაჟნიკს“ და, როგორც იქნა, მოვიდა ჩემამდე.

– ლიადავოი სალვა გუცმაზოვი! – ამიღო ჩესტი (ოსია – სტაპრაცენტ!).

ნემსის შარი უკან დარჩა. ახლა ახალი შარი დაიჩითა.

– რომა რცხილაძე! – გავეცანი ფანჯრიდან.

– სტოდვაცატ კილამეტლ სიჩქალით ლო მოფლინამდი, განა ვერ დაგინაქე?

– ვინავატ... გამიშვი, რა, მეჩქარება!

– ეე, გაგისვი კაია, აღალ უსლიან? – ლა მაგალია! გამისვი! იფ, იფ! ექლავე გადმოდი მასინიდანა!

– ვერ გადმოვალ!

– იფ, იფ, იფ... ვითამ ლატო, ციტუნიავ? (ჩიტუნიაო).

– იმიტომ, რომ შიშველი ვარ.

ინსპექტორმა თვალები ჯერ ჩემს წამელოტებულ თავს დაასვა, მაგრამ, აუსრიალდა და ჩემს შიშველ ბაყვებზე გადავიდა.

– ვეე! – აღმოხდა...

მაშინ თბილისში „ელგებეტე“ არ იყო და, ისე გაუკვირდა, კინაღამ საბოლოოდ გამოტვინდა.

– გადმოდი ექლავე მაგ სატლანსპოლტო სასუალებიდანა!

– სხვა რა გზა იყო და „გადმოვჰერაკლდი“. წინ – ფოთოლი, უკან – ფოთოლი, ზემოთ-ქვემოთ – შიშველი.

ელდანაცემმა 15-რაზმერიანი პირი ბოლომდე გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

– ეს ლა ალი?! – მიმითითა ფოთოლზე.

– ფოთოლია, ვერ ხედავ

– ძმა არ ხარ (რომელი ძმა ის იყო)? გამიშვი, რა, ნემსი უნდა გავიკეთო.

ეს ბოლო წვეთი იყო, რომელმაც საწყალი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქმე ანომალიურ მოვლენასთან ჰქონდა. დაფეთებული მოწყდა ადგილიდან, ავტოინსპექტორის „ჟიგულიში“ შევარდა, რაცია დააძრო და მთელი ხმით ჩაჰკივის:

– იოლი! („იორიო“) იოლი! მტკვალი ვალ, მტკვალი!

– გისმენ, „იორი“!

– უფლოსო! – ყვირის ეს ჩემი ნემსის ცოდვით სავსე, – უფლოსო, ექლა ანომალიჩესკი ვინმე დავაკავე (მაიცა, ალ წაქვიდე, – მომაძახა).

– შენ მთვრალი ხომ არ ხარ? – ისმის ჩახრენწილი საპასუხო ხმა რაციაში.

მთლალი კი ალა, სპოლტის სასაქლესთან ლო ფოთლიანი ბიწი დგას, იმისი ძმა დავაკავე... ჰო, ცოცქალი! (მაიცა, ალ წაქვიდე! – მომაკივლა ისევ).

– წადი, ერთი შენიც! – ჩაიხრიალა მოპასუხე ხმამ... – ისევ დალიე, არა? დაწერე რაპორტი და მარშ!

მე კი ნემსი გამიცდა...

მოხსნიდნენ ვითომ იმ უბედურს?!“

ბატონი რომანის შემდეგ „პოლიციური ქრონიკების“ მომდევნო „შემთხვევას“ პროფესიონალი, პოდპოლკოვნიკი ვარლამ გეგეჭკორი მოყვება.

„ჩვენს ქვეგანყოფილებაში ერთი უმცროსი ლეიტენანტი მუშაობდა, ვინმე ვარლამ ტლაშაძე. დიდი ინტელექტითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ, „რკინის მარწუხები“ ჰქონდა – თუკი ვინმეს ჩაავლებდა, ბოლომდე არ მოეშვებოდა და, რომ იტყვიან, ქვასაც კი წვენს გამოადენდა. ამიტომ ტლაშაძეს, ძირითადად, ამ მიზნისთვის იყენებდნენ და, ყველა იმ პატიმარს, ვინც არ ტყდებოდა, მასთან გზავნიდნენ. მას ერთი „საფირმო ნომერი“ ჰქონდა: დაკავებულს უზარმაზარ, ცეცხლგამძლე სეიფში ამწყვდევდა, შემდეგ გასაღებით კეტავდა და გასაღებითვე გარედან უკაკუნებდა რკინას. ეს კი იმდენად ძლიერად მოქმედებდა სეიფში გამომწყვდეულზე, რომ მაქსიმუმ 10 წუთის შემდეგ ყველა იძლეოდა ჩვენებას.

მე და ტლაშაძე ერთ კაბინეტში ვისხედით, თუმცა, მის დაკითხვას არასოდეს ვესწრებოდი, ყოველთვის გარეთ გავდიოდი.

ერთ დილას მე და ტლაშაძე კაბინეტში ვსხედვართ და იმაზე ვბჭობთ, როგორი იქნება ჩვენი მილიციის ახალი უფროსი, რომელიც იმ დღეს პირველად უნდა მოსულიყო სამსახურში.

უცებ ტლაშაძეს ვიღაცამ დაურეკა და, საუბარი რომ დაასრულა, მითხრა:

– სამძებროს უფროსმა ერთი კაცის დაკითხვა დამავალა ჩემებურად. შენ მაინც არ ჩერდები აქ, ბარემ წადი და ის კაცი აქამდე მოაცილე, მაგრამ, ნუ შემოხვალ, უკან გაბრუნდი.

მე ავდექი და სამძებროს უფროსის კაბინეტში წავედი. ის კაცი იქ დამხვდა, მაგრამ სამძებროს უფროსმა თხუთმეტი წუთი გამაჩერა და მხოლოდ ამის შემდეგ გამატანა დასაკითხი ობიექტი ტლაშაძესთან. კაბინეტთან რომ მივედი, გამახსენდა, სიგარეტი რომ დამრჩა, პირველი შევედი ოთახში და დავინახე, ტლაშაძე სეიფთან იდგა და გასაღებით უკაკუნებდა რკინაზე, სეიფიდან კი ენით აუწერელი გინება და ყვირილი გამოდიოდა. ვარლამმა რომ დამინახა, მითხრა:

– კერკეტი კაკალი ჩანს შენი მოყვანილი კაცი. აგერ უკვე ოცი წუთია, ვაკაჩავებ, მაგრამ, არ ტყდება.

– ვის აკაჩავებ? ის, ვინც უნდა დაკითხო, გარეთ გელოდება.

ერთი სიტყვით, გაფითრებულმა ტლაშაძემ სეიფი გააღო და იქიდან ჩვენი მილიციის ახალი უფროსი გამოიყვანა.

ახალ უფროსს, თურმე, ტლაშაძის ოთახში შეუხედავს, მან კი ხელი სტაცა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი სეიფში შეაგდო და გულწრფელ აღიარებას სთხოვდა.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ახალმა უფროსმა ტლაშაძე სამსახურში დატოვა“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...