„მის ცენტრში კი ტანკი დგას“ - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოფელ შრომის შესახებ წერს

ფეისბუქსტატუსები

„მის ცენტრში კი ტანკი დგას“ - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოფელ შრომის შესახებ წერს

9 მაი. 2021, 13:27:09

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოფელ შრომის შესახებ ფეისბუქზე წერს. „გურია ნიუსი“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

სოფელ შრომაში, რომელიც ოზურგეთს ეკუთვნის, მეორე მსოფლიო ომის მემორიალია აღმართული. მის ცენტრში კი ტანკი დგას.

შრომელებმა 1942 წელს მილიონი მანეთი შეაგროვეს და სტალინს სთხოვეს, რომ იმ ფულით სატანკო კოლონა "ქართველი კოლმეურნე" აეგოთ და ფაშისტებთან საბრძოლველად უკრაინაში გაეგზავნათ.

აი, რა უდეპეშეს შრომელებმა ბელადს:

"მხედართმთავარს ამხ. სტალინს!

ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ!

ჩვენ სერგო ორჯონიკიძის სახელობის ორდენოსანი კოლმეურნეობის კოლმეურნეებმა პირადი დანაზოგიდან შევაგროვეთ და სახელმწიფო ბანკში შევიტანეთ ერთი მილიონი მანეთი.

სატანკო კოლონა "ქართველი კოლმეურნეს" ასაგებად.

ჩვენ გთხოვთ ჩვენი ფულით აგებული ტანკები გაგზავნილი იქნას მიწა-წყლის და მოძმე უკრაინელი ხალხის ფაშისტური უღლისგან გასანთავისუფლებლად. მხურვალედ გვსურს მალე ვნახოთ განთავისუფლებული უკრაინა და კვლავ გვსურს მალე ვნახოთ ზაპოროჟიეს ოლქის გენიჩესკის რაიონის სტალინის სახ. კოლმეურნეობასთან სოციალისტური შეჯიბრება და მეგობრობა".

1942 წლის 15 ნოემბერი

სტალინმა შემომწირველებს დეპეშით მადლობა გადაუხადა და თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.

როცა ომი დასრულდა და ფაშიზმი დამარცხდა, შრომელებმა მათი ფულით აგებული ერთ-ერთი ტანკი სოფელში ჩამოიყვანეს, ის, რომელიც ახლა მემორიალის ნაწილია.

გენიჩესკელები და შრომელები სამაგალითოდ დამეგობრდნენ და ერთმანეთთან ხშირად მიდიმოდიოდნენ.

ყველაფრის მოთავე კოლმეურნეობის თავმჯდომარე მიხეილ ორაგველიძე იყო. ის, კაცი, 1988 წელს აშშ- პრეზიდენტ რონალდ რეიგანს მშვიდობის სადღეგრძელოს

წარმოსათქმელად ყანწი რომ გაუგზავნა. 

შრომის სასოფლო საბჭოდან მეორე მსოფლიო ომში 426 კაცი გაიწვიეს, საიდანაც 182 გარდაიცვალა. 

დღეს გადარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანიღაა ცოცხალი და სიამაყით აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. - წერს ფეისბუქზე გოგა ჩანადირი.





 ახალი ამბები
  • "ბათუმი-ქობულეთის და ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში დროებით მოძრაობა იკრძალება"საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და ... ...
  • „სუფსის კალაპოტში საგანგაშო მდგომარეობაა, მაოხრებლები ხიდს მოადგნენ“: რა ხდება კარიერზე?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ სილაურში, სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერის შესახებ,  ჩვენ არაერთხელ ვწერდით. „დაგავიწყდათ სუფსის კალაპოტი და აქაური მაოხრებლები? პირდაპირ ხიდს მოადგნენ. როცა აქედან სამი კილომეტრის დაშორებით მუშაობდნენ და აქციებს ვმართავდით,  გვეუბნებოდნენ, რომ 200 მეტრითაც რომ ჩამოვყვეთ თავქვე კალაპოტს,  საციხოდ  იქნება ჩვენი საქმეო...ახლა სად ხართ? არასამთავრობოები სად არიან? ჟურნალისტებს მაინც არ დაგავიწყდეთ. ხიდს მოადგნენ პირდაპირ ეს მაოხრებლები, მართლა არ ჰყავს ქვეყანას პატრონი? მაშინ რასაც ვაპროტესტებდით, ის იავნანა იყო...“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. ადგილზე როცა მივედით, მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა. კარიერი  სუფსის ხიდთან თავხედურად და საგანგაშოდ არის მოახლოებული. აქ, როგორც გვითხრეს, კვლავ კომპანია „ქიუემსი“ და ასევე ერთ-ერთი თურქული კომპანია მუშაობს. მდინარის ხეობაში შემავალ გზაზე,  ტვირთმზიდების ქარავანს ბოლო არ უჩანს. კარიერზე მომუშავე ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც „ბლოკნოტში“ გამალებით წერდა, ვკითხეთ, რას აკვირდებოდა. _მე გამტარი ვარ. ვინიშნავ, რამდენი რეისი წავა... _დათვლა არ გიჭირთ? _უჰ, არა, რაც არ უნდა ბევრი იყოს.. _აწონვა თუ ხდება? ვხედავთ, ძლივს ეტევა ხრეში ტრაილერზე. _როგორ არა, ზემოთაა სასწორი. _და ეს მანქანები რომ ქვევით მიდიან? რახანია ვაკვირდები.. _ზემოთ ზოგი წავა, დააკვირდი, მერე მობრუნდება და წავა ქვევით. _ზოგი რომ პირდაპირ ქვევით მიდის? _ რომელიც  პირდაპირ გადის კარიერიდან, იმას ადგილზე რომ მივა, იქ აწონიან, დახვდება მწონავი და სასწორი...(??) ჩვენ მდინარის კალაპოტის სიღრმეში შევედით, იქ, სადაც ასაწონი სისტემაა მოწყობილი. მასზე  რომელზეც ტვირთმზიდი გადაივლის და აწონვის მომენტში შეჩერდება. თუმცა, შორიახლო დაკვირვებით, დავაფიქსირეთ ფაქტი, როცა ზემოდან მომავალმა ტრაილერის მძღოლმა გვერდი აუარა სასწორს და მშვიდად გაუყვა გზას. როგორც მწონავმა გვითხრა, ეს ტრაილები სხვა, ზემოთ მდებარე კარიერიდან მოდის და „სხვაგან“, სადაც მივა, იქ აწონიან... როცა „ზემოურებსაც“ მივმართეთ, (  კომპანია „სამი ძმა“), მათ გვითხრეს, რომ  მხოლოდ კონტურებში მუშაობენ და არაფერს აშავებენ. _ისევ ქვევით წადით და იმათ დაკვირდით,  თამარ მეფის საფლავამდე რომ გათხარეს, ლამის, ყველაფერი... ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. მდინარის კალაპოტი აქეთ შემოგვაქვს, რომ გაღმა ნაპირზე მდებარე  ყანები არ დაზიანდეს, (??)  _გვითხრეს აქ. ვრცლად სუფსის კალაპოტში  არსებული მდგომარეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე ... ...
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...