დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას

7 მაი. 2021, 18:29:35

,,მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.

 მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს.

"ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა.

ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს.

"ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს.

ევროკავშირის შემოთავაზება  ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო"- განაცხადა“, _  მათიკაშვილმა.





 ახალი ამბები
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...
  • მესტიაში მე-18 დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული ... ...
  • ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ხანდაზმული პირები15 ივნისი-ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების  მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო სტატუსი. როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს,   საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ პრობლემაზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევები სწორებ ხანდაზმულებთან დაკავშირდებით ფიქსირდება, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება. იქედან გამომდინარე,  რომ არ არსებობს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ზუსტი სტატისტიკა  რთულია ზუსტი მაპროვოცირებელი გარემოს შეცნობა. „სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, მკაფიოდ დაანახებდა საზოგადოებას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის მახასიათებლებს, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება უფრო ეფექტიანი და სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებულ პრევენციისა და დაცვის საშუალებების დაგეგმვის პროცესში. ასევე  მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 65 და ზევით ასაკის პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება”,_  წერია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...