"ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის" _ ანა იოსავა

სამართალი

"ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის" _ ანა იოსავა

6 მაი. 2021, 15:13:49

ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი სიტყვიარი შელაპარაკების შემდეგ, როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა იოსავამ თქვა, 16 აპრილს დააკავეს ფირუზ და რეზო წულუკიძეები და ძმები ჭელიძეები.


"ჭელიძეებთან, რომლებსაც სახლში შშმ მამა ჰყავთ, შევარდა სპეცრაზმი და ძალის გამოყენებით დააკავეს ძმები. ისინი არიან ჩვეულებრივი ბათუმელი ბიჭები, რომლებსაც ჰყავს მეგობრები და ახლობლები. იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, არ შეიძლება ესე მოექცნენ".

დაკავებების სერია გაგრძელდა _ 23 აპრილს ხონის გზაზე დააკავეს ელდარ ანთაძე.

„არც მტკიცებულება და კადრები არ არსებობს მათი დანაშაულის დამამტკიცებელი. უნდათ, ეს ბიჭები ჩასვან ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან აქტიურობენ", _ ამბობს ანა იოსავა.

მისი თქმით, ვარლამ გოლეთიანმა იცოდა აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე ყოფნის დროს არ უსაუბრია ამ თამაზე.

"ვარლამ გოლეთიანს სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია მათთვის. არადა, ეს ბიჭები მხარდასაჭერად ჩავიდნენ".

"გურია ნიუსი" ესაუბრა ელდარ ანთაძის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას. ადვოკატის თქმით, ის საქმის შესწავლის პროცესშია, რის შემდეგაც შეძლებს კომენტარის გაკეთებას.

რა ედებათ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს ბრალად, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მათ საქმეზე და რას ითვალისწინებს სასჯელი, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 და 23 აპრილს დააკავეს შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  ჯგუფური ძალადობა. როგორც შსს-ში გვითხრეს, მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 225 მუხლით, რომელიც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. უწყების განცხადებით, შვიდივე დაკავებულის დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...