ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

4 აპრ. 2021, 20:09:02

3 აპრილს საქართველო ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობა.

უბადლო ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე ყოფნის შემდეგ  გარდაიცვალა.

თითქოს, წამიერად, ქართული ხალხური სიმღერის რიტმი და  ფეთქვაც შეჩერდა მისი სამშობლოს მიწაზე, განსაკუთრებით კი, მშობლიურ გურიაში. 

ქართული ხალხური სიმღერის გენიალური მაესტრო, გურული საგალობლების და ხალხური სიმღერების უბადლო მკვლევარი და შემსრულებელი,  სრულიად საქართველომ დაიტირა.

გურიიდან, კერძოდ კი მშობლიური ოზურგეთიდან ჩასულ დელეგაციაში იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, თანამშრომლები, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მრავალი რიგითი მოქალაქე, როგორც მშობლიური მაკვანეთიდან, ისე ოზურგეთის სხვადასხვა სოფლიდან. აქვე იყვნენ გურული ჟურნალისტებიც.

„რამდენი ხალხია და რომ არა პანდემია, აქ, ალბათ, ნემსი არ ჩავარდებოდა“, _ საუბრობდნენ სამების საკათედრო ტაძრის შემოგარენში, სამგლოვიარო პროცესიის მონაწილენი.

დღის განმავლობაში დაკრძალვაზე მოსულ ქვეყნის პირველ პირთაგან, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სხვებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მოქალაქეების რიცხვს შეუერთდა და მდუმარედ იდგა საპატიო ყარაულში.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მოსაყრდემ მეუფე შიომ სამების ტაძარში წაიკითხა პატრიარქის წერილი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა.

გურიიდან, მშობლიური ოზურგეთიდან ჩასულ დელეგაციას, სამების საკათედრო ტაძარში, თბილისში მცხოვრები მრავალი ოზურგეთელი შეუერთდა.

 ემოციური იყო სვანეთის შვილების  სვანური ზარით შემოსვლა, რომელთაც წინ ერეკლე საღლიანი მოუძღვებოდა. მათ სვანური ზარით დაიტირეს ანზორ ერქომაიშვილი და ცრემლსა და სიმღერას ნაზიარები გლოვით, ძალზე ბუნებრივად წარმოჩნდა კიდევ ერთი უნიკალური ქართული ფენომენი _ რომ ქართველი კაცი სიკვდილს უმღერის ნანას. იმ სიკვდილს, რომლის არარსებობის შემთხვევაში, თვით სიცოცხლეც მოკვდებოდა და აზრი არ ექნებოდა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყოფნას.

ანზორ ერქომაიშვილის გენიალობა  იმითაც გახდა ნიშანდობლივი, რომ მის დაკრძალვაზე მყოფ გაერთიანებულ საქართველოს ადვილად შეამჩნევდა დაკვირვებული თვალი.

სამთავრობო პირველი პირები:  ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მინისტრები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ლიდერები, თანმიმდევრულად ეთხოვებოდნენ საქართველოს ღირსეულ შვილს.

 სამოქალაქო პანაშვიდზე, მეუღლესთან ერთად მივიდა  პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 

„ეს ის შემთხვევა, როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს“, „ყველა ერთნაირად დასტირის“, „იქნებ, ახლა მაინც  რაიმეს მიხვდეს ჩვენი ხალხი“, _ ისმოდა ტაძარს გარეთ მყოფ მოქალაქეთა კერძო საუბრებში.

ადამიანები ანზორ ერქომაიშვილის უდიდეს ღვაწლზე  საუბრობდნენ და განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ასეულობით ქართველი ბავშვისთვის ქართული ხალხური სიმღერის შესწავლით,  მან ერის კულტურის უკვდავებას ბალავარი სამუდამოდ განუმტკიცა.

_ რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ? მის მიერვე ჩაწერილი და გამოცემული  გურული საგალობლები და სიმღერები, ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური გამოცემები, უამრავი კინოფილმის თუ  სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება თუ  ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნება? _ ამბობდნენ ადამიანები, რომლებიც ცრემლების გარეშე ვერ საუბრობდნენ. 

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მიუხედავად გულწრფელი ცრემლით მისული  უამრავი თანამემამულისა და  გურიიდან წასული    ადამიანების გულწრფელად დატირებისა, დაკრძალვაზე მყოფი გურულების კერძო საუბრებში ერთ დეტალს უკმარისობის განცდა და ჩურჩული მოჰყვა:

 „ყოჩაღ, სვანებს. გვაჯობეს გურულებს ჩვენი მგალობლის, ანზორის დატირებაში. ამდენი მომღერალი გვყავს, ერთი საგალობლის შესრულება როგორ არ შეიძლებოდა? კარგია ორგანიზებულად წამოსვლა, ოფიციალური ჟესტი, ცრემლები თუ გვირგვინი, მაგრამ...“

_ ყველაფერი დაგეგმილი იყო კარგად და  ორგანიზებულად. სამგლოვიარო ცერემონია საგალობლების შესრულებით და ზოგადად, სწორედ ისე წარიმართა, როგორც ანზორ ერქომაიშვილს ეკადრებოდა. მთაწმინდაზე, დაკრძალვის დროს, კვლავ გაისმა სვანური ზარი, მართვეს ძველმა თაობამ შეასრულა „ჩაკრულო“... ანზორ ერქომაიშვილი დაიკრძალა სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის სამუდამო სამყოფელს შორის.  მშობლიურმა გურიამ, სრულად საქართველომ თავის გენიალურ შვილს ნამდვილად მიაგო საკადრისი პატივი, _ გვითხრა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ სურგულაძემ.

„ღმერთო, კიდევ გააჩინე საქართველოში ანზორ ერქომაიშვილი“, _ ეს კი ერთი ძიმითელი გურულის, ედიშერ სიხარულიძის სიტყვებია, რომელიც, დაკრძალვიდან დაბრუნებული, ძიმითის გადასახვევთან ტრანსპორტიდან ჩასული, წამიერად შეჩერდა, თვალები ზეცას მიაპყრო და წყლიანი თვალებით  უფალს შესთხოვა.

_ მოკრძალებულად სთხოვდა ოზურგეთიდან თბილისში მიმავალ დელეგაციას, ნუ დამზარდებით, ანზორის დასატირებლად მოვდივარ და ძიმითის გადასახვევთან დაგხვდებით, არ დამტოვოთო... ასე წამოვიდა დედაქალაქში, უენოდ, ჩუმი ცრემლებით დაიტირა და ისე ჩამოვიდა აქამდე, ხმა არ ამოუღია, _ თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ.

დიახ, ედიშერ სიხარულიძის ცრემლიანი ვედრება, ფართო განვრცობით უკვდავი  სახალხო სიყვარული რომ ჰქვია, ყველა იმ კონკრეტულ ორდენსა თუ უამრავ სხვა ჯილდოზე მეტია,  რაც გენიალურ ლოტბარს და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს მიაგეს ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. 





 ახალი ამბები
  • ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლაქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე", _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. "გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ... ...
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...