თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, შენივე გმირობა 40 000 ლარად გაიყიდა!

ფეისბუქსტატუსები

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, შენივე გმირობა 40 000 ლარად გაიყიდა!

8 მაი. 2021, 20:06:04

მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„და მაინც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური პარტიებიდან საუკეთესონი, განსაკუთრებით გამორჩეულნი აგრესიულობასა და დაუმორჩილებლობაში, ასევე მოქნილნი (ადვილად შემხტომნი საპატრულო ეკიპაჟის მანქანასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტან მანქანაზე), სიმაღლეზე ძრომასა და ბოქლომის შებმაში. სხვა საჭიროებები ეტაპობრივად გამოიკვეთება და თავი უნდა გამოიჩინოთ! მთავარი მიზანი და დაკვეთაა - რევოლუცია! ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ პარტია,რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, ამიტომ მივყვეთ გეგმას.

გეგმა „ა“ - არჩევნები გაგვიყალბეს. ამაში უნდა დავარწმუნოთ ამერიკაცა და ევროპაც.
ჩათვალეთ, მეც გზაში ვარ, მოვდივარ!
გეგმა „ბ“ - არავითარი გადათვლა,
უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართულობაზე.
მოპოვებული მანდატების მიუხედავად, უარი პარლამენტში შესვლასა და მუშაობაზე!
ხომ გახსოვთ, მე მოვდივარ?!
გეგმა„გ“ - ნიკანორ მელია დასცინებს სახელმწიფოს, კანონსა და კანონმორჩილ ხალხს; გამაგრდება ჩვენს ოფისში და შექმნით ხელოვნურ დაპირისპირებას.
დაღვარე სისხლი!
„გააკეთეთ ისე, გაანძრიეთ ხელი, რომ ჩამოვიდე!“
ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ნიკანორი დაიჭირეს, სისხლი ვერ დაღვარეთ!
გეგმა „დ“ დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელის მიერ მუშავდება, ჩვენ მიერ ხელმოწერილი არ იქნება!
ნიკას ვუყიდოთ გმირობა- ჩავსვათ ციხეში!
გმირის სახელს ციხეში ჯდომით „გავუჩალიჩებთ“!
გირაოს გადახდაზე - ჩვენი პრინციპული უარი!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის ნიკანორ მელიასთვის თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი
გადახდილია.

ნიკანორ, შენივე გმირობა 40 000 ლარად გაიყიდა!
არჩევნები გაგვიყალბეს, რადგან ჩვენ ისევ ვერ გავიმარჯვეთ.
ეს ვერც ამერიკას და ვერც ევროპას ვერ დავაჯერეთ.
პარლამენტში შესვლაზე - ერთიანი უარი!
თითქმის ყველა შევიდა, ჩვენიანმაც კი ხელი მოაწერა.
პოლიტიკურ კოლაფსში ვართ, მაგრამ ვთქვათ, რომ ნიკანორს ველოდებით!
ხალხისა და სახელმწიფოს პროვოცირებამ ხელოვნური დაპირისპირებისთვის ისევ პარტიის იმიჯს დაარტყა, ამიტომ ნიკანორ მელია ციხეში!
ნიკანორ მელია გმირად უნდა ვაქციოთ!
ის გვჭირდება ციხეში!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (Eუროპეან Eნდოწმენტ ფორ Dემოცრაცყ) თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.
ნიკანორ მელია იძულებულია გამოვიდეს.
პოლიტიკური რბოლა დასრულდა.
ფინიში ყველამ გადაკვეთა,
ერთმა გუნდმა კანონიერად, ზოგიერთებს ევროპული სახრე გადაარტყეს, ზოგსაც მოწეულზე აუცდა ფეხი, შეისეირნა და ჩარჩა.
მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა.
ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა“, - წერს მეგრელიშვილი.





 ახალი ამბები
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...
  • მესტიაში მე-18 დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული ... ...
  • ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ხანდაზმული პირები15 ივნისი-ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების  მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო სტატუსი. როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს,   საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ პრობლემაზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევები სწორებ ხანდაზმულებთან დაკავშირდებით ფიქსირდება, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება. იქედან გამომდინარე,  რომ არ არსებობს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ზუსტი სტატისტიკა  რთულია ზუსტი მაპროვოცირებელი გარემოს შეცნობა. „სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, მკაფიოდ დაანახებდა საზოგადოებას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის მახასიათებლებს, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება უფრო ეფექტიანი და სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებულ პრევენციისა და დაცვის საშუალებების დაგეგმვის პროცესში. ასევე  მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 65 და ზევით ასაკის პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება”,_  წერია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...