პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა: “ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში ხომ უნდა ვიცოდეთ?!“

მთავარი თემა

პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა: “ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში ხომ უნდა ვიცოდეთ?!“

19 მარ. 2021, 10:39:47

“ძალიან დიდია ინტერესი, რადგან ადამიანებს აწუხებთ ეს და არ იციან, როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ, რომელ ექიმს, არ იციან, ეს საშიშია, თუ არა; არ იციან, ადრე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებაა, კოვიდის მიერ პროვოცირებული, თუ ორგანოთა სისტემების რაღაც ახალი დაზიანებაა გამოწვეული კოვიდის ვირუსით, რომელიც მანამდე _ კოვიდამდე არ იყო,“ _ ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი.

მსოფლიოში კოვიდგამოცდილების მძიმე, გრძელმა პერიოდმა აჩვენა, რომ ავადმყოფების ნახევარზე მეტს, სიმპტომები უხანგრძლივდება ან კიდევ, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორი თვის შემდეგაც კი, ხელახლა უჩნდება ახალი სიმპტომები. სწორედ ამის გამო, გაჩნდა ახალი ტერმინები გახანგრძლივებული კოვიდის, პოსტკოვიდური სიმპტომების, პოსტ-კოვიდური სინდრომის ანუ როგორც მეცნიერები უწოდებენ PCS-ის სახით.

თათია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კოვიდ-19 გადაიტანა, თუმცა, ორი თვის შემდეგ, მას იგივე სიმპტომები გამოუვლინდა, თანაც, გაცილებით რთული ფორმით.

ცირა წურწუმია 35 წლისაა; კოვიდმა სუნთქვის უკმარისობა, მეხსიერების დაქვეითების პრეცენდენტები დაუტოვა.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრე გოგინავა “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ კოვიდის გადატანის შემდგომ, პაციენტთა გარკვეულ და არც თუ ისე მცირე ნაწილში გახანგრძლივებული სიმპტომები _ სისუსტე, ადვილად დაღლა, წნევის ცვალებადობა, ქოშინი, დაბალი ტემპერატურული რეაქცია 37.3 გრადუსამდე, არ არის საშიში და ძირითად შემთხვევებში, ეს სიმპტომები ლაგდება ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კოვიდის შემდგომი სიმპტომები დინამიკაში მზარდია.

ალექსანდრე გოგინავა | ფოტო: primetime.ge

_ ძირითადად, ისეთ პაციენტებს ურთულდებათ, რომლებმაც კოვიდი მძიმედ გადაიტანეს. ასეთ დროს აუცილებელია, რომ პაციენტმა მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელმეორედ შეფასდეს და თუ საჭიროა, გარკვეული კვლევები და შემდგომ მკურნალობა ჩაუტარდეს.

_ რა შემთხვევაშია საშიში პოსტკოვიდური სიმპტომები?

_ თუ სიმპტომები ხანგრძლივია და აქვს მზარდი ხასიათი. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ სხვადასხვა ფონური დაავადებები და აქვთ მაღალი რისკი, რომ დაავადება მძიმედ განვითარდეს. ამიტომ, თუ სიმპტომები გახანგრძლივდება 3 კვირაზე მეტ ხანს და ექნება მზარდი ხასიათი, მაშინ საშიშია. გართულება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ  ძირითადად, შედარებით ხანდაზმულ ასაკში გვხვდება _ 50-60 წლის ზემოთ და პლუს იმ პაციენტებში, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

თუ პაციენტს მსუბუქად გადააქვს კოვიდი, ამ შემთხვევაში, მას არანაირი დამატებითი კვლევა არ სჭირდება. მაგრამ, იმ პაციენტებს, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება ან არიან ასაკოვნები, ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადება, ვურჩევ, რომ იყვნენ ყურადღებით და სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თერაპევტებს ან ოჯახის ექიმებს, _ ასეთ რჩევას აძლევს ექიმი კოვიდგადატანილებს.

მსოფლიოში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პოსტ კოვიდურ გართულებებს, რადგან ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებული ბრიტანული კვლევის მიხედვით, იმ პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში ისევ მოხვდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა, რომელიც 240 000-მდე პაციენტის შესწავლას ეფუძნება, აჩვენა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 33%-ს ნევროლოგიური დაზიანებები, დემენცია, შფოთვა, პარკინსონის ნიშნები გამოუვლინდა; მათგან 12%-ს ეს სიმპტომები მანამდე საერთოდ არ ჰქონდა; 21%-ს კი, ჩივილები კოვიდის მიერ პროვოცირების მერე გამოუვლინდა.

ამ კვლევებით დგინდება, რომ ხელახალი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება გულთან, თირკმელებთან, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო დგება, არის ინფარქტისა და დიაბეტის შემთხვევები. კვლევების თანახმად, ექიმებისთვის ხელახლა მიმართვის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1000 კაცზე 766-ს უტოლდება.

პოსტკოვიდურ სიმპტომებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომელიც CDC-მ ჩაატარა.

 

 საქართველოში ასეთი სახის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა; მეტიც, უცნობია, ზუსტი სტატისტიკა, რამდენი პოსტ-კოვიდური სინდრომის მქონე პაციენტი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევებს კონკრეტული კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი მონაცემის დასადგენად, შესაბამისი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო: „ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ჩვენთანაც არის“.

საქართველოში არათუ სიღრმისეული კვლევა, ერთიანი მონაცემებიც კი არ არსებობს პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ. ცალკეული კლინიკები ცდილობენ, თავად გაუმკლავდნენ ე.წ. “დაბრუნებული პაციენტების“ საჭიროებებს. მაგალითად, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კონკრეტულად პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა ცალკე განყოფილება, სადაც საშუალოდ 10-15 ადამიანი მუდმივად მკურნალობს. მათი უმრავლესობა საშუალო ასაკის ან ხანში შესული პაციენტია, ქრონიკული დაავადებით, თუმცა კლინიკაში ხვდებიან ახალგაზრდებიც. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს: “პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტების ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ კოვიდი, ძირითადად, სუნთქვით სისტემებს აზიანებს და პაციენტებს, როგორც წესი, ფილტვების, თირკმლების, გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს უტოვებს. ბოჭორიშვილის კლინიკის არც ერთი პაციენტისთვის ეს გართულებები ფატალურად არ დასრულებულა“.

“გურია ნიუსი“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაეგო, არის თუ არა საქართველოში პოსტკოვიდური კლინიკები, რომელთა გახსნას მთავრობა წლის დასაწყისში აანონსებდა; ასევე, გვაინტერესებდა ფინანსდება თუ არა სახელმწიფოს მიერ კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობა. სამწუხაროდ, ვერც ერთ კითხვაზე, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე, ვერ მოვიპოვეთ ოფიციალური სტატისტიკა, მოსახლეობის რამდენ პროცენტშია დადასტურებული კოვიდის შემდგომი გართულებები, რა ასაკობრივ შუალედში და ამ დროისთვის რამდენი პაციენტი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა “გურია ნიუსს“ უპასუხა, რომ “უწყების ვებ გვერდზე, მეხუთე გამოცემაში ან ყოველდღიურ სტატისტიკაშია ეს ინფორმაცია თავმოყრილი“.

მიუხედავად იმისა, რომ დაწვრილებით დავათვალიერეთ მითითებული ვებ გვერდი, იქ არსებული ყველა სტატისტიკური მასალა, ეს კონკრეტული მონაცემები ვერსად ვიპოვეთ; ან კი, რა აზრი აქვს ინფორმაციის განთავსებას სადმე, თუკი, მას დაინტერესებული პირი ვერ იპოვის და გაეცნობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარონ; ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, ცენტრის შესაბამისი პროფილის თანამშრომლები, შემდგომში, სტატისტიკური მონაცემების მოძიებაში დაგვეხმარებიან, თუკი ასეთი მონაცემები საერთოდ არსებობს...

11 თებერვალს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას აცნობა, რომ მისი გუნდი პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკაზე, კვლევასა და მკურნალობის პროგრამაზე იწყებს მუშაობას.

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: “ახლა, როცა პაციენტი მოგვმართავს ჩვენ და სხვა კლინიკებს, ყველა ექიმი თავისი სტილით და შეხედულებისამებრ უტარებს რაღაც კვლევას და რაღაც მკურნალობას, რაც არ არის სწორი. შეიქმნება კვლევების ფართო ჩამონათვალი და ყველა ამ გამოკვლევას ჩაატარებს ყველა ის კლინიკა, რომელიც სელექციური კონტრაქტირებით მოხვდება ამ სახელმწიფო პროგრამაში, ანუ იქნება ერთიანი მიდგომა და პაციენტებისთვის, მეტწილად, უფასო მომსახურება“.

ბატონი თენგიზი სამკურნალო გაიდლაინის აუცილებლობაზეც საუბრობდა, თუმცა, დროის დაზოგვის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ჯერ უფასო სახელმწიფო პროგრამის ამუშავებას აანონსებდა:

გაიდლაინი იქნება ყველაზე მრავალმხრივი, რადგან შევა უამრავი სინდრომი. ბიუროკრტიულად გაიდლაინის შედგენა არის რთული პროცესი, ამიტომ ვერ დავუცდით გაიდლაინს. თუ რამე განსხვავებები იქნება, პროგრამა მოერგება გაიდლაინს“ (წყარო: “რადიოთავისუფლება“). ამავე წყაროსთან, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ კვლევა ჩატარებულიყო, გაიდლაინი შემდგარიყო და სახელმწიფო პროგრამა ამ ყველაფერს დაყრდნობოდა, მაგრამ...

თენგიზ ცერცვაძე: კვლევით გავიგებთ, კოვიდგადატანილების რამდენ პროცენტს უვითარდება სინდრომი - ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში, ხომ უნდა ვიცოდეთ? რამდენია ქალი, კაცი, როგორია ასაკობრივი განაწილება, როგორი გართულებები მოჰყვება - ნევროლოგიური, გულსისლხძარღვთა თუ სხვა.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ პაციენტებს. უკეთესი იქნებოდა ჯერ კვლევა ჩატარებულიყო და ამის საფუძველზე შემდეგ პროგრამა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც გითხარით, დრო უნდა და ამას ვერ დავუცდით“.

კვლევა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბაზაზე, სხვა შესაბამისს ინსტიტუტებთან ერთად უნდა ჩატარებულიყო, ხოლო კვლევაში ჩართული კოვიდგადატანილები საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო.

“ჩვენ გვაქვს ბოლო 2 თვეში ყველა კოვიდგადატანილის სია, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში. შემთხვევითობის პრინციპით შევარჩევთ. იქნებიან ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და .. შეავსებენ კითხვარებს და ჩაუტარდებათ ყველა ის კლინიკური გამოკვლევა, რაც დასჭირდებათ. შეიძლება არც იცის, რომ სინდრომი აქვს და ჩვენ აღმოვაჩინოთ“, _ ამბობდა თენგიზ ცერცვაძე.

ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, თუ რა სახის სერვისები მიიღო ე.წ. “დაბრუნებულმა“ კოვიდგადატანილმა პაციენტმა საქართველოს მასშტაბით; მანამდე კი შეგახსენებთ, რომ უკვე 9 მარტს სახელმწიფომ პოსტკოვიდური კვლევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მარტიდან თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინიციატივით, დაიწყო პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა. მისი განმარტებით, კვლევაში შემთხვევითი წესით შერჩეული 500-600 ადამიანს ჩართავენ, თუმცა, მხოლოდ თბილისიდან:

ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა მოხდეს სრულად შესწავლა მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის და გამოვლინდეს, რაიმე დარღვევა უკვე კლინიკურ-ლაბორატორიულ დონეზე ვლინდება თუ არა. შესაძლოა, ჩივილი არც იყოს გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რომლებიც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა“, _ განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ამავე ბრიფინგზე განმარტეს, კვლევისათვის, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზიდან შეარჩიეს თბილისში მცხოვრები დეკემბერი-თებერვლის პერიოდში ინფიცირებული მოქალაქეები, რომელთაგან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ინფექციურმა საავადმყოფომ შეარჩია 500 ადამიანი. მათ დაეგზავნათ ინფორმაცია და გაივლიან შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, კორონავირუსის გადატანის შემდგომი ჩივილებით. თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი; პირველადი ჯანდაცვის ექიმები მომზადებულნი არიან ამ მიმართულებით; პაციენტების ნაწილს ამ კვლევების გავლა შეუძლია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში; რეაბილიტაციის კომპონენტი ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან და კორონაგადატანილ პაციენტს შეუძლია აბასთუმნის ცენტრში ჩაიტაროს სარეაბილიტაციო კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით.

რაც შეეხება კვლევას, ითქვა, რომ კვლევის შედეგებით საქართველო შეუერთდება იმ მონაცემებს, რომელიც პოსტკოვიდური სინდრომის კვლევის ფარგლებში მსოფლიოში გროვდება.





 ახალი ამბები
  • ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლაქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე", _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. "გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ... ...
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...