"აქ ყველას ყველა უყვარს, არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა"

ფეისბუქსტატუსები

"აქ ყველას ყველა უყვარს, არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა"

15 მაი. 2021, 12:19:43

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დერს შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ორი კვი­რის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­დათ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საავადმყოფოში გტარებულ დღეებს აღწერს. როგორც ნათელაშვილის მეუღლე წერს, მათ კოვიდი უკვე დაამარცხეს.

გრძელი დერეფნის ბოლოს ფანჯარაა. იქ მწვანედ ჰყვავის ხე, რომელიც პეიზაჟს მიქმნის. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა ქარისგან ირწევა და იბრძვის, მეც მასწავლის, რომ არ უნდა დავმორჩილდე კოვიდს.

ის, უბრალოდ, სახადია და არა დაავადება!
...
აქ სულ ორი ფერია. და კიდევ: არც არაფერს აქვს სუნი და გემო, მაგრამ არავინ ჩივის ასეთ წვრილმანებზე...
....
დღე ნელა მიიზლაზნება. არავის ეჩქარება დაღამება. ღამე ბევრად უფრო უტყვია და თანაც იმდენ ფიქრს აჩქარებს... ჰო, ფიქრებს, მიძინებულს გონების სიღრმეში...
ახლა დრო გაქვს, ყველაფერს ჩამოუარო, შეეხო...
საათის წიკწიკსა და გულისცემას წვეთოვანიდან ჩამოწურული წამალი გიცვლის, განუზომელ უდროობაშიც რომ გინდა, რაც შეიძლება მალე დაიცალოს.
....
ფანჯარასთან მტრედები მოფრინავენ დროდადრო... ნამცეცებს ეძებენ. სარკმელს გაღმა ხმაურიდან, სადაც მტრედებისთვის აღარავის სცხელა...
....
ერთ პალატაში მოგვათავსეს მე და შალვა. მიკვირს, როგორ გაძლო ის 5-6 დღე. ვარჯიში არ შეუწყვეტია. არც ავადმყოფურად ჩაწოლილა.
– რატომ დააცემინე?
– კოვიდი მაქვს!
– რატომ გახველებს?
– კოვიდი მაქვს!
– შენ რა, სიცხე გაქვს?
– კოვიდი მაქვს!
ასეთ „რიტორიკულ შეკითხვებს მისვამდა... მგონი, სასტუმროში ვართ მე და შენ, მე კი ვერ ვხვდები- მეთქი, უხალისოდ ვუღიმოდი...
....
მეგობრები მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მოგიტანოო. ერთს ვუთხარი, 5 ცალი საჰაერო ბურთი მომიტანე-მეთქი.
მეორე დღესვე მოარბენინა დაბერილი საჰაერო ბურთების დიდი ასხმა. მათ დასაბერად „არ(!) შემაწუხა“.
....
მიტოვებდნენ სუვენირებს.., ათას რამეს დაბლა, დაცვასთან.
მიტოვებდნენ ისინიც, ვისაც პირადად არც კი ვიცნობდი. მიტოვებდნენ სიყვარულით სავსე ბარათებს, ლექსებს, გულ-პეპლებდაკრულებს...
....
ორი მტრედი შემომეჩვია...
კოვიდიანთან ნებართვის გარეშე სხდებოდნენ რაფაზე. ვეჩურჩულებოდი სათითაოდ და მეგონა, ვაგონებდი...
....
ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა.
აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ:
ბიძამისს რომ ჰყოლია ძაღლი, სახელად პალმა. დაჰყავს თურმე სანადიროდ. ჩამოაგდებს მწყერს, პალმა მიირბენს, დაყნოსავს, გამობრუნდება!

არადა, როგორც ყველა მონადირეს სჩვევია, ბაქიბუქობს ბიძია. მაგარი მონადირე ძაღლია ჩემი პალმა, მწყერს ხელიდან არ უშვებსო.

ესტუმრნენ ერთხელ თურმე სხვა მონადირეები, „ჩაზმანული“ ძაღლებით.

დაიწყო ნადირობა მწყერზე! რამდენიმემ ერთად გაისროლა. ჩამოვარდა მხოლოდ ერთი, გაიქცა პალმა, დაყნოსა! გურული რაის გურულია, რამეს რომ არ მოიფიქრებდა, ჰოდაა...
– პალმააა! არაა მაი მწყერი ჩვენი! – გასძახა და ქე შემოტრიალდა პალმა უკან.

ეს რა ძაღლი გყოლია, სხვის მწყერს პირი არ დაადო, მომეცი, მანქანაში გაგიცვლიო... – ჰკვირობდნენ თურმე, მრავლის მნახველი მონადირეები. ჰოო, ასე იყო თურმე...
....
იმ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები... შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა.
იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო...
იმ ,,დაშვებაში” მთელი გავლილი ცხოვრება ეტევა, მთელი თავისი აბსურდით და უსაზღვრო სევდით...
....
აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა.
ჩვენ კოვიდი გვაერთიანებს. დიახ, ჩვენ კოვიდიანები ვართ!..
...
ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. თამილა ექიმი იმედს არიგებს! შემიყვარდა, ის გამორჩეულია...
კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!..
....
თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით, სახლში ვარ!
იქ კი, კოვიდით დასევდიანებული პალატის ფანჯარასთან ალბათ დღეს დილითაც ისევ ისე მიფრინდა ჩემი ორი მეგობარი...
მშვიდობა თქვენდა, ჩემო წითელფეხება, თეთრგულა მტრედებო!..
ბელა ალანია





 ახალი ამბები
  • “რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს. “გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან. 13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.  ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა. _ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება...  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ... 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით... იმედს არ ვკარგავდი... საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.  _ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ... _ ინდირა  რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა... ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია... იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ...  _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით... მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს. _ ლუკა "ილიას უნივერსიტეტის"პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს.... _ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება... _ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ... უბედნიერესი დედა ... ...
  • დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესირამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება. "დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა. ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ... ...
  • "მათ აქვთ შესაძლებლობა დახმარების" - ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კვირეული საქართველოში12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში საქართველოში კვირეული ტარდება. დღეს კი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „კონკურსში 18  განაცხადი შემოვიდა.ბუნებრივია, იყო კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, რის მიხედვით მიენიჭებოდა პრიორიტეტები ამ ნამუშევრებს და შეირჩა 6 ნამუშევარი. გარდა ამისა, ამ 6 კონკურსანტის გარდა, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კამპანიის სხვა მონაწილეებმაც. ასეთი იყო სულ 4 მონაწილე“,_ გვითხრა  „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა,  ნონა კენჭუაშვილმა. კვირეულის ფარგლებში კი ფორუმის გამართვაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ ონლაინ ჩატარდება. „ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფორუმი და შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე იყოს ონლაინფორუმი.  ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში ჩაერთნონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვების და ოჯახების იდენტიფიცირება მოახდინონ  და ადგილზე იყოს რესურსი, რომ  შესთავაზონ დახმარება. ასევე გაიმართება სესიები მშობლების და უშუალოდ ამ ბავშვების მონაწილეობით“,_ გვითხრა ... ...
  • მადლობის სიგელი "გურია ნიუსის" ჟურნალისტს„გურია ნიუსის“  ჟურნალისტს რუსუდან ოქრუაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. სრულად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობის სიგელი ჟურნალისტს ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნაბეღლავში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზეამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...