შარაშენიძის გამგებლობის მიწურულს ჩატარებული აუქციონები - კვადრატული 12 ლარად სიძისთვის

მთავარი თემა

შარაშენიძის გამგებლობის მიწურულს ჩატარებული აუქციონები - კვადრატული 12 ლარად სიძისთვის

2 ივლ. 2014, 18:18:34

ოზურგეთში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, უძრავ ქონებებზე და მიწის ნაკვეთებზე აუქციონები დაჩქარებული ტემპით ჩატარდა.

გასასხვისებელი ქონების ფასი, საკმაოდ დაბალი იყო. თუმცა, აუქციონებში, ძირითადად ორი კონკურენტი იღებდა მონაწილეობას.

ერთ-ერთი  ნაკვეთი, მოქმედი გამგებლის სიძემ (შვილის ქმარმა) ლაშა ლომაძემ შეიძინა, კვადრატული სულ რაღაც 12 ლარად და 70 თეთრად.

ოფიციალური დოკუმენტების მონაცემებით:  გ. ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართის 603 კვ.მ და მასზე დამაგრებული 1335 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზ. დამენიას ქუჩაზე #21 -ში მცხოვრებმა ლაშა ლომაძეზე 16 989 ლარად გასხვისდა.  

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, 2014 წლის 17 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ  გამართულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე # 23 -ში მცხოვრებმა, სანდრო სანიკიძემ, რომელმაც ნიკოლაძის ქ. # 5ში მდებარე 1175 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინა 8096 ლარად. როგორც ირკვევა, მან კვადრატული 6 ლარად და 80 თეთრად იყიდა.

ჟღენტის ქუჩაზე მდებარე 400 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აკაკი წერეთლის ქ. #13 _ ში მცხოვრებმა მიხეილ ხელაძემ 2590 ლარად შეიძინა.

სოფელ ნატანებში მდებარე 6358 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჯარო აუქციონში მონაწილეობა მიიღო, ქ. თბილისში ლეხ. კაჩენსკის ქ. #13 ბინა #60 -ში მცხოვრებმა ლია სამადაშვილის მინდობილმა პირმა გიგა მახარაძემ მიიღო და აღნიშნული ქონება 82 950 ლარად შეიძინა.

სოფელ დვაბზუში მდებარე 7661 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე პირობიან აუციონში მონაწილეობა მიიღო შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ წარმომადგენელმა მინდობილობით ეკატერინე გოგოლაძე,. რომელმაც აღნიშნული ქონება 25 757 ლარად.

რატომ გასხვისდა დაჩქარებული ტემპით მიწები და ტერიტორიები ოზურგეთში, იკვეთება თუ არა აუქციონში გამარჯვებულ პიროვნებებთან, გამგებლის, კოტე შარაშენიძის პირადი ინტერესები?

 მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ  ოფიციალურად მოწერილი პასუხი ასეთია:

"2014 წლის 17 ივნისს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  ჩატარებულ   აუქციონში  მონაწილეობა  შემოსული  განცხადებების  საფუძველზე  მსურველმა მოქალაქეებმა მიიღეს.

აუქციონის შესახებ კანონიდან გამომდინარე მასში მონაწილეობის მიღების მსურველები არანაირი კრიტერიუმით არ ირჩევა და 17 ივნისს  აუქციონზე გატანილი აღნიშნული და ასევე სხვა ტერიტორიებიც   სრული კანონის დაცვით იქნა გასხვისებული.

 აუქციონის გამოცხადების სრული უფლება აქვს მოქმედ გამგებელს და ეს კანონდარღვევად არ ითვლება."

ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბახვა ჩხარტიშვილი  აუქციონების შესახებ გვპასუხობს, რომ აუქციონი საჯაროა და დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ მისივე თქმით, გ.ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი ერთ პიროვნებაზე, ოზურგეთში მცხოვრებ  ლაშა ლომაძეზე გაიყიდა, შესაბამისად კონკურენცია არ ყოფილა. ასევე, მოხდა სხვა აუქციონებზეც, მონაწილეობას მხოლოდ ერთი პიროვნება იღებდა.

_ბატონო ბახვა, თქვენი სამსახურის და გამგეობის მიერ ბოლო პერიოდში მიწების გასხვისება კანონიერად მოხდა?

_რა თქმა უნდა.

_თქვენი აზრით, რამდენად მიზანშეწოლილი იყო არჩევნების პერიოდში, მიწების დაჩქარებული ტემპით გასხვისება?

_აუქციონი ტარდება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. არანაირი პრობლემა არ არის. საკრებულოს საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცებული. ამის შემდეგ ვაცხადებთ ჩვენ აუქციონს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე აცხადებს, რომ აუქციონებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო.

_ აუქციონების ჩატარებას წინ უძღვის ძალიან შრომატევადი სამუშაოები. შემოდის გამგეობა ინიტიციატივით, ამა თუ იმ შენობა-ნაგებობებისა თუ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, ეს იგზავნება ქონების მართვის სააგენტოში, ამის შემდეგ იგზავნება გუბერნიაში, გუბერნატორთან შეთანხმებით, ხომ არ აქვს მას რაიმე საწინააღმდეგო, ამის შემდეგ მოდის ჩვენთან დასამტკიცებლად, ან კი უნდა ვუთხრათ ან არა. აბსოლუტურად ყველა შეთანხმება მუნიციპალიტეტზე ქონების გადმოცემის შესახებ ხდება გუბერნატორთან ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ამის შემდეგ დაგროვილი მასალები გადის საკრებულოს კომისიაზე, შემდეგ სხდომაზე, ამის შემდეგ ტარდება აუქციონი.

_ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ არჩევნების პერიოდში, როცა ქალაქს ეყოლება ახალი მერი და მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი, დაჩქარებული წესით გასხვისდეს მიწები და შენობა-ნაგებობები  ქალაქის ცენტრში?

_რის საფუძველზე უნდა შევაჩეროთ აუქციონის დრო? ახლა უკვე შეჩერებულია ყველანაირი მსგავსი საკითხი, რადგან გამიჯნულია ქონება და მორატორიუმია გამოცხადებული.

იყო თუ არა გურიის გუბერნატორი საქმის კურსში, ამ ბოლო დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ აუქციონის წესით გასხვისებული მიწების თაობაზე, გუბერნატორი გვპასუხობს, რომ  კომენტარს ვერ გააკეთებს,  რადგან აღნიშნული საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...