ბიზნესმენ დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

სამართალი

ბიზნესმენ დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

14 აპრ. 2021, 14:24:04

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

"ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი", _ განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...