“სააკაშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, მორალური უპირატესობა მოიპოვა“_ გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა

“სააკაშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, მორალური უპირატესობა მოიპოვა“_ გუბაზ სანიკიძე

24 იან. 2019, 15:28:30

„ბიძინა ივანიშვილი ოდიოზურ მოსამართლეებზე ან უარს იტყვის, ან ხელისუფლების დატოვება მოუწევს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ხელისუფლებიდან  „ქართული ოცნების“ გაშვებაა. სხვაგვარად, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება არ გამოსწორდება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებას ქვეყანაში რევოლუცია მოჰყვება.

_ ბატონო გუბაზ, სასამართლო სისტემაში არსებულმა კლანურმა მმართველობამ „ქართული ოცნების“ გუნდი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა და მართლმაჯულების დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ ფიქრობთ,  შექნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, იუტიციის უმაღლესი საბჭოს ოდიოზურმა წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ?

_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც პარლამენტში მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირეს, თანამდებობები უნდა დატოვონ, მაგრამ არამგონია, რომ სასამართლოს საკითხი ასე მარტივად გადაწყდეს. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, საბოლოო ჯამში, მანევრია, რაც საზოგადოებას აბნევს. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. აუცილებელია, რომ ქვეყნის სათავეში კოალიციური ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც სასამართლო სისტემაში გენერალური რეფორმების განხორციელებას დაიწყებს. დღევანდელი სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, ავაზაკების ხროვადაა გადაქცეული.

_ “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი, რომელსაც პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სიის ლობირებაში სდებენ ბრალს,  უარის იტყვის თანამდებობებზე სკანდალური მოსამართლეების  უვადო განმწესებაზე? მით უფრო, როცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ  იტიციის უმღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართედ უკვე განამწესა.

_ბიძინა ივანიშვილს ან ოდიოზურ მოსამართლეებზე უარის თქმა მოუწევს, ან ხელისუფლებას დატოვებს. კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა ხელისუფლებიდან  „ქართული ოცნების“ გაშვებაა. სხვაგვარად სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება არ გამოსწორდება.

_ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“  მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვა. საზოგადოების სოციალური მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლდ, გაუარესდა, წამლებზე და პროდუქტებზე  ფასები გაიზრდა და კრიმინალმა მოიმატა. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ერთ წელში არსებული პრობლემების აღმოფხვრას ჰპირდება. რატომ ვერ სრულდება „ოცნების“ დაპირებები ?

_ ხელისუფლებაში ქვეყნის წინსვლის პოლიტიკური ნება არ არსებობს. საზოგადოებაში არ არსებობს პერსპექტიული ხვალინდელი დღის შეგრძნება, რადგან ქვეყანას  უწიგნური ხალხი მართავს. როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გამოვასწორებო,  ვიღაცებმა შვებით ამოისუნთქეს. რასაც ბიძინა ივანიშვილი გამოსწორებას ეძახის, ჩვენ ქვეყნის დაქცევას ვეძახით. ივანიშვილი ვერაფერს გამოასწორებს. წინასწარ გეტყვით, რომ მორიგ გაყალბებულ არჩევნებს რევოლუცია აუცილებლად მოჰყვება.

_ საქართველოს ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან ერთად საქართველოში  ჩამსვლისთვის ემზადება. როგორც ჩანს, ყოფილ პრეზიდენტს „ქართული ოცნების“  მმართველობის დამხობა რევოლუციის გზით სურს. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება მრავალ სისხლის სამართლის სამეს ედავება, ხელიუფლბის შეცვლის რესურსი გააჩნია?

_ ვერ გეტყვით ყოფილ პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის რესურსი აქვს თუ არა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როცა ემიგრანტების კონსოლიდირება დაიწყო. აშკარად იგრძნობა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, სააკაშვილმა მორალური უპირატესობა მოიპოვა. 2015 წლის დეკემბერი იყო, როცა საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ასე მოხდებოდა.

_ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი ქვეყანში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. როგორ ფიქრობთ, მისი დუმილი რით არის განპირობებული?

 _ სალომე ზურაბიშვილისგან ასეთ სიბრიყვეს არ მოველოდი. ადამიანი, რომელსაც უმაღლესი მთავარსარდალი ჰქვია და სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი აქვს, იძახის პოლიტიკოსი არ ვარო. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს  უნდა, რომ მარგველაშვილზე უკეთეს პრეზიდენტად წარმოჩნდეს. მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ასეთი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება. თუ სალომე ზურაბიშვილი დაინახავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე დამთავრებულია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში არ ჩაყვება.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...