დაზღვევის პირველი ეტაპი დაიწყო

საზოგადოება

დაზღვევის პირველი ეტაპი დაიწყო

3 მარ. 2013, 22:14:53

ამ თემაზე"გურია ნიუსი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილეს, ლევან ბაიაჯანს ესაუბრა.

_ ამბულატორიული დახმარების კომპონენტი გულისხმობს, როგორც გეგმიურ ამბულატორიულ დახმარებას (უბნის, ან ოჯახის ექიმის კონსულტაცია, სისხლისა და შარდის ანალიზი, ელექტროკარდიოგრამას გაკეთება, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების მართვა, ცნობების გაცემა და სხვა), ასევე, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას. აქ იგულისხმება ისეთი ავადმყოფების მომსახურება, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას _ მაგალითად: მცირე ტრავმები, ჭრილობები, მოტეხილობები, მცირე ოპერაციები და სხვა.

რაც შეეხება სტაციონარულ დახმარებას, ამ ეტაპზე სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს მხოლოდ ისეთი დაავადებების მკურნალობას, რომლებიც საჭიროებენ ავადმყოფის მოთავსებას სტაციონარში 24 საათზე მეტი ხნით და მათთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას. ასეთი შეიძლება იყოს სასწრაფო ქირურგიული ოპერაციები, მოტეხილობები, თავის ტვინის ტრავმები და მწვავე დაავადებები, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და მრავალი სხვა. დაინტერესებულ პირებს, უფრო დაწვრილებით ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.ssa.gov.ge, სადაც ყველა ინფორმაცია დაწვრილებითაა მოცემული.

_ ანუ, ამ პირობების შემდეგ, პაციენტს არავითარი გადასახადის გადახდა არ მოუწევს?

_ არა, დაზღვევის სხვა, ზოგიერთი პირობისგან განსხვავებით, ეს პირობები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

_ აქვს თუ არა ავადმყოფს სამედიცინო დაწესებულებების არჩევის უფლება?

_ ამბულატორიულ შემთხვევაში, როცა საუბარია საერთო გეგმიურ დახმარებაზე (ექიმთან ვიზიტი), პაციენტს შეუძლია, ამოირჩიოს დაწესებულება და უბნის (ოჯახის) ექიმი, ამისთვის მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირება _ განცხადების სათანადო ფორმის შევსებაა საჭირო. სამკურნალო დაწესებულების ადგილის შეცვლა პაციენტს თვეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

რაც შეეხება გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას, აქ სამედიცინო დაწესებულებებს პრობლემა არ არის _ ავადმყოფი გადაუდებელ დახმარებას მიიღებს ქვეყნის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებებში.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დაიწყო საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპი. როდის დაიწება მეორე ეტაპი და რას გულისხმობს იგი?

_ საყოველთაო დაზღვევის, უფრო ზუსტად, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი განსაზღვრულია, დაიწყოს ივლისიდან. თუ რას მოიცავს იგი, ჯერჯერობით, დაზუსტებულად ვერ გეტყვით. შემიძლია ვთქვა, რომ დაზღვევის პაკეტი იქნება გაცილებით დიდი და სრულყოფილი. აქ უკვე შევა გეგმიური დაავადებების მკურნალობაც და სხვა კომპონენტები.

_ ბატონო ლევან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის შესახებ. წლები გადის და საავადმყოფოში პირობები არ შეცვლილა, პირიქით _ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უარესდება, ხელფასები დაგვიანებით რიგდება, იზრდება სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილება. რა ბედი ეწევა ამ საავადმყოფოს?

_ ძალიან რთული და მძიმე შეკითხვაა ჩემთვის, როგორც ექიმისა და უბრალოდ, როგორც ჩოხატაურელისთვის. გული მტკივა, როცა ვუყურებ, როგორ ინგრევა და ნადგურდება ისიც კი, რაც იყო, ეგრეთ წოდებული ინვესტორისთვის მისი გადაცემის შემდეგ. "ეგრეთ წოდებულს" იმიტომ ვამბობ, რომ ორგანიზაციას, რომელმაც მედპერსონალი და შრომითი ანაზღაურება შეამცირა, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს დაწესებულების განვითარებისთვის. ასეთ ფირმას არ შეიძლება ინვესტორი უწოდო. რამდენადაც მე ვიცი, აპრილში იწურება ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ჩოხატაურის მედპერსონალისთვის და მგონი, რაიონის ხელმძღვანელობისთვისაც, ხელშეკრულების პირობები ცნობილი არაა. ასეთ ვითარებაში საავადმყოფოს ფუნქციონირების გაგრძელება წარმოუდგენელია. თქვენ იცით, მედპერსონალმა რამდენჯერმე მოაწყო საპროტესტო აქცია დაგვიანებული ხელფასების ასაღებად, ერთხელ გაიფიცნენ კიდეც, მაგარამ მდგომარეობა არ შეცვლილა. დღეისთვის დეკემბრის ხელფასებიც კი არაა გაცემული.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...