გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების საქმის განმხილველი მოსამართლეები პროცესს ჩამოშორდნენ

სამართალი

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების საქმის განმხილველი მოსამართლეები პროცესს ჩამოშორდნენ

28 ოქტ. 2016, 00:12:39

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე საქმეს განმხილველი პალატა ჩამოშორდა.

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 31-ე და 34-ე მუხლების საფუძველზე, კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობის აცილება მოითხოვა. როგორც ცნობილია, საქმეს პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავდა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე), ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი.

არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლო პალატას მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა უნდა აეღო როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების განხილვის განხილვის მაღალი სტანდარტისთვის.

მისი თქმით, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე უშუალოდ მონაწილეობას იღებდა როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევაში, მხარეს არ გააჩნია მინიმალური სტანდარტიც კი, წარმოდგენილი კოლეგიის მიმართ ნდობა ჩამოყალიბებულიყო.

არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეებს საქართველოს პროკურატურის 2004 წლის 30 აგვისტოს მინდობილობის ასლი გადასცა, სადაც ვალერი ცერცვაძე როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე წარმოებულ სასამართლო პროცესებში ბრალდების განმახორციელებელი პირია.

ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენად განსჯად პალატაშია წარმოდგენილი როლანდ ბლადაძის სააპელაციო საჩივარი, რადგანაც დასადგენია, თუ რომელი განსჯადი კოლეგიის განსახილველია საქმე - სამოქალაქო თუ ადმინისტარციული სამართალწამოების წესით. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც მხარეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ გააჩნია, კიდევ ეუფრო მეტად მწვავედ დგება საკითხი საქმის განმხილველი კონკრეტული მოსამართლეების პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.

კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა პალატის შემადგენლობის უმრავლესობის, კერძოდ, ორი მოსამართლის: ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის საქმიდან ჩამოცილების და პალატის აცილების თაობაზე.

„სასამართლოს წინაშე წარდგენი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ დასახელებულ მოსამართლეები ვერ განახორციელებდნენ მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წარუდგინა ნინო ქადაგიძის მიერ საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმიანობის დროს, 2005 წლის 24 ნოემბერს მიღებული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის მოთხოვნა ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან, სასამართლოს წარედგინა ნინო ქადაგიძის 2016 წლის 23 მარტის განჩინება გიორგი პაპუაშვილის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და სადავო ქონებაზე ყადაღის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. სასამართლოს წარედგინა მანანა ჩოხელის მიერ 2014 წლის 19 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც სადავო ქონება სახელმწიფომ გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად გადასცა. არჩილ კაიკაციშვილმა წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვრცელი სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგინა და განაცხადა, რომ ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი პირადად, პირდაპირ და არაპირდაპირ საქმის შედეგით დაინტერესებული პირები იყვნენ და არსებობდა უზუსტესი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევდნენ აღნიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობაში“, _ აცხადებს კაიკაციშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პალატის აცილების შუამდგომლობის განხილვა მოსამართლებსა და როლანდ ბლადაძის წარმომადგენელს შორის ხმამაღალ დიალოგში მიმდინარეობდა. სხდომაზე არ გამოცხადდა გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველი, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა პალატის აცილების საკითხზე აღნიშნა, რომ პრობლემა არ ჰქონდა, თუ რომელი შემადგენლობა განიხილავდა საქმეს, ხოლო შუამდგომლობის შესახებ მხოლოდ სასამართლოს გაადწყვეტილება იქნებოდა მისაღები.

სასამართლო პალატის აცილების საკითხი განხილულ იქნა სათათბირო ოთახში. საზოგადოებას მიღებული განჩინება საქმის განმხილველმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა გააცნო. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი საქმის განხილვას ჩამოშორდნენ. სასამართლომ საფუძვლიანად სცნო წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეს დაუდასტურა მოლოდინი, რომ საქმის განხილვაში დამოუკიდებელი მოსამართლეები უნდა იღებდნენ მონაწილეობას.

„მოცმეულ შემთხვევაში, კანონით, საქმე გადაეცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საქმე განსახილველად გადასცეს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

ამასთან, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

ამავე თემაზე:

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

სასამართლო გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს გახდის ცნობილს

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს - „ახალგაზრდა ადვოკატები

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"





 ახალი ამბები
  • "იწვიმებს ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი იქნება"- დღეს მოსალოდნელი ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “17 ივნისს ქუთაისში დღის განმავლობაში +24 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ფოთში. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში +24 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით წვიმა და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში გამოიდარებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. მოსალოდნელია წვიმა. ასევე იწვიმებს გუდაურში, სადაც დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში. დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი”._ ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ღარიბაშვილი - გენერალურმა ასამბლეამ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის  თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. "მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის  „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელსსაქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმორუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულიდემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილებისმიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობასვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდარეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებისუფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს", - აღნიშნავს ... ...
  • გაერო-მ „აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღონიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. „საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული ორი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს გასული წლის მსგავსად, წელსაც საგანგებო პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში. ... ...
  • ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა ... ...
  • არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა შესახებ კანონის აღსრულების შეფერხებას ეხმაურებიანარასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხების პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, _ ერთობლივ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი , რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-2021 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად   პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა. „საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის  მიღების  პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ისინი მთავრობას მოუწოდებენ შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  პრიორიტეტები, რომელიც თავის მხრივ მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას სთხოვენ, რომლის ვალდებულება იქნება, განსაზღვროს  და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში: „საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების აქტიური ჩარ-თულობა; უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს; შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს; განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. საქართველოს პარლამენტს: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP); გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი; ააიპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი (EPC); ასოციაცია დეა; პლატფორმა სალამი; ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი; მარიკო კობახიძე; ესმა გუმბერიძე; გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...