სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან ავადმყოფის საწოლთან! _ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს

ფეისბუქსტატუსები

სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან ავადმყოფის საწოლთან! _ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს

7 მაი. 2021, 13:12:28

სამწუხაროდ, ქ-ნი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, თავის პოსტებში სისტემატურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს. ამისთვის იგი არ ერიდება ტყუილს, ფაქტების დამახინჯებას და დემაგოგიას, _ ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.  


"ბოლო პოსტებში ქ-ნი ნანა იქამდეც კი მივიდა, რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში COVID-19-ის მხრივ ინდოეთზე ცუდი მდგომარეობაა?! ხოლო ინდოეთში რა საშინელებაც ხდება, ყველამ ვიცით. ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ (გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ ფატალურ შემთხვევას) და რომ „მისი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდა“ და ა.შ. ჩვენთვის გაუგებარია, თუ საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ.   

ქ-ნო ნანა, თუ ინდოეთთან ასოციაცია მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდათ, რომ საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ინდოეთზე მეტი COVID გარდაცვლილია, მაშინ ამერიკაში კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილია (ბევრად მეტი), კერძოდ, ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით ინდოეთში ოფიციალური მონაცემებით ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე მოდიოდა 150 გარდაცვლილი, საქართველოში 1032, ხოლო აშშ-ში 1771. რა გამოდის ამერიკა მთლად წყალწაღებული ყოფილა? სინამდვილეში შესანიშნავად იცით, რომ ინდოეთში გარდაცვლილთა აღრიცხვა არაზუსტია და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ ცოტა 10-ჯერ უფრო მეტია. ესეც რომ არ იყოს, როგორ ადარებთ საქართველოს ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები ჰოსპიტალური საწოლების, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების და განსაკუთრებით ჟანგბადის არქონის გამო მასიურად იღუპებიან ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებშიც კი. კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის?! და კოცონებს ანთებს?! რათა გვამების კრემაცია შესძლონ. გაგიგიათ, რომ საქართველოში ოდესმე მსგავსი ხდებოდა? თუ თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს. საქართველოში ხომ COVID პაციენტთა ნაკადების მართვა და მითუმეტეს ჰოსპიტლებში მათი მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესოა (მოგწონთ ეს თქვენ, თუ არა). თვით ყველაზე მძიმე ნოემბერ-დეკემბერშიც კი მართალია გვქონდა სერიოზული ხარვეზები და შეფერხებები, მაგრამ მაინც ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებს.  

თუ მაინცდამაინც COVID გარდაცვლილთა რაოდენობით გინდათ ქვეყანა შეაფასოთ, მაშინ შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერია და თან მოსახლეობის ნახევარი უკვე ვაქცინირებული გყავთ (საქართველოში მხოლოდ 2%), ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე 1032 COVID გარდაცვლილი იყო, ხოლო თქვენს „მშობლიურ“ ამერიკაში - 1771 გარდაცვლილი, იტალიაში - 1996 გარდაცვლილი, საფრანგეთში - 1594 გარდაცვლილი, ესპანეთში - 1666 გარდაცვლილი, ბრიტანეთში - 1870 გარდაცვლილი, ბელგიაში - 2079 გარდაცვლილი, ლიტვაში - 1458 გარდაცვლილი, ლატვიაში - 1140 გარდაცვლილი, სომხეთში - 1384 გარდაცვლილი, მოლდოვაში - 1499 გარდაცვლილი, ჩეხეთში - 2729 გარდაცვლილი, პოლონეთში - 1785 გარდაცვლილი..... გავაგრძელოთ, თუ საკმარისია? დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ბოლო 3 თვის გარდაცვალების მაჩვენებლებშიც (ბრიტანეთის გარდა).

კიდევ ერთი მაჩვენებელი. ჰოსპიტალში მკურნალობის და მოვლის ხარისხის მთავარი და ყველაზე უტყუარი მაჩვენებელია ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევას შორის გარდაცვლილთა პროცენტი (ე.წ. CFR), რომელიც საქართველოში 1,33%-ია, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში 1,5%-დან 3%-მდე და უფრო მეტი (აღარ ჩამოვთვლი). COVID პაციენტთა ნაკადების მართვის ეფექტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი კი ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, თავშესაფრებში, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილთა რაოდენობაა - საქართველოში პანდემიის დაწყებიდან ჰოსპიტალს გარეთ სულ გარდაცვლილია მხოლოდ 42 COVID ავადმყოფი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ამერიკაში (ინდოეთზე აღარაფერს ვამბობ). ქ-ნო ნანა ძალიან გთხოვთ გულწრფელად და პირდაპირ გვითხრათ - რამდენი COVID ავადმყოფია ამერიკაში გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ (ბინებში, თავშესაფრებში და სხვ.). მაგ. ბრიტანეთში, რამდენადაც ვიცით (მათივე მონაცემებით) 7 ათასზე მეტი ასეთი ავადმყოფია, ხოლო საფრანგეთში შემოდგომაზე მარტო 1 კვირაში თავშესაფრებში 400-მდე ავადმყოფი გარდაიცვალა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შედეგების მიღწევა საქართველოსნაირი მწირი რესურსების მქონე ქვაყანაში გაცილებით უფრო ძნელია და ექიმებისგან გაცილებით უფრო დიდ პროფესიონალიზმს და თავგანწირვას მოითხოვს, ვიდრე უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკაში, ან თუნდაც ევროპაში.

ქ-ნო ნანა! თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდით და გართობებზე ვერ ივლიდით?! ამერიკაში ხომ გრძნობთ თავს დაცულად? რამდენადაც ვიცით, ორჯერ გადაიტანეთ COVID და თან პირველად (თქვენივე სიტყვებით) COVID ტესტიც კი ვერ გაიკეთეთ, რადგან თქვენი სამსახურის პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებდა. ამაზე მეტი საქართველოში რა დაგემართებოდათ? ან კიდევ ის 600 ათასამდე ამერიკელი, რომლებიც COVID-სგან გარდაიცვალნენ, თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე საქართველოში, სადაც სულ 4200 გარდაცვლილი გვყავს? ისე, რომ იცოდეთ, უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც COVID საქართველოში გადაიტანეს და საქართველოს მოქალაქეები, ვინც COVID უცხოეთში გადაიტანა, თითქმის ერთხმად აღნიშნავენ საქართველოში COVID მომსახურების უკეთეს დონეს.

თქვენ ამბობთ, რომ გულწრფელად გტკივათ გული რასაც საქართველოში ყოველდღე უყურებთ. რა საჭიროა ეს „ნიანგის ცრემლები“? ვიღაც მართლა იფიქრებს, რომ ჩვენთან COVID-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება და თქვენთან სამოთხეა. სინამდვილეში თქვენ გული სწორედ იმიტომ გტკივათ, რომ საქართველოში COVID-ს კარგად მართავენ. მართლა მაინტერესებს, რას უყურებთ (COVID-თან მიმართებაში და არა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში) საქართველოში ყოველდღე ისეთს, რასაც ევროპასა და ამერიკაში ვერ ხედავთ. იმას, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში და სხვა დიდ ქალაქებში არ ყოფნიდათ და არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზირება (ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მედიცინაში) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. საფრანგეთიდან მძიმე ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავდათ. ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მათი ჯანდაცვა ჩამოიშალა, ან ჩამოშლის პირასაა.  ყველაფერ ამას რომ უყურებდით, გული არ გტკიოდათ? საქართველოშიც იყო სერიოზული სიძნელეები (ნოემბერ-დეკემბერში), მაგრამ არა ასეთი. და ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ კიდევ ამბობთ, რომ საქართველოში ისეთ რაღაცეებს ხედავთ (COVID-თან დაკავშირებით), რაზეც გული ძალიან გტკივათ.

თქვენ მიანიშნებთ, რომ საქართველო COVID სტაბილურობას მხოლოდ ჩაკეტვებით და კომენდანტის საათით ინარჩუნებს (ეს თქვენ გინდათ, ასე იყოს), მაშინ როდესაც საქართველოში შეზღუდვები კარგა ხანია მინიმალურია, ე.წ. მესამე მკაცრი ლოქდაუნი არ ყოფილა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში (ისრაელშიც კი) შეზრუდვები გაცილებით უფრო მკაცრი იყო და ბევრგან ახლაც მკაცრია (მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე ვაქცინირებული ჰყავთ).

რაც შეეხება თქვენს შეფასებას, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“, როგორ შეიძლება ერთადერთი ფატალური შემთხვევის ასე დრამატიზება და მოსახლეობის დათრგუნვა. ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამერიკაში (ოფიციალური მონაცემებით) მარტო პენიცილინზე ანაფილაქსიით წელიწადში დაახლოებით 500 ავადმყოფი იღუპება. რა გამოდის, არც ამერიკას არ შეუძლია მარტივი გართულებების უპრობლემოდ მართვა? ისიც ხომ ფაქტია, რომ ვაქცინების შემდგომი გართულებები (მათ შორის ფატალური) ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა და თან არაერთი.  

და ბოლოს, ქ-ნო ნანა. ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს, თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან. თორემ ის, რომ სადღაც რაღაცას ამოიკითხავთ და შემდეგ ფეისბუქზე დადებთ (რაც ისედაც ყველამ იცის), ამით საქართველოს ბევრს ვერაფერს უშველით. 

ის თუ გახსოვთ ქ-ნო ნანა, როგორ „გვაბულინგებდით“ თქვენ და თქვენი ასოციაციის წევრები საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე. მაშინ, როდესაც შესანიშნავად იცოდით, რომ რემდესივირი სწორად გამოყენებისას (ადრეულ სტადიაზე) ძალიან კარგად მუშაობს და ამერიკაში standard of care-ში არის შეტანილი და რატომ გინდოდათ, რომ მაინცდამაინც საქართველოში დარჩენილიყვნენ ავადმყოფები რემდესივირის გარეშე? სხვათაშორის საქართველოში რემდესივირი ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაძლო სიკვდილს. მინდა იცოდეთ, იმ კლინიკებს, რომლებიც სამწუხაროდ, თქვენი და თქვენი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ავადმყოფებს რემდესივირს ჯიუტად არ უნიშნავენ, ბევრად უფრო ცუდი გამოსავლები აქვთ (ოფიციალური სტატისტიკით) და რაც მთავარია, ავადმყოფები ზარალდებიან.  

რაც შეეხება COVID ვაქცინაციას, რომელიც დღეს პანდემიის დაძლევის მთავარი საშუალებაა, თქვენ აქაც არაგულწრფელი ბრძანდებით. ერთი მხრივ ამბობთ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, მაგრამ იქვე დასძენთ, რომ საქართველოს არა აქვს ვაქცინის შემდგომი მარტივი გართულებების მართვის უნარი?! და თქვენ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში თავს დაუცველად იგრძნობდით?! ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მითუმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულიბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია და ესეც არის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული ვაქცინაციის სამსახურია და ვაქცინების არჩევანიც საკმარისია (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და სხვ.) მაინც მოსახლეობის 2%-იც კი არ არის ვაქცინირებული. არადა, თეორიულ განსჯას რომ თავი დავანებოთ, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი COVID-19-ის ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით სიკვდილობის კლება და შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ქ-ნო ნანა, თქვენ სავარაუდოდ კარგი ექიმი ბრძანდებით სერიოზული გამოცდილებით და მით უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია აირჩიეთ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც თბილისში იქნებით, სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის", _ წერს თენგიზ ცერცვაძე.





 ახალი ამბები
  • „სუფსის კალაპოტში საგანგაშო მდგომარეობაა, მაოხრებლები ხიდს მოადგნენ“: რა ხდება კარიერზე?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ სილაურში, სუფსის კალაპოტში არსებულ კარიერის შესახებ,  ჩვენ არაერთხელ ვწერდით. „დაგავიწყდათ სუფსის კალაპოტი და აქაური მაოხრებლები? პირდაპირ ხიდს მოადგნენ. როცა აქედან სამი კილომეტრის დაშორებით მუშაობდნენ და აქციებს ვმართავდით,  გვეუბნებოდნენ, რომ 200 მეტრითაც რომ ჩამოვყვეთ თავქვე კალაპოტს,  საციხოდ  იქნება ჩვენი საქმეო...ახლა სად ხართ? არასამთავრობოები სად არიან? ჟურნალისტებს მაინც არ დაგავიწყდეთ. ხიდს მოადგნენ პირდაპირ ეს მაოხრებლები, მართლა არ ჰყავს ქვეყანას პატრონი? მაშინ რასაც ვაპროტესტებდით, ის იავნანა იყო...“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. ადგილზე როცა მივედით, მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა. კარიერი  სუფსის ხიდთან თავხედურად და საგანგაშოდ არის მოახლოებული. აქ, როგორც გვითხრეს, კვლავ კომპანია „ქიუემსი“ და ასევე ერთ-ერთი თურქული კომპანია მუშაობს. მდინარის ხეობაში შემავალ გზაზე,  ტვირთმზიდების ქარავანს ბოლო არ უჩანს. კარიერზე მომუშავე ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც „ბლოკნოტში“ გამალებით წერდა, ვკითხეთ, რას აკვირდებოდა. _მე გამტარი ვარ. ვინიშნავ, რამდენი რეისი წავა... _დათვლა არ გიჭირთ? _უჰ, არა, რაც არ უნდა ბევრი იყოს.. _აწონვა თუ ხდება? ვხედავთ, ძლივს ეტევა ხრეში ტრაილერზე. _როგორ არა, ზემოთაა სასწორი. _და ეს მანქანები რომ ქვევით მიდიან? რახანია ვაკვირდები.. _ზემოთ ზოგი წავა, დააკვირდი, მერე მობრუნდება და წავა ქვევით. _ზოგი რომ პირდაპირ ქვევით მიდის? _ რომელიც  პირდაპირ გადის კარიერიდან, იმას ადგილზე რომ მივა, იქ აწონიან, დახვდება მწონავი და სასწორი...(??) ჩვენ მდინარის კალაპოტის სიღრმეში შევედით, იქ, სადაც ასაწონი სისტემაა მოწყობილი. მასზე  რომელზეც ტვირთმზიდი გადაივლის და აწონვის მომენტში შეჩერდება. თუმცა, შორიახლო დაკვირვებით, დავაფიქსირეთ ფაქტი, როცა ზემოდან მომავალმა ტრაილერის მძღოლმა გვერდი აუარა სასწორს და მშვიდად გაუყვა გზას. როგორც მწონავმა გვითხრა, ეს ტრაილები სხვა, ზემოთ მდებარე კარიერიდან მოდის და „სხვაგან“, სადაც მივა, იქ აწონიან... როცა „ზემოურებსაც“ მივმართეთ, (  კომპანია „სამი ძმა“), მათ გვითხრეს, რომ  მხოლოდ კონტურებში მუშაობენ და არაფერს აშავებენ. _ისევ ქვევით წადით და იმათ დაკვირდით,  თამარ მეფის საფლავამდე რომ გათხარეს, ლამის, ყველაფერი... ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. მდინარის კალაპოტი აქეთ შემოგვაქვს, რომ გაღმა ნაპირზე მდებარე  ყანები არ დაზიანდეს, (??)  _გვითხრეს აქ. ვრცლად სუფსის კალაპოტში  არსებული მდგომარეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე ... ...
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...