"რიონის მცველები" გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთი ბაზისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ბლოკირებას მოახდენენ

საზოგადოება

"რიონის მცველები" გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთი ბაზისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ბლოკირებას მოახდენენ

13 აპრ. 2021, 18:01:27

სოფელ გუმათში შეკრებილი რიონის ხეობის მცველების განცხადებით, თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რის საფუძველზე არ უშვებენ სოფელ ნამოხვანში, მაშინ, პროტესტის ნიშნად, ENKA-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ.

როგორც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განცხადა, ისინიც ჩაკეტავენ ინვესტორი კომპანიის ტერიტორიას, ისევე, როგორც სახელმწიფომ სოფელი ნამოხვანი ჩაკეტა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ დღეს გადმოვინაცვლებთ  კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება.

ახსნა-განმარტება უნდა გაგვიკეთონ, რატომ გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება, ზედა მიმართულებით, თუ ეს ახსნა-განმარტება არ მოგვეცემა მაშინ ლეგიტიმურია ჩვენგან, რომ გადავინაცვლოთ ქვევით და მთლიანად დავკეტოთ ეს გზა. ახსნა-განმარტებას კანონიერად ვითხოვთ, ახსნა-განმარტება თუ არ მოგვეცემა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშს არ გვიწევს ხელისუფლება და ჩვენი დაქირავებული მთავრობა, მაშინ გადავალთ და სხვა გზებით ვეცდებით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა", _ განაცხადა ვარლამ გოლეთიანი.

პოლიციამ სოფელი რამდენიმე დღეა, ჩაკეტა და დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელიც "რიონის მცველებთან" მივიდა, თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია ვერ უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, დროებით არის შეზღუდული ხეობაში გადაადგილება".

პოლიციამ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას რამდენიმე მიზეზით ხსნის: სამძებრო სამუშაოებით - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. ასევე, მისი თქმით, "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".

ცნობისთვის 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ.

მანამდე კი, 11 აპრილს, პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო.

 





 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებსმთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. „კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე  კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე. გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ  წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“,_ ნათქვამია ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში- უახლესი პროგნოზიგურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, 19 მაისიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდე ავიდეს - ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „გურიაში, ორშაბათს და სამშაბათს, ამინდის ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი. 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 18 მაისის დღის პირველ ნახევრამდე  მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამის საათებში ინტენსიურად იწვიმებს. 19 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 30-35 გრადუსამდე შეიძლევა ავიდეს 20 მაისს, მაგრამ 21-იდან 23 მაისამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,გაწვიმდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს“,_ გვითხრა ... ...
  • თბილისში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვესთბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "მენატრებიან" _ იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“მენატრებიან, _ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას. „გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, _ განაცხადა ხვიჩიამ. ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება ... ...
  • საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა დაიწყოშარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დასკვნითი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ცნობილია, რომ შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ. პარლამენტში განხილვა აღნიშნულ საკითხზე გუშინაც მიმდინარეობდა. "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...