სვანები - ტოკიოში, გურულები - ტაიტიზე

ა კიდო

სვანები - ტოკიოში, გურულები - ტაიტიზე

8 დეკ. 2017, 22:56:28

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც სპორტსმენები და მომღერლები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს საზღვარგარეთული თავგადასავლების შესახებ მრავალი გასახსენებელი გააჩნია.

დღევანდელ სახალისო მოგონებებს სპორტით დავიწყებთ და ქართველი ძიუდოისტების იაპონურ „თავგადასავალს“ მოგიყვებით. იმ პერიოდში ყოფილი ფალავნები „მურში“ მუშაობდნენ. ამ „შემთხვევას“ ბატონი გულბათ ავალიანი გაიხსენებს.

„გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, შუა „პერესტროიკის“ დროს, „მურმა“ სამი სვანი, როგორც ძველი ძიუდოისტები – არმაზ მარგველიანი, ალიოშა ლიპარტელიანი და მე იაპონიაში გაგვგზავნა. რათა მათი სპეცრაზმის მზადების სისტემას გავცნობოდით და მათთვის კი, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ეს იყო ერთგვარი გაცვლითი პროგრამა და ერთი თვის განმავლობაში ტოკიოში ვცხოვრობდით. სიმართლე გითხრათ, იაპონელებმა უფრო მეტი ისწავლეს ჩვენგან, ვიდრე ჩვენ – მათგან. ისინი ისე იყვნენ გახარებულები, რომ დღიური ხელფასის ნორმა გაგვიორმაგეს და მთელ თავისუფალ დროს ბარებში „ვგულაობდით“. თუმცა, ფულს მხოლოდ მე და ალიოშა ვხარჯავდით. არმაზი კი ამ ფულით სხვადასხვა იაპონურ საქონელს ყიდულობდა ოჯახისთვის. ჩვენი სასტუმროს ნომერი მისი ნივთებით იყო სავსე.

სასტუმრო ტოკიოს ცენტრში მდებარეობდა და იქ ერთი უნიფორმიანი, ჭაღარა, ზრდილობიანი შვეიცარი მუშაობდა, რომელსაც განსაკუთრებულად უხაროდა ჩვენი დანახვა. როცა დაგვინახავდა, დიდი მოწიწებით დაგვიკრავდა თავს, კარს გაგვიღებდა და განუწყვეტლივ გვიცინოდა, რევერანსებს გვიკეთებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ყოველ შესვლა-გამოსვლაზე, მას მე და ალიოშა დოლარებს ვჩუქნიდით.

რაც უფრო ახლოვდებოდა უკან გამომგზავრების დრო, ჩვენი სასტუმროს ნომერი უფრო და უფრო ივსებოდა არმაზის ნივთებით. ბოლოს იმდენი დაუგროვდა, რომ ყველაფერს მარტო ვერ მოერია და რადგან ჩვენ არ მივეხმარეთ, ადგილობრივ თანამშრომლებს იაფად მოელაპარაკა და ავტობუსამდე მათ ჩაატანინეს ნაყიდი ნივთები.

მოკლედ, ნომრიდან ასეთი თანამიმდევრობით ჩამოვედით – წინ ორი უნიფორმიანი ახალგაზრდა მიდის არმაზის ნივთებით დატვირთული, უკან მათ არმაზი მიჰყვება, რომელსაც ორივე ხელით უზარმაზარი კომბინირებული მაგნიტოფონი უჭირავს, ბოლოს კი მე და ალიოშა მივყვებით. შვეიცარმა ჩვენი „კორტეჟი“ რომ დაინახა, ჩვენკენ ღიმილით გამოქანდა და ალიოშამ მითხრა: ახლა ნახე არმაზის სეირიო... შვეიცარი არმაზს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, გაუღიმა და იაპონური აქცენტით სვანურად უთხრა: წახვედი, შე წუწკო, ახვაროო... არმაზი შეცბა. გაოცებისგან ხელები გაშალა. ძვირფასი აპარატურა ხელიდან გაუვარდა და მოპრიალებულ იატაკზე დაენარცხა... არმაზი ჩვენკენ მოტრიალდა და გაოცებული სახით გვითხრა, ხედავთ, სვანური ტოკიოშიც სცოდნიათო...

მე და ალიოშამ კარგა ხანს ვიხარხარეთ და როცა დავმშვიდდით, ალიოშა გამოტყდა, რომ სამი კვირის განმავლობაში ასწავლიდა იაპონელ შვეიცარს ამ ფრაზას და ამაში 20 დოლარი აჩუქა. არმაზს ზარალი იაპონელებმა აუნაზღაურეს და უფრო კარგი ხარისხის აპარატურა მოუტანეს თვითმფრინავში“.

ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული მუსიკალური კინოფილმი „ორერა“ სრული სვლით“. სურათზე მუშაობის დროს ქართველმა მუსიკოსებმა გემით მთელი მსოფლიო შემოიარეს. წყნარი ოკეანის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ქართველებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. ამ ამბავს ბატონი გენო ნადირაშვილი მოგვიყვება.

„გაშლილ ოკეანეში მივცურავთ – „ორერა“ სრული სვლით“. სამი კვირის თავზე ვიღაც დალოცვილმა იყვირა: „ზემლია!”

– კუნძულზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა გოგიტიძემ.

ცდუნება დიდია.

როცა შებინდდა, რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე:

– მოდი, მენავე მოვქრთამოთ!

– დვა ბუტილკა ჩაჩა! – შევთავაზე ჩვენს რუს მენავეს.

– ნეტ! ოპასნო, ბრატცი! – გვრეხვა უარი.

– ტაგდა – კანიაკ!   

– ნეტ, ნეტ! – გაასავსავა ხელები, – კაპიტან ნაკაჟეტ!

– ჩეტირე ბუტილკა „ხვანჭკარა“, – გავპარჭყე ოთხი თითი.

– ტოლკა ჩეტირე ჩასა, – დაგვანახვა ოთხი  თითი, – ოთხ საათში მოგაკითხავთო.

კუნძული. კაფე „ოტელ ტაიტი.“ ხორხოცი, ჟრიამული, ცეკვა-თამაში, ფოიერვერკები, აზელილი ევროპა-აზია-ამერიკა... ორგიაა გაქანებული.

ჩუმად გადანახული დოლარები გვიჭყავის ჯიბეში.

მკვირცხლმა ოფიციანტმა ცარიელი მაგიდა გაგვიჩალიჩა. დავსხედით. რობერტმა ჩამწერი აპარატურა მოიმარჯვა (რუსო ტურისტო!).

– დვა ბუტილკა ვისკი ი ზაკუსკა! – ვაჯახე შეკვეთა განგსტერულად.

ოფიციანტი რუსულში ისე რა ერკვეოდა:

– ხომ არ მომეჩვენა და ორი სირჩა ხომ არ ბრძანეთ?

– დვა ბუტილკა-თქვა! – შევუბღვირე. გიჟია ესო, იფიქრა და გავარდა. მალე ჩვენი სუფრა ორმა ბოთლმა ვისკიმ და შემწვარ-მოხრაკულმა კიბო-ხოჭო-ლოკოკინებმა „დაამშვენა“.

ამასობაში მსუქან-მსუქანი მეორე ოფიციანტი მოგვიახლოვდა და სუფთა ქართულით გვეუბნება:

– რაშია საქმე, ბიჭებო? ქართველები ხართ?

ამის გარდა ამ გადაჯუნგლებულ კუნძულზე ყველაფერს ველოდი და დავიბენი.

– კაცო, ჯერ არ დამილევია და უკვე მაგრად ვარ... ვინ ხარ, ბოშო, შენ?

– ტიტუ! ქართველები ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთ! – გადაირია გურული ტაიტელი. თურმე, დედა ალჟირელი ჰყოლია, მამა – გურული ღლონტი და, თვითონ სადაური იყო, თავად არ იცოდა. გადაგვეხვია, ჩაგვპროშნა...

– ეს მატლები რა თქვენი საკადრისიაო, – მოხვია ხელი ყველაფერს და ორ წუთში ისეთი ღორის მწვადები მოაშიშხინა, გემო ახლაც მახსოვს.

ამდენ ემოციას რას გავუძლებდი და მოვიყუდე ვისკი პირდაპირ ბოთლით, „ბორჯომივით“.

შეწყდა ცეკვა-თამაში. დააცეცეს და დაშტიმეს თვალები.

მოგვიახლოვდა ვიღაც შეზარხოშებული ფრანგი ბიჭი – ბონჟურო.

– ბონჟურ, ბონჟურ!

– ვისკი? – მიმითითა ბოთლზე.

– ვისკი, – არ შევეპუე.

– და, ასე სვამ ბოთლიდანო?

– ჰო-მეთქი.

გადაირია:

– შენ თუ მაგას ბოლომდე დალევ, აგერ 500 დოლარიო, – დადო მაგიდაზე.

 მაგის ნახევარსაც დავჯერდებოდი, მაგრამ, იყოს ეგრე-მეთქი, – გავიფიქრე. მოვიმხე ბოთლი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ... 500 დოლარი ჩავიდე ჯიბეში, რამაც ჩვენი დანახარჯიც აანაზღაურა და ბლომადაც დამრჩა.

მერე ევროპულზე გადავედი და ყლუპ-ყლუპით ვსვამდი. თან, გმირი ვარ. ყველანაირი კანის ფერის მქონე გოგოები ჩემთან ცეკვავენ. ერთმა ზანგმა გოგომ ყურზეც მაკოცა (მეტზე არ მივუშვი – რა იცი, რა სჭირს?).

ეს „აფრო-გურულიც“ ხომ გვერდიდან არ გვცილდება – სისხლი მაინც სისხლია და სულ დადნა სიყვარულში. ამასობაში (ასეთ დროს ხომ დრო თითებსშუა იპარება) ჩვენი მესაიდუმლე ნავიც მოგვადგა – დროა, წამოდითო.

წამოდით კაია, ვინ გვიშვებს? არის ერთი გამიშვი – არ წახვიდე! საქმეში ხარ?! როგორც კი შევცურდით წყალში, არ გამოგვყვა ორი დახუნძლული ნავი უკან?! – თქვენთან გვინდაო...

ავიპარეთ ყველანი გემზე. შუაღამეა, ყველას სძინავს. ჩუმად შევიპარეთ გემის ბარში, ჩავრაზეთ შიგნიდან კარი და – წავიდა „დაგუდული გრიალი“. რიჟრაჟზე ჩაეწყვნენ თავიანთ ნავებში და დაგვემშვიდობნენ გულაჩუყებულები.

დილით გოგიტიძემ თავის კაიუტაში დაგვიბარა. პახმელიაზე ვარ, თან – მთვრალი.

– არ გეგონოთ, ვერაფერი გავიგე – გვტუქსავს მე და რობერტს, – მაგრამ, ასეთი ცენზის ბიჭები არ შეგარცხვინეთ და არ შეგიშალეთ ხელი. უნდა დამეჯარიმებინეთ, მაგრამ, გადავიფიქრე და პირიქით, მადლობას გიხდით.

– მადლობას რაში გვიხდი, ბატონო? – მასხრობა გვგონია.

– რაში და, რაც ბარში ნაყარ-ნუყარი იყო, ყველაფერი გაასაღეს თქვენმა სტუმრებმა. ბარმენი დოლარების თვლას ვერ აუდისო“.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...