მედიტაციის არსი და მიზეზები, თუ რატომ მიმართავენ ფსიქოლოგები ამ ხერხს თერაპიის დროს

საზოგადოება

მედიტაციის არსი და მიზეზები, თუ რატომ მიმართავენ ფსიქოლოგები ამ ხერხს თერაპიის დროს

10 ივნ. 2021, 17:37:43

სიტყვა მედიტაცია ფიქრს ნიშნავს. მედიტაცია მოდის ინდოეთიდან და ის შინაგანი პროცესების აღსადგენად და სარელაქსაციოდ გამოიყენება. ეს არის გონებრივი დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ღრმა ფიქრის მეშვეობით ცნობიერების გაღრმავება და განვითარებაა.  ამ დროს,როგორც სპეციალისტები და ფსიქოლოგები ამბობენ, ცნობიერებას განსაკუთრებული კავშირი აქვს გონებასთან და სულთან. მედიტაციის შედეგად შესაძლებელია სტრესისა და შიშების მოხსნა, საკუთარი მიზნების ოპტიმიზირება და განწყობის გაუმჯობესება.

ამ პერიოდში, როდესაც ყველა და ყველაფერი ცდილობს ონლაინ მომსახურებაზე და კომუნიკაციაზე გადავიდეს, ეს მედიტაციის პრაქტიკასაც ეხება და ბევრმა ადამიანმა სწორედ ეპიდსიტუაციის, სტრესისა და გამოკეტილობის ფონზე დაიწყო მედიტირება. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ დაიწყო მედიტირების პრაქტიკა და მას ტრანცენდენტული მედიტაციის სპეციალისტი საშა ეხმარება ონლაინ კონსულტაციებით.

პირველ რიგში საშა სთხოვს შორენას კომფორტულად დაჯდეს, წელში არც ზედმეტად გასწორდეს და არც მოიხაროს, რომ მედიტაციის დროს ხელი არ შეუშალოს არჩეულმა მდგომარეობამ, პოზიციის შერჩევის შემდეგ შორენა ირჩევს მანტრა სიტყვას „დედამიწა“, რომელზეც საშა ეუბნება, რომ ეს არაა საკმარისი და რაიმე ისეთი უნდა შეარჩიოს, რაც მნიშვნელოვან ცნებასთან ასოცირდება  ან განცდას ბადებს მასში, რის შემდეგაც შორენა მანტრად ირჩევს „მადლიერება დედამიწაზე“ . საშა ეუბნება რომ მისი მანტრა იმეოროს ხმამაღლა, ერთ ტემპში, რამდენიმე გამეორების შემდეგ სთხოვს თვალები დახუჭოს, ნელნელა ჩურჩულში გადაიყვანოს ხმის ტონალობა და რამდენიმე გამეორების შემდეგ იგივე ტემპით გააგრძელოს ჩუმად ამის გამეორება გონებაში, შორენა მიჰყვება მასწავლებლის ინსტრუქციას, საშა პროცესის თანადროულად აგრძელებს საუბარს და ეუბნება, რომ თვალები არ უნდა გაახილოს, სანამ ის არ ეტყვის. აგრეთვე აფრთხილებს, რომ შეიძლება მოვიდნენ სხვადასხვა ფიქრები, ან სახე ხატები, რომელსაც შეუძლია სურვილისამებრ მიაქციოს, ან არ მიაქციოს ყურადღება , თუმცა ორივე შემთხვევაში უნდა იმეოროს მისი არჩეული მანტრა. ამის შემდეგ სიჩუმე ისადგურებს, შორენას იშვიათად მიმიკა ეცვლება და ოდნავ ზურგში იხრება, ასე გრძელდება 15 წუთის განმავლობაში, შემდგომ საშა ეუბნება  მანტრა ნელ -ნელა გაუშვას გონებიდან ისე, რომ თვალები არ გაახილოს. ისევ სიჩუმეა , რომელიც  5 წუთი გრძელდება და საშა სთხოვს შორენას ნელ-ნელა გაახილოს თვალები.

ეს არის ტრანსცენდენტული მედიტაციის 20 წუთიანი მონაკვეთი, როგორც საშა ამბობს ‘’ტმ’’ მედიტაციით დიდ შედეგებზე რომ გავიდეს ადამიანი დღეში ორჯერ , დილას უზმოზე და საღამოს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა იმედიტიროს.

კითხვაზე რა დანიშნულება აქვს მედიტაციის დროს მანტრას ის გვპასუხობს , რომ ‘’მანტრას ამ კონკრეტული მედიტაციის დროს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, რადგან თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ვიბრაცია და შინაარსობრივი თუ ენერგეტიკული დატვირთვა, მანტრა  არ უნდა გაამხილო, როდესაც დამოუკიდებლად წყვეტ მედიტაციას“. მისი თქმით მედიტაციას მხოლოდ მაშინ აქვს კარგი შედეგი, როდესაც ირჩევ სასიამოვნო მანტრებს, როგორც სასიამოვნო ენერგიას, „მანტრას გამეორების დროს გონებიდან ნეგატიური ფიქრები ქრება, ეს შლაკებისგან გაწმენდას გავს, სწორედ ამიტომ არ შეიძლება პირდაპირ გამოფხიზლება და თვალების გახელა“

საშა ბოლო ხუთ წუთს „ტმ“ მედიტაციაში გონების გადამტვირთველ დროდ მოიხსენიებს , როდესაც მანტრა წყდება გონებაში და თავისუფალ მდგომარეობას უბრუნდება .

რესპონდენტი შორენა შავაძე გვიამბობს თუ რატომ აირჩია კონკრეტულად ეს მანტრა, მისი თქმით კონკრეტული სიტყვები გარკვეულ შეგრძნებებს აღვიძებს, რომელიც უკავშირდება ამ სიტყვას.

„რომ ვფიქრდები ცხოვრებაში ერთადერთხელ მქონდა მადლიერების უდიდესი განცდა, რომელიც თუ დამიჯერებთ ნებისმიერ სხვა გრძნობას აღემატება, ყოველშემთხვევაში ჩემთვის, მადლიერების გრძნობის და კონკრეტული მომენტების ამოტივტივება მინდოდა გონებაში , როდესაც მადლიერებით ვიყავი , ან უნდა ვყოფილიყავი განწყობილი“. შორენა აღნიშნავს , რომ ის აპირებს გააგრძელოს „ტმ“ მედიტაცია, თუნდაც მანამ , სანამ მისი გონება დადებითადაა განწყობილი ამ პრაქტიკის მიმართ.

მედიტაციას ბევრ დადებით მხარესთან ერთად აქვს უარყოფითი გავლენებიც , ასე ვთქვათ გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს , როდესაც ადამიანი დიდი დროის მანძილზე მედიტირებს .

 პირველი უარყოფითი მხარე არის გაღიზიანება უმნიშვნელო დეტალებით  და მობეზრება. ‘’რამ დასი’’, რომელიც ხშირად მიმართავდა პაციენტებთან სხვადასხვა მედიტაციას ამ გვერდით მოვლენას უწოდებს ჭარბ მოწყენილობას  და ჭარბ განსჯას გარშემომყოფებისა და გარემოს მიმართ. ასევე ხშირად ახლავს მედიტაციას მარტოობის მომეტებული განცდა , ემოციებისა და გრძნობების სიჭარბე , ბრაზი ადამიანების მიმართ, უძილობა, მომატებული ენერგიის გამო,  ძირითადად ასეთი განცდები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტხანს მედიტირებენ, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ უმნიშვნელოა კარიერა, ოჯახი, ურთიერთობები , თვითგანვითარება და დაეწყოთ ნეგატიური ფიქრები. შეიძლება ითქვას , რომ ეს მედიტაციის ერთ-ერთი მხარეა , რომელიც ზოგჯერ ვლინდება და ზოგჯერ არა. ფსიქოთერაპევტი მანანა ლეჟავა ამ საკითხს ასე განმარტავს :

‘’მედიტაციის დროს ხდება ღრმა ქვეცნობიერიდან დეტალების გაშიფრვა, ისეთი ნიუანსების აღმოჩენა, რაც ბუნებრივ მდგომარეობაში შესძლოა არასოდეს გაგეცნობიერებინა, თავიდან ეს ყველაფერი სასიამოვნოა, რადგან სამყარო უფრო საინტერესო ხდება , თუმცა რაღაც დროის შემდეგ , როდესაც ადამიანი განიცდის გარესამყაროს მიმართ ემოციურ სიჭარბეს, გარკვეული ეჭვები უჩნდება“

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფსექოთერაპევტები და ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ მედიტაციის სხვადასხვა მეთოდს, როგორც ფსიქოლოგი მამუკა გურული ამბობს,  ძალიან ინდივიდუალურია მედიტაციის შერჩევა პაციენტებისთვის და ხშირად გამოუცდელ პაციენტებთან სუნთქვითი მედიტაციით იწყებს მუშაობას , რადგან ტექნიკურად ეს მედიტაციის ყველაზე მარტივი ხერხია.

 „ამ დროს ცვლილებები ხდება სიხშირეებში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მედიტაციის შედეგად ე.წ ძველი ტვინი მშვიდდება და ტვინის ქერქი აქტიურდება“,_ ამბობს ფსიქოლოგი.

სუნთქვითი მედიტაციის დროს მთლიანი ყურადღება სუნთქვაზეა კონცენტრირებული. ფსიქოლოგის თქმით ამ მეთოდს ადამიანები სრულიად გაუაზრებლადაც იყენებენ, რადგან ოდესღაც მსგავსი პრაქტიკით მეტად დამშვიდებულან და  მთავარი ეფექტიც ინსტინქტური და ემოციური ცენტრების დამშვიდებაა, თუმცა ფსიქოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ  ფსიქოლოგიაში მხოლოდ დამშვიდებისთვის და განტვირთვისთვის არ იყენებენ ამ ხერხს.





 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...