"ამაღამ კიდევ ერთხელ, უმოწყალოდ მომიკლავენ ბავშვობის მეგობარს ორლესული ნიჩბით"

ფეისბუქსტატუსები

"ამაღამ კიდევ ერთხელ, უმოწყალოდ მომიკლავენ ბავშვობის მეგობარს ორლესული ნიჩბით"

9 აპრ. 2021, 18:07:18

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც 9 აპრილს დაღუპულ, მის მეგობარს ეკა ბეჟანიშვილს ეძღვნება.

"9 აპრილი თენდება... ამაღამ კიდევ ერთხელ, უმოწყალოდ მომიკლავენ ბავშვობის მეგობარს ორლესული ნიჩბით... და მასთან ერთად ვისწავლი დიდ ტკივილთან შეგუებას... გაზით მოწამლულ რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ ამიჩქროლებს სისხლს ლელა ვეფხვაძის "დაუკარით"... და კიდევ ერთხელ მოურჩენელ იარად დამემჩნევა სისხლიანი აპრილი...და დღევანდელი "დამოუკიდებლობა"...

ნათელი და სანთელი დაღუპულთა სულებს და საქართველოს_თავისუფლება!
"როცა 9 აპრილი თენდება, მეხსიერება თავისით იწყებს იმ მოვლენების კადრებივით დატრიალებას, რაც მაშინ ხდებოდა და ამეკვიატება ხოლმე, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ერთი პოეტი ქალბატონის ლექსიდან სტრიქონები" აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა''.. აპრილში ტიტებიც სხვანაირი სისხლისფერი ხდება ჩემთვის... გაზაფხულის ამ ყვავილს 9 აპრილის ტკივილი ახლავს, რადგან ტიტების ზღვა მახსენდება რუსთაველის გამზირზე..იქ, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი, 15 წლის ეკა ბეჟანიშვილი ორლესული ნიჩბებით აჩეხეს და საკუთარ დედას გულზე დააკლეს... დედას, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ დაიტირა, რადგან 6 თვე,შხამიანი გაზით მოწამლული,უგონოდ იყო...

... მირეკავს ხოლმე ლალი ყანჩაველი, ეკას დედა... მეკითხება _ როგორი იყო ჩემი ეკა, ვიხსენებ და მისი არც ერთი ნაკლი არ მახსენდება, იქნებ დედა ვარ და ვცდები, იქნებ, ძალიან რომ მენატრება, იმიტომ მგონია, რომ უნაკლო იყო, იქნებ, 15 წლისას სამშობლო რომ ასე ძალიან უყვარდა, იმიტომ მგონია, რომ განსაკუთრებული იყოო... სულ ვპასუხობ _ არ გეჩვენებათ, ლალი დეიდა, ის მართლა ასეთი იყო _ არავისდარი ეკა!

... მას მერე, როცა ჩემი ბავშვობის ქუჩებზე დავდივარ, ხშირად გავაყოლებ იმ ქუჩას თვალს, ეკას სახელს რომ ატარებს... თვალზე ცრემლით ვიხსენებ მის აჩეხილ სხეულს, როცა 9 აპრილის დილას სახლში მოასვენეს და ჩვენ, მისი მეგობრები, უცებ, ერთ წამში გავხდით დიდები _ იქ დასრულდა ჩვენი ბავშვობა, ეკას აჩეხილ სხეულთან!...

... მეც მასთან ერთად ვიპარებოდი, ხოლმე, დემონსტრაციებზე, იმ ღამეს კი, სიცხე მომცა და არ გამიშვა მამაჩემმა _ დარაჯად მედგა, დედას ეუბნებოდა _ ვიცი, ჩუმად იპარება ხოლმე დემონსტრაციებზე, ალბათ იქ გაცივდა და ამაღამაც გაიპარება, კარები გადაკეტე და გასაღები დამალეო.. თავად კი, მთელი ღამე ბორგავდა..მერე, სადღაც 3 საათზე, წამოდგა და წავიდა _ სად მიდიხარო, დედამ მიაძახა _ არაფერი უთხრა,თუმცა, სადღაც 6 საათისთვის მობრუნდა, მიწისფერი ედო სახეზე _ იმ უჯიშოებმა ხალხი დახოცესო... ფეხით მიდიოდა, თურმე, რუსთაველზე, გზაში კი დარბეული ხალხი შეხვედრია, რომლებიც საშინელ ამბებს ყვებოდნენ.. წამოვხტი სიცხიანი _ ვაიმე, ეკა-მეთქი...

... როცა ეკა მოასვენეს, ჩანთაში მისმა დამ, ქეთიმ, ერთი წყვილი თბილი წინდა უპოვა ეკას... ჩუმად ჩაუდია სახლიდან გასვლის წინ, უკვე იცოდა, რომ იმ ღამეს სახლში არ მობრუნდებოდა, იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც ყველა ერთხმად იძახდა: ''საქართველოოოო, საქააართვეეელოოო''.... და სამუდამოდ წავიდა...წავიდა იქ, სადაც გმირები მიდიან!
... მერე იყო ცრემლების, ტიტების ზღვა.. მერე იყო სამძიმრიდან სამძიმარზე სიარული... მერე იყო ყველა დღე რუსთაველის გამზირზე... ყველა დღე საშინელი ტკივილით სავსე გარემო... სადაც ჯალათების მიერ გაშვებული მომწამვლელი აირის საშინელი კვალი ისევ იდგა და გვწამლავდა... სადაც ჩვენი აჩეხილი ''თავისუფლების გმირთა'' სულები, ჩვენთან ერთად, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვიროდნენ: ''საქააართვეეელოოოო!!!!! ''

... ეკა ჩემზე 1 წლით უფროსი იყო... უკეთილშობილესი, თბილი, საყვარელი... მახსოვს, ერთხელ, გულსაბნევი მაჩუქა _ ულამაზესი... 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე... განვიცადე, ძალიან. დამაწყნარა _ არ იდარდო, კიდევ გაჩუქებო..ვეღარ მოასწრო... თუმცა, გულზე მისი სახელი სამუდამოდ მიგვაბნია მე და საქართველოს!
... 2 წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან, 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა!...
.... და მაინც.... მე მტკივა... მტკივა აჩეხილი აპრილი და ეკასთან ერთად, ჯალათების მიერ ფეხით გათელილი გაზაფხულის უმანკო იის მსგავსი, 21 სიცოცხლე...
და გულის გულში, იმდროინდელი ჩემი ხმა, ისევ თვალცრემლიანი იმეორებს: ''საააქააართვეეელოოო''!
............................!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"
2019 წელი. 9 აპრილი, _ წერს შორენა სიხარულიძე.





 ახალი ამბები
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...