თბილისელი „პადძელნიკი“ სპილოს თავგადასავალი

ა კიდო

თბილისელი „პადძელნიკი“ სპილოს თავგადასავალი

16 ოქტ. 2017, 01:32:09

დღევანდელი „კრიმინალური ქრონიკის“პირველი სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი გივი ბაქრაძე ბრძანდება, რომელიც ორ საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

ბატონი გივის პირველი მოგონების მთავარი გმირი თბილისის ზოოპარკში მობინადრე ერთი ჩვეულებრივი სპილო ბრძანდება. თავის დროზე ამ პატივსაცემ ცხოველს დიდი კრიმინალური ბიოგრაფია ჰქონია.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს თბილისში ბინის ქურდობები გახშირდა. დავადგინეთ, რომ ბინის ქურდობებს ძირითადად ერთი ადამიანი სჩადიოდა, რაზეც დანაშაულის ხელწერა მიგვითითებდა: უცნობი ქურდი ბინაში შესვლის წინ საკეტს ხელის ბურღის დახმარებით ტეხდა, შემდეგ ბინაში შედიოდა, იქაურობას პირწმიდად ასუფთავებდა და უჩინარდებოდა...

ერთი სიტყვით, მარტიდან მოყოლებული, ივლისის ჩათვლით, ქურდმა თერთმეტი ბინა გაძარცვა და ჯამში, 100 ათასი მანეთის ქონება მიისაკუთრა, რაც იმ დროისთვის ფანტასტიკური თანხა იყო. დიდი თავსატეხი გაგვიჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი მაშინდელი მინისტრი, შევარდნაძე, ჩვენს უფროსს მოხსნითაც კი დაემუქრა. უფროსმა კი შევარდნაძის რისხვა ჩვენზე გადმოიტანა და ჩვენც დღე-ღამეს ვასწორებდით ქურდის ძებნაში. მრავალი მახე დავაგეთ, მაგრამ, უშედეგოდ.

ივლისის ერთ ძალიან ცხელ დღეს კი ერთ-ერთი ოპერჯგუფი ვიღაც ბიჭს გაეკიდა, რომელსაც უთენია სპორტული ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. მდევრები რომ დაინახა, ბიჭი ზოოპარკში შევარდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ოპერჯგუფი ზოოპარკში შევყარეთ და სპილოს სადგომს შემოვარტყით ალყა, სადაც ის გაქცეული ბიჭი შევიდა.

უცებ, სადგომიდან სპილო გამოვიდა, რომელმაც წყლის ჭავლი მოგვიშვა, აქეთ-იქით მიმოგვფანტა და ბიჭს გასაქცევად გზა გაუხსნა, მაგრამ ბიჭი მაინც შევიპყარით. შემდეგ სპილოს სადგომშიც შევედით, იქაურობა გავჩხრიკეთ და უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ - თურმე ბიჭი ნაქურდალს იქ ინახავდა. მოუხელთებელი, ქურდი აღმოჩნდა 19 წლის ბიჭი, რომელიც სპილოს მომვლელად მუშაობდა ზოოპარკში.

დამნაშავე, ბიჭი, რა თქმა უნდა, გაასამართლეს, სპილო კი არ დაუსჯიათ -  უბრალოდ, მას ახალი მომვლელები მიუჩინეს“.

ბატონი გივი კიდევ ერთ „არაჩეულებრივ ისტორიას“ შემოგვთავაზებს.

„1974 წელს ყრუ-მუნჯთა ორგანიზებულ ჯგუფს „დავასხედით კუდზე“, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკანონო სავალუტო ოპერაციებს ახორციელებდა. მათ საკმაოდ მსხვილი თანხა ჰქონდათ დაგროვილი და უცხოეთში აპირებდნენ მის გატანას. საუბარი იყო 300 ათას დოლარზე და მსხვილკარატიან ალმასებზე. ამიტომ, საუკეთესო ძალების მობილიზება მოვახდინეთ, მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და ყრუ-მუნჯთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გაგვიშიფრავდნენ. პარალელურად კი, თვალთვალის მთელ პროცესს ფირზე ვიწერდით და სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, ყველაფერს დაწვრილებით ვაშიფრინებდით მეორე პედაგოგს.

ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ ყრუ მუნჯთა თავკაცი ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს შეხვდა, ჩვენთან მყოფმა ყრუ-მუნჯების პედაგოგმა გვითხრა:

- ხვალ, საღამოს 8 საათზე ყრუ-მუნჯს ფულს და ალმასებს მიუტანენ და უცხოელი წაიღებს. შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით ამერიკაში გაიტანსო.

ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით. იქ კი მეორე პედაგოგი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავურთეთ, რომ ყრუ-მუნჯთა საუბარი დაწვრილებით გაეშიფრა და ფურცელზე გადაეტანა. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 3 საათზე შემომიტანეს. წავიკითხე და გავოგნდი. ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო. ანუ, მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი „მოვხსენით“ და რესტორნიდან წამოვედით.

ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და ყრუ-მუნჯების შეფის სახლისკენ გავემართეთ. იქ კი გათიშული ბინის პატრონი და მისი უგონოდ მყოფი ამერიკელი კოლეგა დაგვხვდნენ, რომლებიც გაკოჭილებიც იყვნენ. ნათელი იყო, რომ ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა გაგვაცურა. სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია, 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა და მიიმალა. თუმცა, შორს ვერ წავიდა. სამი დღის მერე მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა დოლარებით“.

დღევანდელი „კრიმინალური მოგონებების“ მომდევნო სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი შერგილ ბახია ბრძანდება. ახალგაზრდობაში ბატონ შერგილს მოსკოვში მუშაობა მოუწია და ეს „შემთხვევაც“ საბჭოეთის დიდ დედაქალაქში გადახდა.

„გასული საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვში, ბაბუშკინის რაიონში ვმუშაობდი უბნის ინსპექტორად. ჩემს გამგებლობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი შედიოდა, სადაც ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ცხოვრობდნენ.

ცოდვა გამხელილი ჯობს და, უნდა გამოვტყდე, რომ ამ საერთო საცხოვრებელში ხშირად დავდიოდი სტუმრად, რადგან ახალგაზრდა და უცოლო ვიყავი, საერთო საცხოვრებელში კი მშვენიერი რუსი გოგონები ცხოვრობდნენ. თუმცა, ამას ყოველთვის სამსახურიდან თავისუფალ დროს ვაკეთებდი.

1972 წლის 31 დეკემბერია. ჩემს ნაშასთან ვარ, რომელსაც დუნია ერქვა და ერთოთახიანში ცხოვრობდა. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამი საათით ადრე, მაშინ, როდესაც მე და დუნია ერთმანეთით ვტკბებოდით, საშინელი ღრიალის და წივილ-კივილის ხმა მოგვესმა. ხმაური ძლიერდებოდა. ამიტომ, ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და დერეფანში გავედი.

გავედი და რას ვხედავ - უზარმაზარი აღნაგობის წითურთმიანი რუსი ყმაწვილი, რომელიც უზარმაზარ ტრუსებში იყო გამოწყობილი, კინგ კონგივით გამწარებული დარბის აქეთ-იქით და ღრიალებს: ქალი, ქალი, ქალი მინდაო. თან აქეთ-იქით აწყდება და გოგონების ოთახების კარებების შემტვრევას ცდილობს, შეშინებული გოგონები კი თავიანთი ოთახებიდან კივიან და მილიციას მოუხმობენ. აგზნებულმა წითურმა რომ დამინახა, რატომღაც, ჩემკენ გამოქანდა ღრიალით. წესით, უნდა გავრიდებოდი, მაგრამ მილიციელი ვიყავი, გაქცევა ვითაკილე და ფეხი არ მომიცვლია, წითური კი ღრიალით მორბოდა. ნახევარ ნაბიჯში რომ მომიახლოვდა და უზარმაზარი ტორები აღმართა, მე მას რკინის სკამი შევაგებე შუბლში, წითური გონებადაკარგული ძირს დავაგდე და ზეწრით გავკოჭე, რომელიც დუნიას ოთახიდან გამოვიტანე სასწრაფოდ.

წითური მალევე მოვიდა გონს და ღრიალი განაგრძო. ამასობაში კი სასწრაფო და მილიცია მოვიდნენ. ექიმებმა წითურს დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და სტაციონარში წაიყვანეს. მილიციამ კი მოკვლევა დაიწყო. როგორც გაირკვა, გამხეცებული წითური ვეტერინარული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ყოფილა, რომელიც სამადგილიან ოთახში ცხოვრობდა ჯგუფელებთან ერთად. მას თავისი მეგობრის კომოდიდან ბოთლი გამოუღია, რომელზეც ეწერა „კოქტეილი“ და სასმელი ნახევრამდე გამოუცლია. სასმელში კი თურმე ცხენის აღსაგზნები წამალი იყო გარეული, რომელიც წითურის მეგობარს ერთი გოგონასთვის ჰქონია შენახული. სწორედ ამ „ცოფიანი“ კოქტეილის დიდმა დოზამ გამოიწვია წითურის ასეთი საშინელი აღგზნება, რის გამოც მან ახალი წელი საგიჟეთში გაატარა“.

დღევანდელ მოგონებებს პოლკოვნიკი ბორის მესხი დაასრულებს.

„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ მილიციის კაპიტანი ონისე გასვიანი, რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით იყო გამორჩეული. ჩვეულებრივი აღნაგობის მიუხედავად, 180 სანტიმეტრი და 80 კილოგრამი, ონისე არაადამიანური ძალის პატრონი იყო და იფიქრებდით, რკინა-ბეტონისგანაა ჩამოსხმულიო.

1976 წლის თებერვალში მე და ონისე მოსკოვში გაგვაგზავნეს ორთვიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ჩვენ „მურის“ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და მეცადინეობებზე „ემვედეს“ სპორტდარბაზში დავდიოდით, სადაც ძიუდოისტთა ბაზაც იყო და საბჭოთა ნაკრები ვარჯიშობდა.

ერთ მშვენიერ დღეს სასროლეთიდან ამოსულებს გზა აგვერია და გასასვლელის ნაცვლად, საჭიდაო კომპლექსში ამოვყავით თავი.

დავბორიალობთ, გასასვლელს ვეძებთ და ამ დროს ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსულ, შუა ხნის იაპონელ მამაკაცს ონისე შემთხვევით დაეჯახა და წააქცია. ძალიან შეწუხდა, მოუბოდიშა და ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. ის გამხდარი იაპონელი კი მარდად წამოხტა ფეხზე, ონისეს სილა გააწნა და მედიდური გამომეტყველებით დააპირა იქიდან წასვლა. მაშინ ონისემ ქეჩოში ჩაავლო ხელი, პანღური ამოარტყა და ქართულადაც შეუკურთხა. იაპონელი არ წაქცეულა, რადგან ონისემ მისი ასაკი და აღნაგობა გაითვალისწინა. უბრალოდ ამოარტყა პანღური, თორემ ძალა რომ ეხმარა, იმ გამხდარ იაპონელს კედელზე ტყლაპივით ააკრავდა.

ეს ეპიზოდი იმ პანღურამორტყმული იაპონელის თანმხლებმა პირებმა იხილეს, რომლებიც კიმონოებსა და სუმოისტების უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ეს ექვსი გოლიათი, პანღურამორტყმულის ბრძანებით ონისე გასვიანისკენ დაიძრა. პირველად ონისესთან თეთრკიმონოიანი გოლიათი ძიუდოისტი მივიდა და საყელოში სცადა მისთვის ხელის ჩავლება. ონისემ დაასწრო, კიმონოში სწვდა, კისრულზე წამოიღო და ძირს დაანარცხა. შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში. ონისემ კიდევ სამი ძიუდოისტი აფრინა აქეთ-იქით და მათ ერთი გოლიათი სუმოისტიც მიაყოლა. მეორე სუმოისტს კი „ბოინგივით“ დაეჯახა, კედელს შეახეთქა და გონმიხდილი ძირს დააგდო.

პანღურამორტყმული იაპონელი, მათი ცოცხალი ლეგენდა, ვინმე ასახი აღმოჩნდა. მას ძიუდოისტები და სუმოისტები მამას უწოდებდნენ და თითქმის ყველა იაპონელი ჩემპიონი მისი აღზრდილი ყოფილა. ამიტომაც გააოცა თავისი აღზრდილების ასეთმა „გაფარჩაკებამ“. მისი აღსაზრდელები კი, რომლებიც ონისემ აქეთ-იქით მიყარ-მოყარა, აღმოჩნდნენ ცნობილი სუმოისტი, დაუმარცხებელი ჩემპიონი კასატუმუ და ასევე დაუმარცხებელი ძიუდოისტი ჩემპიონი, იამასიტა. იამასიტა იმ პერიოდში ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, ორი თვის მერე მეორედ მოიგო ეს ტიტული, შემდეგ მესამედაც და ისე დატოვა ტატამი, არ წაუგია.

ერთი სიტყვით, სკანდალი სახეზე იყო და დაქოქილი ონისე უკვე შეტევაზე გადასვლას აპირებდა იაპონელების „მეორე წრეზე“ გასაშვებად, რომ ძიუდოს დარბაზიდან საბჭოთა მოჭიდავეები და მათი მწვრთნელებიც გამოვიდნენ. მათ შორის ცხონებული შოთა ჩოჩიშვილიც იმყოფებოდა. ისინი იაპონელ ათლეტებს ელოდნენ, რომ ერთობლივი წვრთნა ჩაეტარებინათ. მიყრილ-მოყრილი იაპონელების მამა დემონსტრაციულად შეტრიალდა და შერცხვენილმა დატოვა იქაურობა. ჩოჩიშვილმა და მისმა მეგობრებმა იქვე შეგვარიგეს იაპონელ ათლეტებთან და ჩვენი გზით წამოვედით.

საღამოს კი ჩვენს საერთო საცხოვრებელში თავად იაპონელი ათლეტების მამა ასახი გვეწვია თარჯიმანთან ერთად. ონისეს ეხვეწებოდა, მასთან დაეწყო ვარჯიში და ჰპირდებოდა, ჩემპიონს გაგხდი და მილიონერი იქნებიო. ონისემ ასახი უარით გაისტუმრა. მისგან კი ერთი თვის მერე, სამურაის ხმალი მიიღო საჩუქრად, რომელიც ტოკიოდან თბილისში ჩამოუვიდა“. 





 ახალი ამბები
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...
  • მესტიაში მე-18 დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...