"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი

პოლიტიკა

"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი

17 ივლ. 2019, 13:55:10

"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება.

ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ."

"იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.





 ახალი ამბები
  • "იწვიმებს ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი იქნება"- დღეს მოსალოდნელი ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “17 ივნისს ქუთაისში დღის განმავლობაში +24 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ფოთში. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში +24 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით წვიმა და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში გამოიდარებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. მოსალოდნელია წვიმა. ასევე იწვიმებს გუდაურში, სადაც დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში. დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი”._ ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ღარიბაშვილი - გენერალურმა ასამბლეამ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის  თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. "მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის  „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმორუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულიდემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილებისმიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობასვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდარეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - აღნიშნავს ... ...
  • გაერო-მ „აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღონიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული ორი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში. ... ...
  • ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა ... ...
  • არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა შესახებ კანონის აღსრულების შეფერხებას ეხმაურებიანარასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხების პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, _ ერთობლივ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი , რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-2021 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად   პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა. „საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის  მიღების  პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ისინი მთავრობას მოუწოდებენ შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  პრიორიტეტები, რომელიც თავის მხრივ მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას სთხოვენ, რომლის ვალდებულება იქნება, განსაზღვროს  და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში: „საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების აქტიური ჩარ-თულობა; უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს; შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს; განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. საქართველოს პარლამენტს: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP); გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი; ააიპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი (EPC); ასოციაცია დეა; პლატფორმა სალამი; ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი; მარიკო კობახიძე; ესმა გუმბერიძე; გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...