"კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის, კრიზისი უნდა დაასრულონ მედიკოსებმა"

საზოგადოება

"კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის, კრიზისი უნდა დაასრულონ მედიკოსებმა"

5 თებ. 2021, 18:20:08

კორონავირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა  არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს,  ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევადი მოცემულობაა. თუმცა კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ. აზიის განვითარების ბანკის გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.

გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით კი, COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდა, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს აღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

ხოლო ეუთოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდა, რაც ძირითადად, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული.

საქართველოსთვის, კოვიდ-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ჩვენ თვალწინ გადაიზარდა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისად.

გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება - ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა გამოცდა საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე უკვე დაიწყო, მაგრამ ხელისისუფლება ამას  ვერ გაუმკლავდა, რადგან ხელისუფლებამ ბევრი არაადაეკვატური გადაწვეტილებები მიიღო, აქედან გამომდინარე  ქვეყნის ეკონომიკის ძირითად დარგები თითქმის სრულად ჩამოიშალა.

მარტის დასაწყისიდან საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა კოვიდ-19-ით დაზარალებული ეკონომიკებისთვის პროგნოზების შედგენა და გამოქვეყნება დაიწყეს. პირველი ანგარიშები საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინებით გამოირჩეოდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების პარალელურად პროგნოზები გაუარესდა. ყველაზე დიდ დარტყმა საქონლის ექსპორტიორებს და ტურიზმის სექტორს დაარტყა.

საქართველოს ეკონომიკა, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ძალიან მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ. საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებზე,  შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მსოფლიო პანდემიის გლობალურ ეკონომიკურ შედეგებს.

საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ჯერ კიდევ პანდემიის გავრცელებამდე გამოირჩეოდა მაღალი მერყეობით. კოვიდ-19-ის ეფექტმა მისი პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა. 2020 წელს, ლარი რეკორდულად  გაუფასურდა, რასაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოური სავალუტო რეზერვების გაყიდვის რამდენიმე ტალღით უპასუხა, რათა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებას დახმარებოდა. უკვე 2020 წლის ივლისის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს ასცდა. 

კოვიდ პანდემიამ სერიოზულად დააზარალა ტურიზმის ინდუსტრია. ბოლო წლებში ტურიზმი საერთაშორისო შემოსულობების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო გახდა საქართველოსთვის. ამ სექტორის წილი მშპ-ში თითქმის 11%-ს შეადგენს.  საქართველოს მიმზიდველობა საერთაშორისო ტურიზმისთვის სულ უფრო იზრდება. თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები სრულად ჩავარდა, სულ ცოტა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ზარალი მინიმუმ 2 მილიარდი ლარი იყო.  საერთაშორისო ტურისტების კლება 2020 წლის  თებერვალში დაიწყო.

გლობალური ტურიზმის კლების პირობებში არ უნდა ველოდეთ, რომ საერთაშორისო ტურისტების საქართველოში ვიზიტების მაჩვენებელი ძველ, მაღალ დონეებს მალე დაუბრუნდება. ამას ირიბი მულტიპლიკატორის ეფექტი ექნება მომიჯნავე დარგებზე, როგორებიცაა სასტუმროები და რესტორნები.

დღეს, პანდემიის 1 წლის თავზე, სხვადასხვა  ბიზნეს სექტორი (რესტორნები, ფინტნესკლუბები, გასართობი ობიექტები), მთავრობისგან   ითხოვს, მიეცეთ მუშაობის უფლება, რადგან ზარალი ძალიან დიდია და გაკოტრების პირას არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობას გამოცხადებას  და ობიექტების თვითნებურად გახსნას 6 თებერვლიდან აპირებდნენ, თუმცა, დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწვეტილების  შემდეგ დაუმორჩილებლობის აქცია გააუქმეს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი  15 თებერვლიდან, კვების ობიექტები  ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კვების ობიექტები საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები მათ შორის, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში", - განაცხადა  გიორგი გახარიამ. 

საქართველოს კოვიდ ეკონომიკასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“  ესაუბრა პროფესორ ვლადიმერ პაპავას.

მისი თქმით, ამ კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის. ეს კრიზისი უნდა დაასრულოს მედიკოსებმა.

,,საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისგან. რაც ძალიან მარტივად ასახსნელია, იმიტომ, რომ ეს კრიზისი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა მთელ მსოფლიოში, არ არის გამოწვეული თვითონ ეკონომიკაში არსებული პრობლემებით. ეს კრიზი შექმნა მედიცინამ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორონავირუსის დამარცხება, სამწუხაროდ  ვერ შეძლო. მედიცინის ერთადერთი ქმედითი რეკომენდაციაა ადამიანებს შორის ურთიერთობაში გარკვეული ბარიერის შემოღება.

ამ ურთიერთობის შეფერხებამ გამოიწვია, ეკონომიკის მთელი რიგი სექტორის  დახურვა. ეს მოხდა არამარტო საქართველოში, არამედ ეს მოხდა მთელს მსოფლიოში. რადგან პანდემია გლობალური ფენომენია. ამიტომ ეკონომიკური კრიზისიც გახდა გლობალური.

ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როდის დასრულდება, ეს ეკონომიკური კრიზისი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის. ეს კრიზის უნდა დაასრულოს მედიკოსებმა. სანამ არ იქნება ეფექტიანი ვაქცინაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის მკურნალობის ეფექტიანი საშუალებები, ეს კრიზისი არ დასრულდება, რადგან არ დასრულდება, თვითონ პანდემია. როგორც კი კორონავირუსის პანდემია იქნება დაძლეული, ეკონომიკაც ამოისუნთქავს. მერე უკვე შეიძლება, პოსტპანდემიური, პოსტკრიზისული ეკონომიკური მექანიზმების ჩართვა და გამოყენება.

რა შეიძლება ითქვას, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში? რა თქმა უნდა, ცუდი მდგომარეობაა, ამაში ორი აზრი არ არის. იმიტომ, რომ 6,1 % -იანი ვარდნაა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტია.

ამ ვითარებას, თუ არ ჩავთვლით შემოდგომის მომენტს, როცა კორონავირუსის გავრცელებამ იფეთქა აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმსა და ქობულეთში, თუ ამ პერიოდს არ ჩავთვლით, რომელიც სამწუხაროდ დაემთხვა წინა საარჩევნო პერიოდს, მთლიანობაში საქართველოს მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი სიტუაციას. დღეს კი ხედავთ, რომ საკმაოდ შემცირებულია ინფიცირებულთა რაოდენობა., ასევე სიკვდილიანობაც შემცირებულია.

უკვე გაცხადდა, რომ თებერვლის ბოლოდან დაიწყება აცრები საქართველოში. ამას გარკვეული იმედის თვალით უნდა ვუყუროთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არამარტო ვაქცინაცია, არამედ სამკურნალო პრეპარატებიც. რატომ? ის ადამიანები, ვინც აცრას ვერ მოასწრებენ, მათი მკურნალობა, ხომ აუცილებელია? და ყველა ერთბაშად, ხომ ვერ აიცრება? და ყველას ერთდროულად იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.

დღეს მსოფლიო, უფრო ლაპარაკობს ვაქცინაზე, ვიდრე სამკურნალო პრეპარატებზე, ამიტომ სამკურნალო პრეპარატიც, ჩემი აზრით, აუცილებლად შესაქმნელია, რათა პანდემია იქნეს დაძლეული.  მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ ოპტიმისტური ხედვა, რომ 2021 წელს პანდემია იქნება დაძლეული. თუ მართლაც, ეს ასე იქნება გამიხარდება, რათა ეკონომიკური აღმავლობა უფრო სწრაფად დაიწყება, მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

_ პანდემიის პერიოდში ძირითადად, საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები დაზარალდა?

_ ეკონომიკური საქმიანობის იმ სფეროებმა რომელთა ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა, მოხერხდა, ყველამ გააგრძელა ფუნქციონირება. მაგრამ ყველა სახეობის საქმიანობის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა შეუძლებელია. შეუძლებელია ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანო სარესტორნო ბიზნესი. რა თქმა უნდა, რესტორნიდან კერძების გამოძახება შეიძლება, მაგრამ ეს დატვირთვა რესტორნებისთვის არასაკმარისია. კიდევ დაზარლდა, რა თქმა უნდა, ტურიზმი, იმიტომ, რომ ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, ტურისტი უნდა მოგზაურობდეს და ადამიანებთან უნდა ჰქონდეს კონტაქტი. რა თქმა უნდა დაზარალდა ყველა ის დარგი, სადაც უშუალოდ არის ადამიანებს შორის ურთიერთობა.

რადგან საქართველოში, პრიორიტეტულ დარგად გამოცხადებული იყო ტურიზმი, ეს საქართველოს ეკონომიკაზე აისახა, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი დარგი ჩვენი ეკონომიკის ტურიზმი იყო, რომელიც იყო დაუცველი.

_ პანდემიის პერიოდში, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ხარვეზები რა არის?

_ ძალიან კარგი კითხვა არის, საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ისეთი უნიკალური კრიზისი ჩამოყალიბდა, რომლის საფუძველი ეკონომიკაში არ არის და როგორც გითხარით, ეს მედიცინაშია.

დღევანდელი კრიზისის პირობებში მთავრობისთვის ეკონომიკაში მოქმედების რაიმე მკაცრად განსაზღვრული რეცეპტების არ არსებობს. ის  არ აქვს, როგორც მთელ მსოფლიოს, ისე საქართველოსაც.  თქვენ თუ ნახავთ, ტრამპის ადმინისტრაცია როგორ იქცეოდა, ახლა ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაქტიკა შეცვალა, ან როგორ იქცეოდა ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით ბრიტანეთის მთავრობა, ან თუნდაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა. ასე, რომ ერთიანი  სქემა, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ძირითადად არსებობს პრინციპი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: დავეხმაროთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს და დავეხმაროთ ბიზნეს, რომელიც არის დროებით გაჩერებული. ახლა იმისდა მიხედვით, თუ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი რამდენად უფრო ძლიერია, რამდენად უფრო განვითარებული ეკონომიკის მქონეა ქვეყანა, მით უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ დაეხმაროს მოსახლეობასაც და ბიზნესსაც.

საქართველო, სამწუხაროდ, ეკონომიკური განვითარების დონით, საკმაოდ უკანაა.  ამიტომ მას ამის რესურსი მცირე აქვს. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი საგარეო სესხების მოზიდვას, რომელმაც შესაბამისად შეუმსუბუქა მდგომარეობა მოსახლეობას და ზოგიერთ კომპანიას.

მაგრამ, თუ ვლაპარაკობ ამ შემსუბუქებაზე, ნამდვილ არ ვთვლი, რომ ეს იყო იდეალური გამოსავალი ამ სტრუქტურებისთვის, ვისაც  გაუჭირდა. მაგრამ ამ დახმარების გარეშე, კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ.

ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის მაღალ დონეზე განვითარებული, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემები და არ გააჩნია იმის პოტენციალი, რომ უფრო მეტად დახმარებოდა შეჭირვებულ ფენებს.

ის, თუ რამდენად სწორად გახორციელდა ესა თუ ის ხარჯი, როგორც გითხარით, ფაქტობრივად, ამის შეფასების უტყუარი კრიტერიუმიც არ არსებობს. როცა დასრულდება კორონაპანდემია და დასრულდება მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიც, მერე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შედარებითი ანალიზის საფუძველზე უკეთ შეაფასებენ თუ რომელმა ქვეყანამ სად იმოქმედა სწორად და სად დაუშვა შეცდომა.

დღეს იცით, როგორ სიტუაციაში ვართ იცით? როცა ცეცხლი უკიდია სახლს, ეს ცეცხლია ჩასაქრობი. ესა სწორე პანდემია. როცა სახლი იწვის, არავინ ფიქრობს სწორად მოქმედებს თუ არა, რადგანაც სწორად მოქმედებად ყველას მიაჩნია, რომ ცეცხლი უნდა ჩააქროს და რაც შეიძლება სახლის დიდი ნაწილი გადაარჩინოს. აი ეს არის, მთავრობების ამოცანა მსოფლიოში, ოღონდ ყველა თავისებურად მოქმედებს. ერთიანი სქემა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთიანი პრინციპი.

_ რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა, კრიზისიდან გამოსასვლელად?

_ კრიზისიდან ვერ გამოვა, სანამ პანდემია არ დასრულდება.  სანამ არ დასრულდება კორონავირუსი, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოვა. ცალკე თემაა, თუ რა უნდა გახდეს პრიორიტეტული პოსტკრიზისულ პერიოდში. აუცილებელია, რომ ტურიზმი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი დარგია, რაც შეიძლება, სწრაფად აღდგეს. იმავდროულად ქვეყანა უნდა გადავიდეს სხვა რელსებზე. ქვეყანა არ უნდა დარჩეს ტურიზმზე დამოკიდებული.

პირველ რიგში, უნდა განვითარდეს მრეწველობა. საქართველოს ყველა ქალაქთან და შედარებით მსხვილ სოფელთან უნდა შეიქმნას აგროსამრეწველო საწარმოები. იქ მოწეული ნედლეულის გადამუშავება უნდა ხდებოდეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მოხდება. თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის არც ესაა სტრატეგიული. სტრატეგიული კი არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რაც მსოფლიოში არის ყველაზე პრიორიტეტული, ანუ  მეცნიერებატევადი, ცოდნატევადი პროდუქტების წარმოება.

ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, უფრო ძვირიც არის  და უფრო  მეტი მომგების მომტანიც. მაგრამ ამ ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელია, თუ ქვეყანაში არ იქნა განვითარებული მეცნიერება, არ იქნა განვითარებული უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება. აი ეს სფეროებია  გასავითარებელი.

მართალია, ჩვენ  სწრაფი შედეგი ამ კუთხით ვერ გვექნება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ქმედებას დღეს, შედეგი კიდევ უფრო გადაიწევა.

_ ბიზნესსექტორის ქმედებები  მთავრობას პანდემიის დაძლევაში ხელს უწყობს?

_ ბიზნესის ქმედებები ისეთივეა, როგორიც არის მთელ მსოფლიოში. ბიზნეს რა უნდა? იმუშაოს ხომ? ეს ჩვეულებრივია. მაგათ შექმნილ ასოციაციებსაც რა უნდათ? ამ ასოციაციებში შემავალ სტრუქტურებს დაუჭიროს მხარი. ესეც ბუნებრივია. მაგრამ ის ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ, ეტყობა მათ ოჯახებს არ შეხებია კორონავირუსი ან თუ შეხებია მსუბუქი ფორმით. აბა ჰკითხეთ იმ ადამიანებს, სადაც დაღუპულები არიან, აბა კითხეთ იმ ადამიანებს რომელი ბიზნესი გააცოცხლებს... ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბატონობს „ამოტრიალებული“ ფსიქოლოგია. ჩვენ, ხშირად ბიზნესზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი.





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...