"არ მინდა ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება მარიონეტების თეატრს დაემსგავსოს..."

მთავარი თემა

"არ მინდა ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება მარიონეტების თეატრს დაემსგავსოს..."

14 ნოე. 2013, 19:38:57

_ უფრო ნათლად რომ აგვიხსნათ, რატომ მიიღეთ გადადგომის გადაწყვეტილება, ამას კანონი გავალდებულებდათ?

_ მოგეხსენებათ, ახალი პრეზიდენტის ფიცის მიღების შემდეგ ძალაში კონსტიტუციის ის მუხლები შედის, რომლითაც გუბერნატორის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან მთავრობის კომპეტენციაში გადადის. ასევე, ცნობილია, რომ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და მე არ წარმოვადგენთ სახელისუფლო პარტიას, ანუ "ქართულ ოცნებას", არ ვითვლებით მათ მხარდამჭერებად და უფრო მეტიც, მთელ რიგ საკითხებზე ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ვგულისხმობ, როგორც ქვეყნის საშინაო სოციალურ- ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგარეო კურსს. შესაბამისად, ამ შეუთავსებლობიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგვაჩნია მათთან ერთად საქმიანობის სურვილი და ალბათ, არც მათ აქვთ მსგავსი სურვილი.

_ როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას გურიის რეგიონში ?

_ რაც შეეხება ჩემს საქმიანობას რეგიონში, მხოლოდ ერთი წლით ვერ შემოვიფარგლები. ჩვენი გუნდის გაკეთებული საქმეების დინამიკას უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, მოვიყვან პატარა შედარებას - 2003 წელს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში, მხარეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების მოცულობა ნახევარ მილიონ ლარსაც არ აღემატებოდა. დღეის მდგომარეობით, ის თითქმის ორმოც მილიონ ლარს შეადგენს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა - ამით რა შეიცვალა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შესაძლოა ცვლილებები არ არის იმდენი, რამდენიც საჭიროა, თუმცა პროგრესი აშკარად თვალშისაცემია. ამისთვის აუცილებელია თავი დააღწიონ იმ უსუსურ რიტორიკას, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის მანძილზე ანგრევდა ქვეყანას. გამოვიდნენ გარეთ, თავიანთი სახლების წინ და დაინახავენ, რომ გზა არის გაკეთებული, ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება უწყვეტად, სასმელი წყლის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია, ელექტროენერგია მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება. მართალია, ეს მინიმალურია, მაგრამ ქმნის იმის პირობას, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, განხორციელდეს ინვესტიციები. მაგალითად, 2012 წელს მხარის გუბერნატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას ერთ-ერთ ცნობილ თურქულ ფირმასთან მერიაში სამკერვალო საწარმოს გახსნის თაობაზე, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდებოდა, ასევე პრეზიდენტის ინიციატივით იგეგმებოდა მერიის აეროდრომის რეაბილიტაცია. დაწყებული იყო კურორტ ბახმაროსა და ურეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ყველაფერი რომ მოგვესწრო, მხარეში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას შვძლებდით.

_ რამ შეუშალა ხელი დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და რა გარემოებამ გამოიწვია მათი შეჩერება?

_ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნებას" ძირითადი აქცენტი ოპონენტების პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე იქნა გადატანილი, ამასთან პრემიერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მსოფლიო დონის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფორუმებზე აცხადებდნენ, რომ ის რეიტინგები, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოს გააჩნდა, იყო "ნაციონალური მოძრაობის" პიარი და არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ისეთი ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები ადასტურებდნენ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ა. შ. ახალი მთავრობა აცხადებდა, რომ ქვეყანაში რეალურად უფრო მძიმე საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო იყო. ამან თავისი შედეგი გამოიღო და დღეის მონაცემებით - 2013 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებლებს.

_ როგორ ხედავთ სამომავლოდ მოვლენების განვითარებას, გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენი სავარაუდო შემცვლელების შესახებ?

_ წინასწარმეტყველი არ გახლავართ. არც ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, თუმცა იმ ინფორმაციით, რაც დღეს გამაჩნია, საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარგენილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით 700 მილიონ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღებას გეგმავს, მაშინ, როცა მთავრობას ნახევარ მილიარდ ლარამდე შიდა ვალი დაუგროვდა. როგორც ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, ეს ქვეყანას სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს და მას ფინანსთა მინისტრის, ასევე მთავრობის სხვა წევრების მხოლოდ თვითდაჯერებული და ირონიული გამომეტყველება ნამდვილად ვერ უშველის. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ იქნებიან ჩვენი შემცვლელები, ვერც ამ თემაზე დავიწყებ მარჩიელობას. ეს ცალსახად, ახალი პრემიერის და მისი გუნდის გადასაწყვეტია, თუმცა, თუკი იმ ხალხის დანიშვნის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, პოზიტიური გარღვევების იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.

_ ანუ, ფიქრობთ, რომ სხვა თქვენსავით საქმის კეთებას ვერ შეძლებს?

_ შუცვლელი არავინაა. უბრალოდ, მე ვისაუბრე იმ რეალობის შესახებ რა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარებაც ამ ეტაპისთვის ქვეყანაშია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შემდგომ მოსულმა ჩვენზე მეტი გააკეთოს, მაგრამ ამისთვის მარტო ოცნება და კეთილი სურვილები საკმარისი არ არის. რამის გაკეთება რომ შეძლო, პირველ რიგში, აუცილებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის ქონა და სათანადო ფინანსური რესურსების არსებობა. შეცვლით რა შეიცველება? ალბათ, გადახალისდება გუბერნიის ავტოპარკი, უფრო კეთილმოეწყობა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების სამუშაო კაბინეტები. ხალხის საკეთილდღეოდ კი ბევრი არაფერი შეიცვლება.

_ სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ?

_ მე ვრჩები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და შევეცდები ჩემი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის, მათ შორის, საარჩევნო მიმართულებით მიღებული გამოცდილება პარტიის გაძლიერებისთვის გამოვიყენო.

_ პარტიაში იმისთვის ხომ არ მიდიხართ, რომ ისევ ახალ თანამდებობებზე გიხილოთ?

_ ჩემთვის თანამდებობა, პარტია და პარტიული საქმიანობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. თითქმის 10 წელია საჯარო სამსახურში ვარ და მოწვეული სპეციალისტიდან დაწყებული დეპარტამენტის უფროსის ჩათვლით ყველა რანგის თანამდებობაზე მიმუშავია. ამით იმის თქმა მინდა, რომ წინა მთავრობის პირობებში ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეს უწყვეტი პროფესიულ-კარიერული განვითარებისთვის მიეღწია. დღეს რას ვხედავთ? იმის ნაცვლად, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პროფესიონალი კადრების განვითარება ახალ საფეხურზე გადასულიყო და მაქსიმალურად მომხდარიყო მათი გამოცდილების გამოყენება, ვუბრუნდებით 2003 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როცა ადამიანები თანამდებობებზე ნათესაური კავშირებით და ოჯახისშვილობით ინიშნებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, როცა ბანკში თავისი თანაშემწე, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ახლა კი პრემიერ-მინისტრობის რეალური კანდიდატია. მან კი, თავის მხრივ, ოჯახის ახლობლის შვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ბევრ რეგიონში მხარის რწმუნებული დაინიშნება არა მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით, არამედ პრემიერთან მისი პირადი ნაცნობობით. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, ქვედა დონეზეც გაგრძელდება. ამ ყველაფერს ფეოდალური ხანის ელფერი აქვს. მინდა, რომ ეს შეიცვალოს. არ მინდა ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება მარიონეტების თეატრს დაემსგავსოს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოკუპანტთან პატრონყმურ მდგომარეობაში არ იყოს და ღიმილიანი რიტორიკით არ ცდილობდეს რუსეთის საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული იმპერიალისტური გეოპოლიტიკის და გეოსტრატეგიის შეცვლას. ეს და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" რეფორმატორულ გუნდში მისვლა გადამაწყვეტინა. ჩვენ გვჯერა, რომ პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანების თანადგომით ამ ყველაფერს შევცვლით.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...