„ყველის ფალსიფიკაცია იგივეა, რაც ღვინო დაამზადო ტაბლეტებზე“

ფეისბუქსტატუსები

„ყველის ფალსიფიკაცია იგივეა, რაც ღვინო დაამზადო ტაბლეტებზე“

18 მაი. 2021, 10:29:48

მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქჯგუფში “სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“ ყველის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

უკვე იმდენჯერ შემხვდა ამ ჯგუფში ყველზე დაკომენტარების მერე იმდენმა ადამიანმა მომმართა კითხვით, არ გამიბრაზდეთ და პირდაპირ გეტყვით ეს არის წუწუნი, ცალკე მომხმარებლის ცალკე გამყიდველს მხრიდან..

-როგორც ამ საქმეში ისე რა გარკვეულს, მინდა,  ორივე მხარეს რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.

იმედია, არცერთი მხარე არ დამრჩება ნაწყენი. წინასწარ ბოდიშს გიხდით მწარე სიმართლისთვის.

არ ვისაუბრებ აღგენილ რძეზე დამზადებულ ყველზე,, რადგან ამაზე დიდი შეურაცხყოფა ყველისთვის არ არსებობს და ამ ფალისფიკატორების ადგილი, მერწმუნეთ, ჯოჯოხეთშია.. კომენტარებში დავწერე და გავიმეორებ- ყველის ფალსიფიკაცია იგივეა, რაც ღვინო დაამზადო ტაბლეტებზე..

ახლა კი მთავრი სალაპარაკო თემა -

ნედლ რძეზე დამზადებული ე.წ არტიზანული ანუ საოჯახო ყველი მეურნის მიერ დამზადებული- ერთ (ორა სამ ) ძროხიან ოჯახში ან მრავალსულიან ფერმაში- ე.წ კუსტარულ პირობებში.

სად აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველს - რა გარემო აქვთ, სად არის ხელსაბანი... რა პირობეში მოწველეს ძროხა.. რამდენჯერ გამობანეს და საერთო ტილოთი და ერთი ვედროდან თუ ყველა ძროხას ინდივიდუალური ვედრო და ა.შ.

ეს ფუფუნება არაა და არ დაიცვათ ტყუილად ვინმე - 15 წელია მკვლევარი ვარ  და სოფელ - სოფელ, ფერმა- მფერმა მიცხოვრია თვეები საქართველოს ყველა რეგიონში და ჩემი უღრმესი პატივისცემის გამო ამ თემის მიმართ , არასდროს მოვყვები იმას რაც საკუთარი თვალით მინახავს!

არტიზანული ანუ საოჯახო ყველი ფაქიზი თემაა და პასუხსიმგებლობა მთლიანდ ფერმერსა და თქვენ წარმოიდგინეთ, მყიდველზე მოდის.

ჩემი რჩევაა , როცა შეარჩევეთ მომწოდებელს ,იმეგბოროთ მასთან,, გაიყოთ ხარჯები ანალიზების და მხოლოდ ამის მერე დაიწყოტ მასთან თანამშრომლობა...

რადგან ხშირად მხვდება - ოოო ეს ხარეჯბი რატომ უნდ ა გაიღოს გელხმა სადა აქსვ ამის ფული?

თქვენ ჯანმრთელობა რა ჯდება ბოლოს?

ბოდიში კომენტარების მერე ბევრმა მომმმართა და ამიტომ გიზიარებთ ასე ზოგადად ამ რჩევას და იმედია გაგებით მოეკიდებით..

პირუტყვი ბიოლოგიური არსებაა და ყველა ცოცხალი არსებისთვისაა დამხასიათებლი დაავადება.

არა მარტო დაავადებები.. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ

მინიმუმ 3 - 5 დღემდე რძე არ უნდა გამოიყენოს ...

დაარწმუნეთ მოთანამშრომლობისას მეურნე რომ აცრის დროს მოწველილი რძე გადაღავაროს, გაიყავით ეს ხარჯებიც.. ასე იქცევა გონიერი სამყარო..ასე მიიღეს ევროპელებმა იდეალური პირობების რძის წარმოებაში.

სხვანაირად სამწუხაროდ ვერ გავიზრდებით.

კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გლეხის ყველამდე ძნელად აღწევს და ეს კიდევ უფრო ვრცელი თემაა ვიდრე ერთ საფეისბუკე სტატუსი დაიტევს..

ჯანმრთელობას და წამრმატებულ გაყიდვებს გისურვებთ ორივე მხარეს!

ხო ცუდი ინფორმაციის ბონუსად გირჩევთ, უპრობლემოდ მიირთვათ ნადუღი, დიდიხნის დუღილის მერე კვდება პათოგენური ბაქტერიები. თუ მაინცა და მაინც ისევ ტექნიკური დაზიანება არ მიააყენეს სანიტარიის გამო!

ფოტოზე ევროპული ყველია... 25 წელზე მეტია ევროპელ ფერმერებს, მასტიტის გარდა სხვა დაავადება არც კი გაუგიათ თუ გამოჩნდება მყისიერად რეაგირებენ.

თუ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას,, არაფრიტ ვარტ ევროპელებზე ნაკლებნი!

კიდევ ერთხელ ბოდიში .. ბევრ რამეს კიდევ არ ვწერ...“ - წერს სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.





 ახალი ამბები
  • “რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს. “გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან. 13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.  ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა. _ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება...  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ... 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით... იმედს არ ვკარგავდი... საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.  _ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ... _ ინდირა  რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა... ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია... იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ...  _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით... მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს. _ ლუკა "ილიას უნივერსიტეტის"პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს.... _ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება... _ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ... უბედნიერესი დედა ... ...
  • დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესირამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება. "დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა. ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ... ...
  • "მათ აქვთ შესაძლებლობა დახმარების" - ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კვირეული საქართველოში12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში საქართველოში კვირეული ტარდება. დღეს კი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „კონკურსში 18  განაცხადი შემოვიდა.ბუნებრივია, იყო კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, რის მიხედვით მიენიჭებოდა პრიორიტეტები ამ ნამუშევრებს და შეირჩა 6 ნამუშევარი. გარდა ამისა, ამ 6 კონკურსანტის გარდა, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კამპანიის სხვა მონაწილეებმაც. ასეთი იყო სულ 4 მონაწილე“,_ გვითხრა  „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა,  ნონა კენჭუაშვილმა. კვირეულის ფარგლებში კი ფორუმის გამართვაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ ონლაინ ჩატარდება. „ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფორუმი და შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე იყოს ონლაინფორუმი.  ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში ჩაერთნონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვების და ოჯახების იდენტიფიცირება მოახდინონ  და ადგილზე იყოს რესურსი, რომ  შესთავაზონ დახმარება. ასევე გაიმართება სესიები მშობლების და უშუალოდ ამ ბავშვების მონაწილეობით“,_ გვითხრა ... ...
  • მადლობის სიგელი "გურია ნიუსის" ჟურნალისტს„გურია ნიუსის“  ჟურნალისტს რუსუდან ოქრუაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. სრულად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობის სიგელი ჟურნალისტს ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნაბეღლავში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზეამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...