შენიშვნების პაკეტი სამინისტროს და მოულოდნელი სტუმარი ბრიფინგზე

საზოგადოება

შენიშვნების პაკეტი სამინისტროს და მოულოდნელი სტუმარი ბრიფინგზე

17 მაი. 2021, 20:39:16

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს“ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ირმა გორდელაძემ და თამაზ ტრაპაიძემ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს.


შეხვედრის მიზანი იყო სოფელ ვაკიჯვარში "ნატანები 3" ჰესის პროექტის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც გაიგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეიძლება ითქვას, რომ ბრიფინგს მოულოდნელად ეწვია "ნატანები 3" ჰესის პროექტის მენეჯერი გიორგი მარგებაძე, რომელიც შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა.

ის საზოგადოების წევრებს არწმუნებდა, რომ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ზიანს არ მიაყენებს არც გარემოს და არც ხალხს.

გიორგი მარგებაძემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათან პოლემიკას მართავდა.

თამაზ ტრაპაიძის და ირმა გორდელაძის თქმით, იმ შენიშვნებს, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნიან, შენიშვნები მრავლად არის და ახლა ჯერი სამინისტროზეა, რამდენად გაითვალისწინებენ გურულების გზავნილს.

მათი თქმით, ისინი და მათი თანაგუნდელები წინააღმდეგები არ არიან რეგიონში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების გახორციელების.

“ხშირად საუბრობენ ჩვენზე, რომ თითქოს, არ გვინდა ეკონომიურად გაძლიერდეს საქართველო და საქართველოს რეგიონები. ეს ასე არ არის. ჩვენ გვინდა ისეთი პროექტები, რომლებიცელიც ბუნებას და ეკოლოგიას არ გაანადგურებს“, _ აღნიშნა ირმა გორდელაძემ შეხვედრის დროს.

დარბაზში მყოფმა სოფელ სურებიდან და სოფელ ვაკიჯვრიდან ჩამოსულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ეს პროექტები სოფლისთვის მომგებიანი არ იქნება.

“გინდათ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდეთ და მეტი არაფერი არ გინდათ. თქვენ არ ინტერესდებით ადამიანების პრობლემებით და დღევანდელი ყოფით. არ გვინდა ჰესი აშენდეს“, _  აღნიშნეს ბრიფინგზე მოსულმა სტუმრებმა.

გიორგი მარგებაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისინი ამ პროექტის გახორციელების შემთხვევაში 100 ადამიანის დასაქმებას აპირებენ. რაზეც ვაკიჯვარში მცხოვრებმა თქვა, რომ ასეთი დაპირებებით და წინადადებებით ადამიანებს ვერ შეაცვლევინებენ აზრს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ნატანებზე შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის” პროექტის “ნატანები 3 ჰესის” მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 17 მარტს წარმოადგინა შენიშვნები 6 საკითხზე, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას და კომპანიის მხრიდან დამატებითი, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას. აღნიშნულ შენიშვნებზე რეაგირების მიზნით კომპანიამ წარმოადგინა 5 დამატებითი დანართი, რომლებშიც გადმოცემულია უფრო ვრცელი ინფორმაცია სამინისტროს მიერ დეტალურად შესასწავლად მითითებულ საკითხებზე.

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ შენიშვნების ნაწილს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროს გაუგზავნიან.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ჩვენი შენიშვნები იმის შესახებ, თუ რამდენად სიღრმისეულად და სრულფასოვნადაა შესწავლილი აღნიშნული საკითხები და რამდენად საკმარისი დეტალურობითაა წარმოდგენილი ინფორმაცია თითოეულის შესახებ. ზოგადი შენიშვნა, რაც ექვსივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს არის ის, რომ სამინისტროს მხრიდან კომპანიისთვის მიცემული 1-თვიანი ვადა ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და შესაბამისი შემარბილებელი თუ საკომპენსაციო ღონისძიებების დასაგეგმად არ არის საკმარისი. შესაბამისად, ჩნდება იმის განცდა, რომ აღნიშნული შენიშვნები თავად სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ ფორმალურად, იმისთვის, რომ თავად კომპანიამაც ფორმალური პასუხები მოამზადოს მათზე და მიზნად არ ისახავს საკითხების რეალურად, საფუძვლიანად შესწავლას.

სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის საგანგებო მოწყობილობით (მილი, ღიობი) გატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; კომპანიის მიერ სამინისტროს 1-ლი მოთხოვნის საპასუხოდ წარმოდგენილ I დანართში ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საშუალებით მოხდება სათავე ნაგებობიდან ეკოლოგიური ხარჯის გატარება, ასევე სათავე ნაგებობის სქემასა და სანიტარული ხარჯის გამტარი მილის ნახაზს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გზშ-ის ანგარიშში თავდაპირველად არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ეკოლოგიური ხარჯის სპეციალურად მოწყობილი წყალგამტარის საშუალებით გაშვების ღონისძიების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ეკოლოგიური ხარჯი 0.49 მ 3 /წმ სრულად უნდა გატარებულიყო თევზსავლის მეშვეობით. აღნიშნული წყალგამტარი მილის არსებობის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ შეიტანა მხოლოდ სამინისტროს შენიშვნაზე რეაგირების შედეგად წარმოდგენილ I დანართში, თუმცა შესაბამისი ცვლილება გზშ-ის დოკუმენტში შეტანილი არაა და ანგარიშის მიხედვით, სრული ეკოლოგიური ხარჯი ისევ თევზსავლის მეშვეობით უნდა იქნას გატარებული. ეს ორი ერთმანეთისგან აცდენილი ინფორმაცია აუცილებლად საჭიროებს ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც I დანართიდან ირკვევა, ეკოლოგიური ხარჯის გატარება, რომელიც შეადგენს 0.49 მ 3 /წმს, მოხდება თევზსავლის (0,13 მ 3 /წმ) და 0,32 მ შიდა დიამეტრის მქონე მილით (0.36 მ 3 /წმ). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას არ აქვს განხილული ეკოლოგიური ხარჯის გატარების ალტერნატიული საშუალება, გარდა მილისა, რომელიც, თუ გავითვალისწინებთ მდინარე ნატანების ღვარცოფულ ხასიათსა და ნატანი მასის რაოდენობას, მარტივად შეიძლება გაიბიდნოს და ეკოლოგიური ხარჯის მდინარისკენ გატარება შეფერხდეს. ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა ეკოლოგიური ხარჯის ღიობით გატარება, რომლის გაწმენდა და წყლის შეუფერხებელი დინებაც მარტივად უზრუნველსაყოფია. გარდა ამისა, გზშ-ს დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “მცირეწყლიან წლებში ენერგეტიკული მიზნით გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა იმდენად მცირე შეიძლება იყოს, რომ ვერ იქნას უზრუნველყოფილი ჰიდროაგრეგატების მინიმალური დატვირთვით ფუნქციონირებაც. აქედან გამომდინარე არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ წყალმცირე პერიოდების გარკვეულ შემთხვევებში ჰესის ოპერატორი კომპანია იძულებული იქნება მდინარის ბუნებრივ კალაპოტში გაატაროს სათავეზე მოდენილი წყლის სრული - ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობა”. ამ შემთხვევაში დაზუსტებას საჭიროებს რამდენად გამტარუნარიანი იქნება შემოთავაზებული დიამეტრის მილი 0.36 მ3/წმ-ზე მეტი ხარჯის გატარების საჭიროების შემთხვევაში და თუ აღნიშნული მილი ვერ უზრუნველყოფს ამას, ხომ არ გატარდება დამატებითი ხარჯი თევზსავლის საშუალებით, რომელშიც მეტი წყლის გაშვება, ასევე გზშ-ს ავტორების თქმით, დამატებით ტურბულენტობას და წინაღობას წარმოქმნის ნაკადულის კალმახის მიგრაციისას. აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომპანიამ დაასაბუთოს:

1. რატომ ირჩევს ნატანით მდიდარი და ღვარცოფული მდინარის ეკოლოგიური ხარჯის გასატარებლად მცირე დიამეტრის დახურულ მილს და არა ღიობს, რომლის წმენდაც გაცილებით მარტივი იქნება, ხოლო წყლის გატარება შეუფერხებელი;

2. როგორ მოხდება საჭიროების შემთხვევაში ეკოლოგიურ ხარჯზე მეტი რაოდენობის წყლის გატარება შემოთავაზებული მილით. რაც შეეხება ეკოლოგიურ ხარჯს, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით განისაზღვრება მდინარის 10%-ით, უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ნატანების მორფოლოგიის, წყალთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიოლოგიური გარემოსა და ეკოსისტემების გათვალისწინებით შემოთავაზებული 10%-იანი ეკოლოგიური ხარჯი არასაკმარისია.

გზშ-ის კვლევის მიხედვით, მდინარე ნატანების გასწვრივ, საპროექტო ზონაში ვხვდებით EUNIS-ის კლასიფიკაციის მიხედვით G1.1 ჭალისა და სანაპირო ტყეებს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჭალის ტყის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ტყეს პერიოდულად ესაჭიროება შეტბორვა. მდინარეში მხოლოდ 10%-იანი ხარჯის დატოვება კი ვერ უზრუნველყოფს მის წყლით დაფარვას და დროთა განმავლობაში, არსებული ჰაბიტატი, რომელიც ამ ეტაპზე ფართოდაა წარმოდგენილი საპროექტო ზონაში, დეგრადირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზშ-ის დოკუმენტში ჭალის ტყის ჰაბიტატისადმი მიყენებული ზარალი არათუ შეფასებული, ნახსენებიც კი არ არის, შესაბამისად არ არის ნაფიქრი არც შემარბილებელ ღონისძიებაზე და არც პრევენციაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ:

1. გარემოსდაცვით ხარჯად მდინარის 10%-ის დატოვება არ არის საკმარისი მდინარე ნატანების ეკოლოგიური ფუნქციის შესანარჩუნებლად და ხარჯის ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გამოიწვევს წყლის და წყალთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების კარგვას.

2. გარემოსდაცვითი ხარჯის გასატარებლად შემოთავაზებული მეთოდი, ვერ უზრუნველყოფს თუნდაც 10%-ინი ხარჯის ეფექტიან გატარებას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომპანიამ გადახედოს მდინარის ეკოლოგიური ხარჯის საკითხს და ის დაითვალოს არა გავრცელებული პრაქტიკის, არამედ მდინარის და მასთან დაკავშირებული გარემოს რეალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე, აღნიშნული ხარჯის გატარება უზრუნველყოს ყველაზე ოპტიმალური საშუალებების გათვალისწინებით, რათა არ შეფერხდეს მდინარეში წყლის ხარჯის ჩაშვება.

ამასთან, დანართში წარმოდგენილი კუმულაციური ზემოქმედების შესარბილებლად გათვლილი მთელი რიგი ქმედებები საჭიროებს კონკრეტიკასა და დაზუსტებას, კერძოდ:

● “მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან დროებით მოწყობილ ხელოვნურ კალაპოტში წყლის დინების გადაგდების პროცესს არ უნდა ჰქონდეს უეცარი ეფექტი. აღნიშნული პროცესი უნდა შესრულდეს, რაც შეიძლება ხანგრძლივად, რათა თევზებმა შეძლონ ადაპტაცია ახალ გარემო პირობებთან” - აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიება საჭიროებს დაზუსტებას. უფრო კონკრეტულად უნდა უყოს გაწერილი როგორ მოხდება ამ პროცესის დროში გახანგრძლივება და გარემო-პირობებთან თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა. საჭიროა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება.

● “ხელოვნური კალაპოტის მდინარის ბუნებრივ კალაპოტთან შეუღლების ადგილები მოეწყობა ისე, რომ არ შეიქმნას ხელოვნური ბარიერი თევზების მიგრაციისთვის” - აღნიშნული ჩანაწერი არ გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა კონკრეტული სამუშაოები გატარდება და რა მეთოდით მოხდება ხელოვნური და ბუნებრვი კალაპოტების შეუღლება. შესაბამისად, დასაზუსტებელია მოცემული ღონისძიებაც.

● “სათავე ნაგებობის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დროებითი სადერივაციო არხის კალაპოტის მონიტორინგი და კალაპოტის ჩახერგვის და ამასთან დაკავშირებით თევზის გადაადგილების შეზღუდვის პრევენციის მიზნით ჩატარება არხის გაწმენდის სამუშაოები” - მეტ დეტალიზაციას საჭიროებს აღნიშნული ჩანაწერიც, კერძოდ, მოცემულ ღონისძიებაში არ ჩანს მონიტორინგის პერიოდულობა, ასევე ვინ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული მონიტორინგის განხორციელბაზე და რა ტექნიკური საშუალებებით მოხდება საჭიროების შემთხვევაში დროებითი სადერივაციო არხის წმენდა. ამასთან, სასურველია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია ხელოვნური კალაპოტის შესახებ: რით იქნება უზრუნველყოფილი მისი მაქსიმალური მსგავსება ბუნებრივ კალაპოტთან და შესაბამისად, თევზების ადაპტაციის ხელშეწყობა ახალ გარემო-პირობებთან.

● “მოხდება ნაპირების და ფერდების გამყარება სხვადასხვა უარყოფითი მოვლენების (ნიადაგის წყალში მოხვედრა, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ.) პრევენციისთვის. მდინარის კალაპოტში ყველა სახის სამუშაოები განხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მდინარის წყლის სიმღვრივის მომატების რისკი” - აღნიშნულ ქმედებაში დასაკონკრეტებელია რა საინჟინრო ხერხებით და მასალით მოხდება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რა ვადებში და მდინარის კალაპოტის რა ნაწილს მოიცავს.

● “გატარდება ყველა შემარბილებელი ღონისძიება წყლის ხარისხის შენარჩუნების მიზნით” - მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს რა შემარბილებელ ღონისძიებებზე მოცემულ წინადადებაში საუბარი.

 ● “ეფექტურად განხორციელდება თხევადი ხარჯების მართვა. სათავე ნაგებობიდან ქვედა დინებაში მუდმივად იქნეს გაშვებული დადგენილი ეკოლოგიური ხარჯები” - მნიშვნელოვნია განიმარტოს/დაზუსტდეს კომპანიას თხევადი ხარჯის ეფექტიან მართვად მხოლოდ გზშ-ის დოკუმენტში გამოთვლილი ეკოლოგიური ხარჯის (0.49მ3/წმ) გატარების უზრუნველყოფა აქვს მოაზრებული თუ განიხილავს სხვა საჭირო ღონისძიებებსაც და თუ განიხილავს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ღონისძიებებით მოხდება თხევადი ხარჯის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...