საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

21 თებ. 2017, 18:29:14
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სხდომაზე, რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
 
მომხსენებლის განცხადებით, „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება - „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი" საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
 
ხელშეკრულებით ბანკები, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პროექტებს სესხის სახით დააფინანსებენ. პროექტები მებაღეობის (მეთხილეობის ჩათვლით) და მეღვინეობის მიმართულებითაც დაფინანსდება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მთლიან ციკლს მოიცავს. პროგრამას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
 
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)" სასესხო შეთანხმების მიხედვით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო. სესხის ხანგრძლივობა 15 წელს შეადგენს.მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
 
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს, გრანტის სახით, დაახლოებით 1 მლნ. აშშ. დოლარი იმ პირობით გამოუყო, რომ ეს თანხა შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 333 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით USAID-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხა 1 მლნ აშშ. დოლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს თანამონაწილეობაც.
 
როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული თანხებით აქტივობები სამოქალაქო საზოგადოების და მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისების მიმართულებებით დაფინანსდება:
„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა" განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში" ცვლილება ნომერ ერთი", გრანტის მიმღებისა და USAID-ის გადაწყვეტილებით, გრანტის მთლიანი თანხის, დაახლოებით 6,52 მლნ. აშშ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.
 
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება განსახორციელებელ პროექტებში საქართველოს თანამონაწილეობის გაზრდასაც გამოიწვევს. პროექტების დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით არის განსაზღვრული: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა" განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში" ცვლილება ნომერი ერთი" განიხილეს.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კანონმდებლებს შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტის - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა" მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.
 
საგრანტო შეთანხმების ცვლილების მიხედვით, USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის 13,1 მლნ აშშ დოლარით გაზრდა იგეგმება, რაც შესაბამისად, 57,298,636 აშშ დოლარს მიაღწევს. ასევე იზრდება საგრანტო თანხის ოდენობაც - 14 მლნ 970 ათასი აშშ დოლარით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მიმართულებები რჩება იგივე, რაც ძირითადი საგრანტო შეთანხმებით იყო განსაზღვრული. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემო. შესაბამისად, ყველა მათგანისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა იზრდება. მომხსენებლის განცხადებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა ერთი მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და 3 მლნ 260 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
 
ცვლილება შედის „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა" განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში".
 
მომხსენებლის განმარტებით, „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა" განვითარების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით, დაახლოებით 13,1 მლნ. აშშ. დოლარი გამოუყო, რომელიც ასევე, შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 4,4 მლნ აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლება.
 
წარმოდგენილი ცვლილებით, USAID-ის მიერ საგრანტო თანხის ოდენობა, იზრდება 15 მლნ. დოლარით და რაც დაახლოებით 28 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
 
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტს, დონორი მხარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით განახორციელებს.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება გააცნო. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეთანხმების მიზანს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური კავშირების გამყარება წარმოადგენს. „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების მიზანი საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით, საქონლის და მომსახურების გაცვლის, ასევე კაპიტალის და ადამიანების გადაადგილების ხელისშეწყობაა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. შეთანხმება გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადისგან თავის არიდების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
 
დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი „რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ" საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, ფინანსთა, იუსტიციის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა პოზიციებს გაეცნენ და საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
 
 




 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...