ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

26 ნოე. 2013, 11:20:01

"2012 წლის 18 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ფოთის ნავსადგურის მიმდებარედ არსებულ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას. დღეის მდგომარეობით ცნობილი გახდა, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ნავსადგურის ტერიტორიაზე მე-12 ნავმისადგომთან ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის დაწყება. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა აშენდა 1999 წელს. ეს გახლავთ სამრევლო ტაძარი, ნავსადგურის ხელმძღვანელობის გეგმა და მისი განხორციელების სამშენებლო პროექტი ტაძართან მისასვლელი გზის გადაკეტვას გულისხმობს და შეუძლებელს ხდის მრევლისთვის, სასულიერო პირებისა და ეპარქიის თანამშრომლებისათვის ტაძარში მოხვედრას, რაც ყოვლად დაუშვებელია და მორწმუნე ადამიანებში იწვევს პროტესტის განცდას. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ტაძარში ლოცვის, ნათლობის, ქორწინების მსურველი ან ნებისმიერი ვიზიტორი დაკავდეს სპეციალური საშვის მიღების პროცედურით? ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის! იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი უსიამოვნება და დაცული იქნას მორწმუნე ადამიანების უფლებები, ასევე, რათა ეკლესიას მიეცეს საშუალება - შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში, საჭიროა ფოთისა და ხობის ეპარქიასა და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

1. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა, საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებას და მის სიახლოვეს დაუშვებელად მიგვაჩნია ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის უსაფრთხოებას ან შეაჩერებდა მის ფუნქციონირებას.

2. სასულიერო პირებს, ეკლესიაში დასაქმებულ ადამიანებსა და მრევლს უნდა ჰქონდეს ტაძართან დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მისვლის საშუალება.

3. დაუშვებლად მიგვაჩნია ტაძარში მისვლის მსურველთათვის სპეციალური საშვის დაწესება, რაც პრაქტიკულად იქნებოდა ტაძრის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.

4. ტაძარში მიმსვლელთათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო გადაადგილების პირობები, რაც გულისხმობს მისასვლელი გზის გამიჯვნას ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიისგან.

5. მეოთხე პუნქტის ალტერნატივად მიგვაჩნია ესტაკადის (ზემოდან გადასასვლელი ხიდის) მოწყობა, რომლის პროექტიც უნდა შეთანხმდეს ეკლესიასთან, რათა გათვალისწინებული იქნას ის, რომ მრევლში არიან მოხუცებულებიც, ინვალიდებიც, რომელთათვის განსაკუთრებით ხელშემწყობი პირობებია საჭირო.

6. მე-12 ნავმისადგომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდგომ, რაც ტაძართან მისასვლელი გზა გაიმიჯნება სარეჟიმო ზონიდან, ან მოეწყობა ხიდი იმ პირობების გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ (მე-5 პუნქტში) არის აღნიშნული.

ვიმედოვნებთ, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობა პატივს მიაგებს იმ ქვეყნის მოსახლეობის კულტურას, ტრადიციასა და ცხოვრების წესს, სადაც ახორციელებს საკუთარ კომერციულ საქმიანობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ განვლილი ორი წლის უშედეგო მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობა დღეს მაინც შეძლებს იმის გაცნობიერებას, რომ არ შეიძლება ტაძრისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და მით უფრო - მისი ხელყოფის აზრად გავლებაც", _ ნათქვამია განცხადებაში.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...