პოლ ჯოელი: ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა

პოლიტიკა

პოლ ჯოელი: ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა

7 აპრ. 2021, 10:14:56

ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


პოლ ჯოელის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობდა ეპოვა გირაოს გადახდის გზა, თუმცა მელიამ უარი განაცხადა.

„ვფიქრობ, ხელისუფლება ეძებდა გირაოს გადახდის გზას, თუმცა პასუხი იყო – ოჰ, არა, არაფერს მივიღებ, აქ ვრჩები! რატომ?! იმიტომ, რომ ეს პროვოკაციის ნაწილია. სამწუხაროდ, ამან სიტუაცია დაამძიმა და ალბათ, სჯობს, ამ ინტერვიუში არ გავცე რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ყურადღება ახლა ევროკავშირის მონახაზზე უნდა გამახვილდეს. რამეზე უნდა შეთანხმდნენ და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება შედგება, თუკი ორივე მხარე მიიღებს ევროკავშირის შეთანხმებას. მელია სამყაროს ცენტრი არაა. უნდა, რომ სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა ასე არაა. სამყაროს ცენტრი ახლა პარლამენტის წევრები არიან, რომლებიც უკან დაბრუნდებიან, იმუშავებენ, იბრძოლებენ, რომ გააუმჯობესონ რეფორმები, რომელთა განხორციელების პირობაც ორივე მხარემ დადო. ესაა დემოკრატია. ეს მძიმე შრომაა“, – განაცხადა ჯოელმა.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს, ჯოელი ორივე მხარის მიერ ევროკავშირის შეთავაზებაში ხედავს.

„ისე შეიმუშაონ რეფორმები, რომლებიც უნდათ, რომ შემდეგი არჩევნებისას ყველა ეს საარჩევნო რეფორმა აისახოს. ლიბერალიზმის არსი ამაში მდგომარეობს, რომ რადიკალურ ცვლილებებს ყოველთვის აპროტესტებენ“, – განაცხადა ჯოელმა.

მისი თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რათა დაცული იყოს წონასწორობა, რომ ხალხმა ისიამოვნოს თავისი თავისუფლებებით.

„აზრთა სხვადასხვაობა თავდასხმის სამიზნე კი არა, მისასალმებელი უნდა იყოს. უნდა შექმნათ საზოგადოება, სადაც განსხვავებულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ ცხოვრება. ქართული რეალობის რუსეთის, ან ვინმე სხვის უკან დაბრუნება ასე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება. იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ერთი მისიით გაერთიანდება და ეს მისია ძალაუფლების მოხვეჭა კი არა, წარმატებული, აყვავებული ქვეყნის შექმნა იქნება, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ჯოელმა.

პოლ ჯოელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის მართვას თავი კარგად გაართვა.

„პანდემიის დაწყებისას, როცა ჩვენ, ამერიკელები დავიბენით, სიამოვნებით ვაკვირდებოდი იმ წინამძღოლობას, რომელიც ქართულმა მთავრობამ ყველაფრის შეჩერებაში გამოიჩინა. ამაზე დავწერე კიდეც და ვუთხარი ხალხს, ჩემს კოლეგებს მთელს მსოფლიოში – ნახეთ, რა გააკეთა საქართველომ! ინფექციის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გქონდათ და რატომ?! – მკაცრები იყვნენ! თუმცა, მერე საარჩევნო სეზონი დაიწყო, დაიწყო მასობრივი გამოსვლები, პლუს ბათუმი ზაფხულში, თქვენც ხომ იცით, ეს რას ნიშნავს?! ამან შემთხვევებიც გაზარდა. ძალისხმევათა ერთობლიობა არის მთავარი. პანდემიის დასაწყისში საქართველოს ეს ჰქონდა“, – განაცხადა ჯოელმა.

ჯოელმა მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. „ვთხოვ ყველა მხარეს – მთავრობას, ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ. შეიძლება, ერთმანეთი არ მოგწონთ, მაგრამ უნდა ილაპარაკოთ, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია, რომ დავგმოთ ისინი იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინეს, მაგრამ ასევე ვილაპარაკოთ საკითხებზე, რომლებიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს. მაგალითად, იარაღის კონტროლზე და ასე შემდეგ. რუსეთი ახლა აშშ-ს ცდის. საქართველო, გთხოვ, ნუ იქნები ამ ტესტის ნაწილი. ჩვენთან იყავი! ჩვენთან ერთად დარჩი, რომ ჩვენც შენთან ერთად ვიყოთ. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ!“ – განაცხადა პოლ ჯოელმა.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...