„ხმელა პური ვჭამე" _ ოჯახის გასაჭირი და „გურია ნიუსის“ ზარს მოყოლილი რეაგირება

საზოგადოება

„ხმელა პური ვჭამე" _ ოჯახის გასაჭირი და „გურია ნიუსის“ ზარს მოყოლილი რეაგირება

30 აპრ. 2021, 11:15:16

"გასაჭირმა დაგვამეგობრა _ ორი მეგობრის სიცილში ჩამალული ტკივილი“ ამ სათაურით შემოთავაზებული დღის ფოტოს გმირებიდან ერთ-ერთი ჩოხატაურში, გოგიბერიძის ქუჩაზე მცხოვრები გულნაზ კიკვაძეა.

როგორც აღმოჩნდა, ასაკოვანი ქალბატონი შვილთან ერთად  ცხოვრობს. მის შვილს სამუშაო არ აქვს. დედა-შვილი მხოლოდ დედის პენსიის იმედადაა, რასაც ვერ იღებენ იმის გამო, რომ ქალბატონი გულნაზის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვადა გაუვიდა.

როგორც გულნაზ კიკვაძემ გვითხრა, ულუკმაპუროდაა დარჩენილი.

ძალიან მიჭირს. ამ დილას საჭმელი არ მიჭამია, ხმელა პური ვჭამე. ხვალ ესეც არ მექნება. არც მაქვს რამე გასაკეთებელი. პენსიის ასაღებად მივედი, მაგრამ პასპორტს ვადა გასვლია და ვიდრე არ გააკეთებ, ვერ აიღებო, მითხრეს. პირადობის მოწმობის გასაკეთებელი ფული მეზობლისგან ვისესხე, იმ თანხიდან ლარი დამრჩა და შაქარი ვიყიდე. გამყიდველს გაუკვირდა, ლარის შაქარი რა არისო. რა ვქნა, მეტი არ მაქვს და ვერ მოვიპარავ. მერიაში წამოვედი, რომ იქნებ ირაკლი კუჭავამ დახმარების ხელი გამომიწოდოს-მეთქი. მაგრამ ადგილზე არ დამხვდა. ერთი -ორი თვე დამჭირდება დახმარება და მერე ცოტა გავიმართები წელში. ბიჭი მყავს, მაგრამ  უმუშევარია. იყო დასაქმებული, გაზის გაყვანაზე მუშაობდა, მაგრამ დასრულდა და დარჩა უმუშევარი. ჩემი ხელის შემყურეა. პენსიის იმედად ვართ 2 ადამიანი. წამოვედი, რომ იქნება ცოტა წამომეხმარონ-მეთქი.

კითხვაზე, უთხოვია თუ არა მუნიციპალიტეტის მერისთვის დახმარება, გულნაზ კიკვაძე გვპასუხობს, რომ არასოდეს მიუმართავს მერიისთვის. არც მერის წარმომადგენელი ჩაუყენებია საქმის კურსში, თუმცა, აკონკრეტებს, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად დედა-შვილი ცხოვრობს, ხელისუფლებამ შეუძინათ.

_ არასდროს მითხოვია დახმარება. არც განცხადება დამიწერია, სიტყვიერად მინდოდა მეთქვა ჩემი გასაჭირი მერისთვის. პატარა წამოშველება მინდა, რომ არ მოვკვდეთ ამ რამდენიმე დღეს მშიერი, სანამ პირადობის მოწმობა დამზადდება და პენსიას ავიღებ. სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს. კორონავირუსთან დაკავშირებით რომ დახმარებას იძლეოდნენ, მქონდა 6 თვის განმავლობაში. მთავრობის მიერ შეძენილ სახლში ვცხოვრობ, სასაყვედურო რა მაქვს, მაგრამ მაინც ვთხოვ, შეიხედოს თითოეული მცხოვრების სახლში, გაიგოს როგორ ცხოვრობს ხალხი, რა უჭირთ, რით არსებობენ. მე და ჩემმა ბიჭმა, მაგალითად, გუშინ 1 ჭიქა ჩაით და ხმელა პურით დავაღამეთ. დღეს ტყემალი და პური გვაქვს.

ოჯახის გასაჭირის მოსმენის შემდეგ მერის წარმომადგენელს დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჯინჭარაძეს დავუკავშირდით.

როგორც აღმოჩნდა, გოჩა ჯინჭარაძემ ოჯახის შეჭირვებული მდგომარეობის შესახებ იცის. გვითხრა, რომ რამდენჯერმე დახმარებია ოჯახს, თუმცა, თუ დედა-შვილი ლუკმა-პურის გარეშე იყო დარჩენილი, ინფორმაცია არ ჰქონდა და „გურია ნიუსისგან“ შეიტყო.

მერის წარმომადგენელი შუამავლობის გასაწევად ჯერ ლიბერთი ბანკის ჩოხატაურის ფილიალში მივიდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პენსიის გაცემა მერის წარმომადგენლის გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, რომელიც ქალბატონი გულნაზის იდენტობას დაასდატურებდა, შეუძლებელია.

_ „რამეს ვიღონებთ და მშივრებს არ დავხოცავთ,_ გვითხრა გოჩა ჯინჭარაძემ.

„გურია ნიუსმა“ გადაწყვიტა მოენახულებინა კიკვაძეების ოჯახი, რომ გასაჭირში ცოტა წამოვშველებოდით. იქ მისულებს კი, მერის წარმომადგენელი უკვე ადგილზე დაგვხვდა.

როგორც აღმოჩნდა, გოჩა ჯინჭარაძეს მაშინვე ეზრუნა ულუკმაპუროდ დარჩენილი დედა-შვილისთვის.

„ზეთი, შაქარი, ბურღულეული, კვერცხი, ძეხვი, პური, ქათამი, კარტოფილი“, _ ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტისა, რაც მერის წარმომადგენელმა ოჯახისთვის შეიძინა.

_ აღდგომამდე კიდევ დავეხმარებით. საქმის კურსში ჩავაყენე მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც მითხრა, რომ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს და ყველას, ვინც ხმას მოგვაწვდენს საკუთარი გასაჭირის შესახებ, აუცილებლად დავეხმარებით, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.





 ახალი ამბები
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...
  • "ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ"- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გაათავისუფლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს",_ აღნიშნულ ინფორმაციას ლაშა გვასალია თავადვე ადასტურებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „მიზეზი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობა". "გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამ წუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს სთხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა, არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!! ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს! ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის, ვინ დააფუძნა სამეგრელოში "ქართული ოცნება"? ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები? ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ-ერთი იდეოლოგი "ქართული ოცნებისა"?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა! დანარჩენებს მოგხედავთ! ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!" _ წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...