შელაპარაკება "პარაგრაფში" - მინდია გოგოჭურს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი

შელაპარაკება "პარაგრაფში" - მინდია გოგოჭურს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 აპრ. 2021, 10:47:52

მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში" მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა მ.გ. 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მ.გ.-მ წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პ.ხ.-ს, მ.გ.-ს, ს.ს.-ს და ზ.მ.-ს, რა დროსაც სახის არეში  ზ.მ.-ს დაზიანება მიაყენა. 

მ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა  „MAKAPOB" -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება  „ჰეროინი"

მ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება),  353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...